workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ხუან კარლოს უნსუე ბარსას ფეხბურთელებს: იყავით გაბედულები და რისკიანები, ნუ იფიქრებთ წარსულზე

ხუან კარლოს უნსუე ბარსას ფეხბურთელებს: იყავით გაბედულები და რისკიანები, ნუ იფიქრებთ წარსულზე

გუშინ “ბარსელონას” პირველ გუნდს განსაკუთრებული სტუმარი ეწვია – ხუან კარლოს უნსუე.

უნსუე “ბარსელონაში” უცხო კაცი არაა. ის 2 წლის განმავლობაში “ბლაუგრანას” სათადარიგო მეკარე იყო, 2014-2017 წლებში კი კატალონიურ კლუბში ლუის ენრიკეს ასისტენტად მუშაობდა.

ხუან კარლოს უნსუე ამიოტროფული გვერდითი სკლეროზითაა დაავადებული. ვინ თუ არა მან, იცის, თუ რას ნიშნავს, პრობელმების მიუხედავად ცხოვრების გაგრძელება. სწორეს ეს იყო მისი მთავარი სათქმელი გუშინ იმ ფეხბურთელებისთვის, რომლებსაც ცუდი პერიოდი უდგათ.

იმედი მაქვს, მოედანზე გახვალთ და ფეხბურთის თამაშით სიამოვნებას მიიღებთ. დაუკვირდით, რამდენად პრივილეგირებული ადამიანები ხართ. თქვენ ჰობი პროფესიად აქციეთ. ეს ჯადოსნურია.
ზოგჯერ ცხოვრება რთული მომენტების გამოვლას გვაიძულებს და ეს ერთ-ერთი მათგანია. მაქვს მოლოდინი, რომ თქვენ დიდებულ გუნდს ქმნით. თქვენ ყველა კულეს იმედი დაუბრუნეთ და ეს გრძნობა განსაკუთრებულია.
გადით მოედანზე და მიიღეთ სიამოვნება. იყავით გაბედულები და რისკიანები. ახლა იდეალური დროა იმის საჩვენებლად, თუ ვინ ხართ სინამდვილეში. საკუთარ თავში სიმშვიდე უნდა იპოვოთ, ისევე, როგორც მე ვიპოვე.
უკან ნუ იხედებით. ამ დაავადების შემდეგ არ ვფიქრობ იმაზე, რა უნდა გამეკეთებინა, ან რა გავაკეთე. ასე რომ ვფიქრობდე, ეს ფიქრები ცხოვრების გაგრძელების საშუალებას არ მომცემდა. დამშვიდებას შეძლებთ, თუ წარსულზე არ იფიქრებთ.

– უთხრა უნსუემ “ბარსას” ფეხბურთელებს გუშინდელი ვიზიტის დროს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (5)

  • nika 54
    schedule 21 ოქტ 2022, 10:26
    #5

    ეს კაცი როგორ მეცოდება, როგორი გული აქვს მაინც.

  • ♠️Spookyfy♠️
    schedule 20 ოქტ 2022, 21:29
    #4

    Aset sityvebs ro getyvis kaci da ar gaaketeb shen saqmes sulit da gulit dasacheexi xar

  • CRackeD13
    schedule 20 ოქტ 2022, 19:25
    #3

    Puioli da alvesia mosayvami gundshi saswradod..duxi ro daayenon..roca vagent chajmulo bavshebicit arian,,swored aseti fexburtelebi shedlzeben mat motivaciis micemas da darwmunebas ro sheudxzliat,,am gunds jigari aklua mzolod,sharhan realma swored amit moigo liga,tore tamashit arcerti ar mougia,yvela tamashi meore bomeri iy,,magram ertoba da tavdajerbuloba hqondat,,mebrdzoli auli,,swored es gvchirdeba,danarcheni tavisit mova

  • messiiiiii
    schedule 20 ოქტ 2022, 19:10
    #2

    აუ რა ღადაობაა გუშინ რეალს 3 გოლი გააუქმეს და ერთში ვარის შემცდარა და რეალს ბოდიში მოუხადეს და პრობლემას გამოვასწორებთო მიწერეს წეეილი )))))

  • La Pulga10
    schedule 20 ოქტ 2022, 19:05
    #1

    უსმინეთ და დაუჯერეთ ამ კაცს.დღეს ჩაჯმული არცერთი დავინახო.პუიოლი მოიყვანოს ჩავიმ რა.