უეინ რუნი შესაძლოა სატრანფერო ფანჯრის მთავარი გმირი გახდეს. ინგლისურ პრესაში დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ “მანჩესტერის” ლიდერით ორი ესპანური გრანდია დაინტერესებული.
დავიდ ვილას დამატების მიუხედავად, კატალონიური კლუბი კვლავ ეცდება მაღალი დონის თავდამსხმელის ყიდვას, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ზლატან იბრაგიმოვიჩი “ბარსას” დატოვებს. უეინ რუნი მთავარი კანდიდატია. “soccerleaguenews.com”-ს თუ დავუჯერებთ, “ბარსა” მანჩესტერულ კლუბს 80 მილიონ ევროს შესთავაზებს ინგლისელის გადმოსაყვანად.
“იუნაიტედი” იძულებულია რამდენიმე წამყვან ფეხბურთელს შეელიოს, რადგან ინგლისელებმა დიდი რაოდენობით ვალები ვერ მოიშორეს. “წითელმა ეშმაკებმა” შარშან კრიშტიანო რონალდო გაუშვეს მადრიდში რეკორდულ თანხად (94 მილიონი ევრო). ახლა კი ფლორენტინო პერესი მეორე მანჩესტერული ტრანფერის გაჩარხვას აპირებს.
“The Sun” იტყობინება, რომ “რეალ მადრიდი” მზად არის დიდი ფულის გადასახდელად რუნიში, რომელიც მსოფლიოს მეორე ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდა(12 მილიონი ევრო წელიწადში). მას მხოლოდ კრიშტიანო რონალდო უსწრებს, რომელიც 13 მილიონს იღებს ერთ წელიწადში.
მადრიდელთა ახალმა მწვრთნელმა, ჟოზე მაოურინიომ, ღიად გამოხატა სურვილი ინგლისელის გაწვრთნისა. “ძალიან მინდა უეინის გაწვრთნა. ის ნამდვილად დიდი ტალანტის მქონე ადამიანია.” – განაცხადა პორტუგალიელმა “As”-თან ინტერვიუში და დაამატა: “ჩემს მეგობარს ალექს ფერგიუსონს შეუძლია მშვიდად იყოს, რადგან ეს შეუძლებელია.”
წყარო: www.sport.es