workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
სერხიო აგუერო: მხოლოდ ბარსაში თამაში მინდოდა

სერხიო აგუერო: მხოლოდ ბარსაში თამაში მინდოდა

“ბარსელონას” ყოფილი არგენტინელი ფეხბურთელი სერხიო აგუერო კატალონიურ კლუბში გადმოსვლას იხსენებს და აცხადებს, რომ მისთვის ფინანსური მხარე მნიშვნელოვანი არ ყოფილა.

“ბარსელონაში” ჩემი ტრანსფერი მარტივი იყო. მე მხოლოდ “ბარსაში” თამაში მინდოდა. ეკონომიკური თვალსაზრისით არაფერს ვითხოვდი, მხოლოდ წყლისა და ელექტროენერგიის გადასახადებისთვის რომ მყოფნოდა.

– განაცხადა სერხიომ El Chiringuito-სთან საუბრისას.

არგენტინელმა ის პერიოდიც გაიხსენა, როდესაც ჩანდა, თითქოს ლეო მესი “ბარსელონაში” დარჩენას მოახერხებდა.

როდესაც გაირკვა, რომ მესი “ბარსელონასთან” კონტრაქტის გახანგრძლივებასთან ახლოს იყო, ის ყოველ 3-4 დღეში ერთხელ მთხოვდა, რომ მასთან ერთად ამ მაისურში ფოტო გადამეღო.

სერხიო აგუერო “ბარსელონაში” 2021 წლის ზაფხულში “მანჩესტერ სიტიდან” უფასოდ გადმოვიდა. გულის პრობლემების გამო მან კარიერა იმავე წელს დაასრულა, “ბლაუგრანაში” კი ერთადერთი გოლის გატანა მოასწრო.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (3)

  • nika 54
    schedule 25 ოქტ 2022, 14:41
    #3

    მერე რა გოლის და ვის კარში.

  • El pistolero 9
    schedule 25 ოქტ 2022, 13:38
    #2

    ერთი გაიტანა , მაგრამ ყველაზე მაგარ მეტოქესთან.

  • me da barca
    schedule 25 ოქტ 2022, 13:35
    #1

    ერთადერთი და ისიც რეალს.