მარკო ასენსიო: ბარსელონა? არავინ იცის, რა მოხდება მომავალში

მარკო ასენსიო: ბარსელონა? არავინ იცის, რა მოხდება მომავალში

“რეალ მადრიდის” ესპანელი შემტევი მარკო ასენსიო “ბარსელონაში” მის შესაძლო გადმოსვლაზე კომენტარს აკეთებს და ეს კომენტარი საკმაოდ ორაზროვანია.

“ბარსელონაში” გადასვლა ვარიანტი არასდროს ყოფილა. “რეალ მადრიდში” ბედნიერი ვარ და თავს ძალიან კარგად ვგრძნობ… თუმცა არავინ იცის, რა მოხდება მომავალში.

– ციტირებს 26 წლის ფეხბურთელის სიტყვებს ფაბრიციო რომანო.

ასენსიოს “ბარსელონაში” გადმოსვლის შანსი პირველად 2015 წელს ჰქონდა, მაგრამ მაშინ “ბარსამ” მასში 4 მილიონი ევროს გადახდაზე უარი თქვა და ახალგაზრდა ფეხბურთელმა “რეალ მადრიდს” მიაშურა. “ბლანკოსთან” კონტრაქტი მარკოს მიმდინარე სეზონის ბოლოს უმთავრდება და პერიოდულად ვრცელდება ცნობები, რომ “ბარსელონა” მის უფასოდ დამატების ვარიანტს განიხილავს.

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (3)

  • MSN G.O.A.T
    21 ნოე 2022, 19:41

    მოდი განეჯვი ხო?

  • riva
    21 ნოე 2022, 16:05

    ჭორი მგონია. დარწმუნებული ვარ მაგის აგენტი ავრცელებს რომ რეალს კარგი პირობები გამოსტყუოს

  • nika 54
    21 ნოე 2022, 14:36

    არა მგონია დიდი ხვეწნა დასჭირდეს, ჩავიმ თუ მოინდომა ამის გუნდში ყოლა.