Dubai Globe Soccer – კანდიდატები ცნობილია

Dubai Globe Soccer – კანდიდატები ცნობილია

Dubai Globe Soccer-ის ჯილდოს კანდიდატები ცნობილია.

ეს ჯილდო ქალთა ფეხბურთშიც თამაშდება, რაც იმას ნიშნავს, რომ გამარჯვების შანსი წელს “ბარსელონასაც” აქვს.

წლის საუკეთესო მამაკაცი ფეხბურთელის ჯილდოზე სხვებთან ერთად რობერტ ლევანდოვსკი და ლიონელ მესიც არიან წარდგენილნი, თუმცა ფავორიტი ქარიმ ბენზემაა.

წლის საუკეთესო ქალი ფეხბურთელის ჯილდოზე წარდგენილი 20 ფეხბურთელიდან 4 “ბარსელონელია” – ალექსია პუტელიასი, კაროლინ ჰანსენი, ლუსი ბრონზი და აიტანა ბონმატი. მათ ემატებათ ჯენი ერმოსო, რომელიც გასულ სეზონში “ბარსაში” თამაშობდა. ამჟამად ინტერნეტ გამოკითხვაში “ბარსას” კაპიტანი ალექსია პუტელიასი დიდი უპირატესობითაა წინ.

საუკეთესო ქალთა გუნდის წოდებაზე 10 გუნდია წარდგენილი და რა თქმა უნდა, მათ შორისაა “ბარსელონაც”, რომელიც ინტერნეტ გამოკითხვას ლიდერობს. უცნაური ისაა, რომ მეორე ადგილზეა “რეალ მადრიდი”, თუმცა ვინაიდან გამოკითხვა ღიაა, ამის ახსნა შესაძლებელია.

საუკეთესო მწვრთნელის წოდებაზე “ბარსელონას” ქალთა გუნდის დამრიგებელი ხონათან ხირალდესი და ჩავი არიან წარდგენილნი, თუმცა უშანსოდ არიან.

საუკეთესო ახალგაზრდებს შორის, რა თქმა უნდა, მოხვდნენ გავი და პედრი.

ჟიური წევრები: იან რაში, ფერან სორიანო, ფრანჩესკო ტოტი, იკერ კასილიასი, ერიკ აბიდალი, ნიკოლა რიცოლი, აუგუსტო სესარ ლენდოირო, რობ იანსენი, საედ ჰარები, მიგელ ანხელ ხილი, უმბერტო განდინი, ადრიანო გალიანი, ლუიშ ფიგუ, ჟორჟე ნუნუ პინტუ და კოშტა, ანტონიო კონტე, ფაბიო კაპელო, ჯოვანი ბრანჩინი, ენრიკო ბენდონი, მოჰამედ ალ კამალი, მაჰდი ალი, დემეტრიო ალბერტინი, მარიო გალავოტი, მარჩელო ლიპი, ფელიქს ბრიხი, დეკუ, ემილიტო ბუტრაგენიო, ალექსია პუტელიასი, ჯენარო გატუზო. საინტერესოა, რომ პუტელიასი კანდიდატიცაა და ჟიურის წევრიც.

ხმის მიცემა ამ გვერდზე შეგიძლიათ.

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე მონაწილეობა "ბარსას" ოფიციალური ფანკლუბის განვითარებაში.

გაიგე მეტი

კომენტარები (2)

  • La Pulga10
    20 ოქტ 2022, 18:09

    ეს ჯილდო ყველას არ კიდია ნეტა?

  • nika 54
    20 ოქტ 2022, 15:30

    რა დრო დადგა კაცებში არავის იმედი არ მაქვს.