workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარსელონამ, შესაძლოა, კოლიადო დაიბრუნოს და გაყიდოს

ბარსელონამ, შესაძლოა, კოლიადო დაიბრუნოს და გაყიდოს

“ბარსელონადან” “ელჩეში” განათხოვრებული ალექს კოლიადოს მომავალი შესაძლოა, ისე არ განვითარდეს, როგორც სეზონის დასაწყისში იყო დაგეგმილი. განიხილება ვარიანტი, რომ “ბარსამ” ფეხბურთელი დაიბრუნოს და გაყიდოს.

“ელჩე” ლა ლიგის გამოკვეთილად ყველაზე სუსტი გუნდია. ალიკანტელებს იმედი აქვთ, რომ სიტუაციას ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს აქტიურობით გამოასწორებენ. თუმცა მათი პრობლემა სახელფასო ლიმიტია. ალექს კოლიადოს “ელჩეს” სახელფასო ხარჯის საკმაოდ დიდი წილი ეკუთვნის, თანაც ესპანელი შემტევი სტაბილური თამაშით არ გამოირჩევა და თუ Relevo-ს დავუჯერებთ, კლუბს მისი “ბარსელონაში” იანვარში დაბრუნება სურს.

იმავე წყაროს ცნობით, “ბარსელონაში” კოლიადოს ადგილი არაა და თუ კატალონიელები ფეხბურთელს დაიბრუნებენ, მისი გაყიდვის ვარიანტს განიხილავენ. ასეთ შემთხვევაში კი ტრანსფერის ღირებულების 20% “ელჩეს” შეხვდება.

კოლიადომ “ელჩეს” მაისურით 8 თამაში ჩაატარა. მის ანგარიშზე 1 გოლი და 1 საგოლე გადაცემაა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (3)

  • nika 54
    schedule 13 ნოე 2022, 16:25
    #3

    მაგაზე მეტი აღარაფერი შეეშალოთ და ამ ერთს როგორმე გაასაღებენ.

  • Albicelecte
    schedule 13 ნოე 2022, 01:26
    #2

    ღირსეული ნაბიჯი იქნება, რომ უბრალოდ ადგნენ და გაყიდონ, მისცენ საშუალება, რომ თავისი გზა მონახოს;
    არანაირი დაბრუბებები და იჯარები;
    რეალს სჩვეოდა ხოლმე ეგეთები, მორატას სისხლი გაუშრო;
    მერე მორატამაც იქეთ გაუშრო smiley

  • MARI=BARCA-fan
    schedule 12 ნოე 2022, 19:22
    #1

    რა უცნაური გარიგებებია..რატომ დებენ ასეთ სულელურ ხელშეკრულებას, მითუმეტეს უკან აბრუნებს მოთამაშეს და რატომ უნდა აიღოს მომავალი ტრანსფერიდან ის 20% ვერ გამიგია!