“ბარსელონას” ქალთა გუნდმა ჩემპიონთა ლიგაზე, როგორც მოსალოდნელი იყო, წარმატებული სტარტი აიღო. “ბენფიკას” 9-0 განადგურების შემდეგ ხონათან ხირალდესის გუნდი შვედურ “როზენგარდს” ეწვია და მარტივად იმარჯვა, ამჯერად 4-1.
“ბლაუგრანამ” პირველი ტაიმი აიტანა ბონმატის დუბლით 2-1 მოიგო, მეორე ნახევარში კი დუბლი მარიონა კალდენტეიმ შეასრულა. განსაკუთრებით ეფექტური იყო “ბარსას” მე-3 გოლი, რომელიც მარიონამ მოედნის ცენტრიდან გაიტანა.
ქალთა ჩემპიონთა ლიგის 2 ტურის შემდეგ 4 გუნდია, რომლებსაც ჯერ ქულა არ დაუკარგავთ – “ბარსელონა”, “ჩელსი”, “ვოლფსბურგი” და “რომა”. უცნაურია მოქმედი ჩემპიონისა და ტურნირის ისტორიაში საუკეთესო გუნდის, “ლიონის” ორ მატჩში მხოლოდ 1 ქულა.
ოპერაცია სქესის შეცვლაზე არ განიხილება?
რომ ვითხოვოთ ქალთა გუნდიდან ფეხბურთელები იქნებ ასწავლონ როგორ უნდა თამაში და ამათ მაგალითზე მაინც ისწავლონ როგორია ნამდვილი ფეხბურთის თამაში, გადმოედოთ ამათი ჟილკა და გამბედაობა გოლის გაშვების მერე რომ შტერდებიან და დაბნეულები დარბიან.ამათი დაქლიავება კარში მიღებული ყოველი გოლის შემდეგ აუტანელია უკვე.
როგორ აკლიათ მაინც ალექსია
შემდეგში ესენი შევახვედროთ ბაიერნს.