workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარსელონა-ვილიარეალი – მსაჯი ცნობილია

ბარსელონა-ვილიარეალი – მსაჯი ცნობილია

რთული სათქმელია, ვინ უფრო ცუდად გამოიყურება ბოლო დროს – “ბარსელონა”, თუ კატალონიური გუნდის თამაშების მსაჯები. ფაქტია, რომ არბიტრები “ბლაუგრანას” ფეხბურთელებს სერიოზულ კონკურენციას უწევენ.

თუ ჩემპიონთა ლიგის მატჩების მაგალითებით გვეგონა, რომ ერთ არაპროფესიონალ ნიდერლანდელს ვყავდით ამოჩემებული, ბოლო მატჩმა გამოაჩინა, რომ არც ესპანელი არბიტრები იკლავენ თავს სამართლიანი მსაჯობით. ან როდის იკლავდნენ?

გუშინ ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ ლა ლიგის მე-11 ტურის თამაშების მსაჯები დაასახელა. ცნობილი გახდა, რომ “ბარსელონასა” და “ვილიარეალის” დაპირისპირებას კარლოს დელ სერო გრანდე განსჯის.

დელ სერო 46 წლისაა. მან მსაჯობა 2000 წელს დაიწყო, 2006 წელს სეგუნდა დივიზიონში დაწინაურდა, 2011 წელს კი პრიმერაში. FIFA-ს არბიტრი ის 2013 წელს გახდა.

კარიერის განმავლობაში დელ სერო გრანდე თამაშში საშუალოდ 26.6 ჯარიმასა და 0.33 თერთმეტმეტრიანს ნიშნავს, ფეხბურთელებს კი 4.8 ყვითელ და 0.2 წითელ ბარათს უჩვენებს.

“ბარსელონას” მატჩში დელ სეროს 40-ჯერ უმსაჯია. კატალონიელებმა შეხვედრების 80% მოიგეს, რაც ამ მსაჯის კარიერაში ყველაზე მაღალი შედეგია. 32 მოგების გარდა “ბლაუგრანას” 5 ფრე და 3 მარცხი აქვს.

ამ 40 თამაშში დელ სერომ მოედნიდან 11 ფეხბურთელი გააძევა, 5 “ბარსელონასი” და 6 მეტოქის. 8 თერთმეტმეტრიანიდან კი 6 “ბარსას” სასარგებლოდ დაინიშნა.

“ვილიარეალის” მატჩში ამ არბიტრს 27-ჯერ უმსაჯია. “ყვითელ წყალქვეშა ნავს” 12 მოგება, 7 ფრე და 8 მარცხი აქვს. 6 წითელი ბარათიდან 4 ვალენსიელებმა მიიღეს, 8 თერთმეტმეტრიანიდან კი 5 მათ სასარგებლოდ დაინიშნა.

არ უნდა დავივიწყოთ ვიდეორეფერი. ბოლო მატჩებში მთავარი მსაჯები კი ცდებიან ხოლმე, მაგრამ VAR-ის ოთხში მყოფი პირები თითქოს განზრახ იბრმავებენ თავს. “ვილიარეალთან” მატჩში ვიდეორეფერი სანტიაგო ხაიმე ლატრე იქნება. “ბარსას” 15 მატჩში მას მხოლოდ 2 თერთმეტმეტრიანი აქვს დანიშნული, “ვილიარეალის” 16 მატჩში კი ერთადერთი. ასე რომ, თერთმეტმეტრიანის მოლოდინი არც ზეგ უნდა გვქონდეს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (5)

  • nika 54
    schedule 19 ოქტ 2022, 22:57
    #5

    პენალტები ყვარებია, იმედია ერთს მაინც დაგვიდებს.

  • me da barca
    schedule 19 ოქტ 2022, 16:55
    #4

    ვინმეს გახსოვთ პენალტი ბოლოს, როდის დაარტყა ბარსამ?

  • El pistolero 9
    schedule 19 ოქტ 2022, 13:15
    #3

    ეს VAR ხო ამისთვისაა მოგონილო რომ როცა რაღაც ვერ დაინახე მიხვიდე და ნახო და რატოა მორიდების ფაქტორი მაგას ვერ ვხვდები. კუიპერსზე ამბობდნენ ვერ უბედავენ თქმას რო მივიდეს და ნახოსო. ხელბურთს რომ ითამაშებენ მცველები საჯარიმოში და შენ რო შლი ხელებს არაფერი იყოო უნდა ნახო აბა რა უნდა ქნა

  • akaki
    schedule 18 ოქტ 2022, 20:42
    #2

    100 პროცენტიან პენალტს არ დადებს.. თუ კაროჩე რომელიმე ბარსას ბეხბურთელს იმენა სახით არ დააგდებენ.ჭიდაობის ილეთით.მაშინაც საეჭვო იქნება.ვიდეო რეფერის გარეშე მასაც არ დადებს.ისე არ ევასება ბარსა ამ ძაღლიშვილს

  • ალექსანდრე გეგეჭკორი
    schedule 18 ოქტ 2022, 20:37
    #1

    მეჩვენება თუ მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი კლუბის ფანები,რომლებსაც ყველასთან ფავორიტობაზე გვაქვს პრეტენზია მსაჯებზე ზედმეტს ვწუწუნებთ