ბარსელონა და მანჩესტერ სიტი კამპ ნოუზე ამხანაგურ თამაშს გამართავენ

ბარსელონა და მანჩესტერ სიტი კამპ ნოუზე ამხანაგურ თამაშს გამართავენ

მიმდინარე წლის აგვისტოს ბოლოს “კამპ ნოუზე” საქველმოქმედო თამაში გაიმართება, რომელშიც ერთმანეთს “ბარსელონა” და “მანჩესტერ სიტი” დაუპირისპირდებიან.

ამხანაგური თამაში 2021 წლის ზაფხულში უნდა გამართულიყო, მაგრამ ესპანეთში არსებული კოვიდ რეგულაციების გამო კლუბები შეთანხმდნენ, რომ მისი წელს გამართვა უფრო მეტ შემოსავალს მოიტანდა. მიღებული თანხა კი ამიოტროფული გვერდითი სკლეროზის ცნობადობის გაზრდას მოხმარდება.

თამაში ხუან კარლოს უნსუეს პატივსაცემად გაიმართება. მას ამიოტროფული გვერდითი სკლეროზის დიაგნოზი 2020 წელს დაუსვეს.

ხუან კარლოს უნსუე “ბარსელონას” ყოფილი ფეხბურთელია. 2003-2010 წლებში ის “ბლაუგრანას” მეკარეების მწვრთნელად მუშაობდა, 2014-2017 წლებში კი კატალონიურ გუნდში ლუის ენრიკეს ასისტენტი იყო.

ხუან კარლოს უნსუე “სიტის” მთავარი მწვრთნელისა და სპორტული დირექტორის, პეპ გვარდიოლასა და ჩიკი ბეგირისტაინის მეგობარია. სწორედ ამ ნიშნით შეირჩა მეტოქედ მანჩესტერული გუნდი.

The Athletic-ის ცნობით თამაში 24 აგვისტოს გაიმართება.

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე მონაწილეობა "ბარსას" ოფიციალური ფანკლუბის განვითარებაში.

გაიგე მეტი

კომენტარები (6)

  • nikusha
    19 ივნ 2022, 18:23

    რა გულიანები არიან ამ ბარსელონაში ყველანი

  • ალექსანდრე გეგეჭკორი
    17 ივნ 2022, 17:52

    მემგონი ეს სიტი ზაფხულშივე ჩაგვიკლავს ყველა იმედს

  • nika 54
    17 ივნ 2022, 13:37

    ციტატა: Futbol Club Barcelona
    Გავღუნავთ სიტის თავის ჰოლანით 😂😭


    bowtie bowtie bowtie

  • LUIS-SUAREZ
    16 ივნ 2022, 21:37

    უნსეუ,როგორ მეცოდება და მენანება ამ მდგომარეობაში რომ არის. თან გამოჯამრთელების % დაბალია 😥😥😥

  • Iniesta_8
    16 ივნ 2022, 18:49

    საქველმოქმედო მატჩი ბარსას უფრო სჭირდება ამ მომენტში ვიდრე ამოიტროფული სკლეროზით დაავადებულებს.

  • MSN G.O.A.T
    16 ივნ 2022, 16:53

    რამდენი მატჩი გვექნება კიმარა პრესეზონზე