მსოფლიო ჩემპიონატს მხოლოდ ორი მოქმედი ბარსელონელი შემორჩა – უსმან დემბელე და ჟიულ კუნდე.
დღეს მათი საფრანგეთი ნახევარფინალის საგზურისთვის ბრძოლაში ინგლისს დაუპირისპირდება.
თამაში 23:00 საათზე დაიწყება. მანამდე, 19:00 საათზე, პორტუგალიასა და მაროკოს დაპირისპირებაში ნახევარფინალური წყვილის პირველი გუნდი გაირკვევა.
ორივე თამაშის პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი გვთავაზობს.
რა ვქნა ამათ ვერ ვუგულშემატკივრებ. რატომღაც ინგლისი ჯობია უფრო კულტურულად თამაშობენ მესის რო უყვარს ისე.
ალბათ ფრანგები დაბრუნდებიან სახლში, ასე მგონია რატომღაც
ბოლო წლებში იმდენი უსამართლობა და მარაზმი ხდება, რო დროა მეფის მსოფლიომ ცოტა გაანათოს ფეხბურთი, აი ზეიმი იქნება, სულ ორი ნაბიჯი დარჩა, საბოლოოდ დაიდგამს გვირგვინს! და როგორი საწყენია რო ამდენ იგროკს დააკარგინეს წლები, თორე რამდენ ლიგას დავდებდით კიდრვასთან ერთად კიდევ.