გადაწყვეტილია, რომ ბენჟამინ პავარი 2023 წელს “ბაიერნს” დატოვებს, რადგან მას გუნდის თავკაც იულიან ნაგელსმანთან ურთიერთობა ძალიან გაუფუჭდა.
Sport-ის ინფორმაციით, “ბარსელონა” ფრანგის შეძენით დაინტერესებული იქნება, მაგრამ მის სანაცვლოდ დიდი თანხის გადახდას არ აპირებს და თავად ფეხბურთელსაც მოუწევს, კლუბის სახელფასო სტრუქტურას მოერგოს.
ბენჟამინის გაფორმების სურვილს “მილანი”, “ჩელსი” და “რეალ მადრიდიც” გამოხატავენ, მაგრამ ფეხბურთელს ჯერ არანაირი ოფიციალური შეთავაზება არ მიუღია.
წყაროს ცნობით, სანამ პავარი “ბაიერნში” გადავიდოდა, ის “ბარსაში” ტრანსფერთან ახლოს იყო, თუმცა, საბოლოოდ, კატალონიელებმა ფეხბურთელზე უარი თქვეს – ფრანგის გარემოცვა “ბარსელონას” სწორედ ამ დროიდან იცნობს.
კატალონიურ გრანდში ხუან ფოიტი კვლავ მოსწონთ, მაგრამ უფრო შემტევი მარჯვენა მცველის მოყვანა სურთ. პავარის გარდა, იმ პროფილს, რომელსაც კლუბი ეძებს, არნაუ მარტინესი, ტომას მუნიე და დიოგუ დალო ერგებიან. თუ ჩავის დაცვითი სტილის მარჯვენა ფლანგელი დასჭირდება, ამ როლის შეთავსება რონალდ არაუხოსა და ჟიულ კუნდესაც შეუძლიათ.
რაც შეეხებათ “ბარსას” ამჟამინდელ მარჯვენა მცველებს – კლუბს სერჟი რობერტოსა და ექტორ ბელერინის კონტრაქტების გახანგრძლივების არანაირი განზრახვა არ აქვს. გუნდს დატოვებს სერჟინიო დესტიც, რომელიც ამჟამად “მილანშია” განათხოვრებული.
გვჭირდება ესეთი ვირივით მუშა ფეხბურთელი, ფიზიკურად ძლიერი, და ბევრს რო დარბის, თან დარტყმაც იცის.
შეჯახებებში და ჯაჯგურში ძლიერია;
დარტყმა კარგი აქვს (ნეტავ არ ჰქონოდა)
მაგანაც გაგვიტანა არა?
კი;
მუნდიალზე გატანილს ვერ ვპატიობ უფრო, გაათანაბრა 2:2
ლამაზი კი შეაგდო მაგისი….
შეჯახებებში და ჯაჯგურში ძლიერია;
დარტყმა კარგი აქვს (ნეტავ არ ჰქონოდა)
მაგანაც გაგვიტანა არა?
მაგან დემბელე მოარჯულა (რამდენადაც ეგ ფიზიკურად შესაძლებელია) და პავარს შეუშინდება?
უდისციპლინო ინვალიდი,რომ არ იყოს სხვა საქმე იქნებოდა.ჩავი გამოასწორებს ვითომ?
ფიზიკურად ძლიერი მცველია, რომელსაც 90+30 წუთი დოღის ცხენივით სირბილი შეუძლია;
შეჯახებებში და ჯაჯგურში ძლიერია;
დარტყმა კარგი აქვს (ნეტავ არ ჰქონოდა)