ბარსელონა მზადაა მარტინესის გამოსასყიდი თანხა გადაიხადოს

ბარსელონა მზადაა მარტინესის გამოსასყიდი თანხა გადაიხადოს

"ბარსელონა" მზადაა ბელგიის ფეხბურთის ასოციაციას მთავარი მწვრთნელის, რობერტ მარტინესის გამოსასყიდი თანხა გადაუხადოს, მაგრამ ესპანელი სპეციალისტი კატალონიურ გუნდს ოქტომბრის სანაკრებო პაუზის დასრულებამდე ვერ ჩაიბარებს.

კატალონიური Sport-ის ჟურნალისტის, ტონი ხუანმარტის ინფორმაციით, რობერტ მარტინესის გამოსასყიდი თანხა 1.8 მილიონი ევროა. ესპანელი სპეციალისტი ჟოან ლაპორტას ფავორიტია და "ბარსელონა" მზადაა, ეს თანხა გადაიხადოს.

პრობლემას ის ქმნის, რომ მარტინესი არ აპირებს ნაკრები ერთა ლიგის დასრულებამდე დატოვოს. 7 ოქტომბერს ბელგია ამ ტურნირის ნახევარფინალში საფრანგეთს ხვდება, მოგების შემთხვევაში კი 10 ოქტომბერს ფინალში ითამაშებს. რობერტს სურს, რომ ამ შეხვედრებში გუნდის მთავარი მწვრთნელი სწორედ ის იყოს.

ოქტომბრის სანაკრებო პაუზამდე "ბარსელონას" 4 თამაშის გამართვა უწევს - "კადისთან", "ბენფიკასთან" და "ატლეტიკოსთან" სტუმრად და "ლევანტესთან" შინ. თუ "ბლაუგრანამ" არჩევანი საბოლოოდ სწორედ რობერტ მარტინესზე შეაჩერა, ამ 4 მატჩში გუნდს რონალდ კუმანი ან დროებითი მწვრთნელი გაუძღვება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 11 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #11 22 სექტემბერი 2021 17:52
    0
    ჩავიმ წაუყენა თავის პირობები ლაპორტას ხომ თქვა თითონ ჰოდა ზუსტად ეგ (ჩავის) პირობები არ მოსწონს ეტყობა ლაპორტას ! მთავარი (ჩემი სუბიექტური აზრით) მაგ პირობებში დროის ფაქტორია ! (რაც ნებისმიერ მწვრთნელს ვინც არ უნდა მოვიდეს დასჭირდება) ეგრევე შედეგს ვერავინ ვერ დადებს ვინც არ უნდა მოვიდეს რა შედეგი smile ჯერ გუნდი არ არის (ვინ სად და რას თამაშობს ხისთავას ხელში) გუნდის ასაწყობად და თავის თამაშიხ მოსაძებნად მარტინესი რამდენად გამოდგება ნამდვილად არ ვიცი მაგრამ ლაპორტასთვის მარტინესის გაშვება (მორიგი მსხვერპლი) უფრო მარტივი იქნება ალბათ მარტინესს რამდენად უნდა ყულფში თავის გაყოფა ეგ არის საქმე smile
    საიტის ლეგენდა  [?]
    #10 22 სექტემბერი 2021 16:50
    0
    ლაპორტა ან არ ენდობა ჩავის, ან რაღაცა წყენა აქვს გულში ჩადებული. აბა სხვა რა ვიფიქრო. თუ მას არ ენდობა, რომელმაც ხის თავიანი არაბები აათამაშა, რატომ ენდობა მარტინესს, რომელსაც საკლუბო დონეზე არაფერი დაუმტკიცებია და თუ გინდ სანაკრებო დონეზე. ამ ბელგიის ნაკრებით მაგაზე მეტს ცხადაძე მიაღწევდა ალბათ.
    ვაის გავეყარე და უის შევეყარე არ გამოგივიდეს ლაპორტ.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #9 22 სექტემბერი 2021 14:55
    1
    ჩავიზე რომ ვამბობთ გამოუცდელია კი მართალია მაგრამ აქ ჩამოთვლილი კანდიდატებიდან ყველას ათი თავით ჯობია და თან მისნაირი ხედვა ერთი ორ კაცს თუ ექნება მარტო.შეიძლება საუკეთესო მომენტი არაა ჩავის მოყვანისთვის მაგრამ თუ არ მოვიდა და ისევ ვიღაც დებილები დანიშნეს, გუნდი ისედაც უფსკრულშია და კიდევ უფრო ღრმად ჩავა და პლიუს ამ ახალგაზრდეს ზუსტად ახლა ჭირდებათ შესაბამისი მწვრთნელი
    საიტის ლეგენდა  [?]
    #8 22 სექტემბერი 2021 14:49
    0
    მორიგი იმედგაცდუება ტრენერი
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    გულშემატკივარი [?]
    #7 22 სექტემბერი 2021 14:41
    0
    ხანდახან ის ჰიპოთეზა რომ ესენი ყველა მადრიდის აგენტები არიან მართალი მგონია, სხვა ახსნა არ მაქვს...
    ფიქრობდე და გიყვარდეს გუნდი და საქმით აკეთებდე საპირისპიროდ, რბილად რომ ვთქვათ ტყუილი და თვალთმაქცობა და უარეს შემთხვევაში მიზანმიმართული ქმედება.

    ეხლა რაც გუნდში ხდება იმის გამოსწორება ტრანსფერებით მარტო ათწლეული დასჭირდება, რომ კონკურენტუნარიანი გუნდი შექმნა. ხოლო ამ ნიჭიერი ახალგაზდებით და საჭირო ტრანსფერებით + "კარგი" მწვრთნელით უფრო პატარა დროში მოვახერხებთ ისევ რელსებზე დაბრუნებას. ამის გაკეთების არც სურვილი და არც შნო ამ ეტაპზე არ ჩანს სამწუხაროდ
    ფანი [?]
    #6 22 სექტემბერი 2021 14:26
    1
    თხა გავყიდე და თხა ვიყიდეო, ბელგიის ნაკრებით ვერაფერს შვება და ბარსაში რა უნდა ქნას? ლუკ დეიონგით მოიგებს ლალიგას ან ლიგაას?
    ფანი [?]
    #5 22 სექტემბერი 2021 14:21
    1
    ეს თუ მართლა გადმოიყვანეს ახალგაზრდებს ისე ვერ ათამაშებს ჩემი აზრით როგორიც საჭიროა,ვარსკვლავების ნაკრები ყავდა და მინიმუმ რაღაცის ფინალში ხომ უნდა გასულიყო
    ფანი [?]
    #4 22 სექტემბერი 2021 14:12
    1
    ღმერთო იმ დღეს მომასწარი ამ გუნდში წესიერი მწვრთელი რო მოვა 🙏🏻
    Culé [?]
    #3 22 სექტემბერი 2021 14:00
    1
    ჭორი მგონიაა და საერთოდ რატო ეს კაცი რა დამსახურებები აქ ევროპაც ვერ მოიგო ოქროს თაობით მაგარუ მცუანა ტრენერია
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 22 სექტემბერი 2021 14:00
    0
    ოეეეე ჩავი გამოისყიდეთ მე თქვენიი,ეს ლაპოტა მართლა პიტალოა მგონი.დირექტორთა საბჭოს ჩავი უნდაო,ლაპორტა კი მარტინესს აწვებაო.ნაკრები სხვაა კლუბი სხვაა.ოხხხ...
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 22 სექტემბერი 2021 13:56
    1
    მე მგონი კუმანი მართლა მიდის, დავიჯერო?