“ბარსელონა” ესპანეთის პარლამენტის სპორტისა და კულტურის კომიტეტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ოფიციალური განცხადებით ეხმაურება და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებს გადაწყვეტილებას უწონებს.
ესპანეთის პარლამენტი სპორტის ახალ კანონს განიხილავს, რომელსაც ლა ლიგა და მისი 42 წევრიდან 39 ეწინააღმდეგება. მიზეზი ისაა, რომ ეს კანონი სუპერ ლიგის შექმნის სამართლებრივ მექანიზმებს ტოვებს. კანონპროექტის ამ სახით მიღების შემთხვევაში ხავიერ ტებასის ორგანიზაცია ესპანეთის ჩემპიონატის შეჩერებით იმუქრება.
ლა ლიგამ და ესპანური კლუბების ნაწილმა სპორტისა და კულტურის კომიტეტს წინადადებით მიმართეს, კანონპროექტის 89-ე მუხლში ცვლილებები შეეტანათ. ამ საკითხს კენჭი კომიტეტის სხდომაზე უყარეს და გადაწყდა, რომ კანონის რედაქცია უცვლელი დატოვონ, ანუ ისე, როგორც ეს “ბარსელონას”, “რეალ მადრიდსა” და ბილბაოს “ატლეტიკს” სურდათ.
რამდენიმე წუთის წინ გავრცელებულ განცხადებაში “ბარსელონა” კმაყოფილებას გამოთქვამს იმის გამო, რომ ლა ლიგამ კლუბის კომერციულ შემოსავლებზე გავლენა ვერ მოიპოვა, ასევე “ბარსელონასთვის” სასარგებლოდ გადაწყდა ლა ლიგასა და კომპანია CVC-ს შორის არსებული შეთანხმების საკითხი.
“ბლაუგრანაში” მიაჩნიათ, რომ თუ კომერციულ შემოსავლებთან დაკავშირებით ლა ლიგის მოთხოვნები დაკმაყოფილდებოდა, “ბარსას” არსებობას საფრთხე დაემუქრებოდა.
ხო, კარგია ლიგას ვერ დებთ, მაგრამ მაგ გათამაშებას აუცილებლად მოიგებთ.
ლაპორტამ და პერესმა 2-2 კაპიკი ააგროვონ და დააბრედინონ ეს ტებასი. კია რეალის ფანი მარა ამ ბოლო დროს პატრონსაც (პერესს) უყეფს.