ჩავი ერნანდესი ელ კლასიკოს შემდეგ

ჩავი ერნანდესი ელ კლასიკოს შემდეგ

“ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა, ჩავი ერნანდესმა “რეალ მადრიდთან” მარცხის შემდეგ მედიასთან კომენტარი გააკეთა.

საკუთარი თავები უნდა ვაკრიტიკოთ. შინაგანად ვიცით, რომ კარგად ვერ ვთამაშობთ, უარყოფით დინამიკაში ვართ და ეს უნდა შევცალოთ, მეტად ეფექტურები უნდა გავხდეთ და უფრო კონკურენტუნარიანები ვიყოთ.
გაბრაზებული ვარ, მაგრამ საბედნიეროდ ეს მხოლოდ 3 ქულაა, “ინტერთან” ფრე ბევრად უფრო მნიშვნელოვანი იყო.
ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლეთ, მაგრამ ეს ფეხბურთია. 
ერთადერთი პოზიტივი, რისი დანახვაც შემიძლია, შეცვლაზე შემოსული ფეხბურთელებია, რომლებმაც კარგად ითამაშეს.
დაცვაში უფრო აგრესიულები უნდა ვიყოთ. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში ვართ, უფრო კონკურენტუნარიანები უნდა ვიყოთ.
გუნდში სახიფათო კონტრშეტევების ტაქტიკური ჯარიმებით შეჩერებაზე ვისაუბრეთ და პირველი გოლი სწორედ ასე გავუშვით…
ცუდად თამაშის მიუხედავად, შეგვეძლო, თამაში 2-2 ან 1-1 დაგვესრულებინა, მაგრამ არ გამოგვივიდა. სწორედ ასე ხდება, როდესაც “ბერნაბეუზე” შანსებს ვერ იყენებ.
გუნდი შენების პროცესშია და ჩემპიონობისთვის ვიბრძოლებთ. ჯერ მხოლოდ ოქტომბერია და რაღაცები უნდა შევცვალოთ.
მენტალიტეტი უნდა შევიცვალოთ, რომ დიდი თამაშების მოგება შევძლოთ.
არ ვფიქრობ, რომ მეტოქემ ინტენსივობით გვაჯობა. მათ იცოდნენ, უკეთ როგორ ებრძოლათ, ამ მომენტისთვის “რეალ მადრიდი” ჩვენთან შედარებით უფრო ჩამოყალიბებული გუნდია.
ფეხბურთელებს არაფერს დავაბრალებ, ეს არ მოხდება. გემის კაპიტანი მე ვარ და პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ვიღებ.
შედეგზე მეტად იმ ცუდ თამაშზე ვდარდობ, რომელიც ვაჩვენეთ. 
მატჩი სამწვრთნელო შტაბთან ერთად უნდა გავაანალიზოთ. უნდა ვიპოვოთ მიზეზები, თუ რატომ ვთამაშობთ ასე.

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (99)

  • GIO-PEP
    16 ოქტ 2022, 22:09

    " მეტად ეფექტურები უნდა გავხდეთ და უფრო კონკურენტუნარიანები ვიყოთ" – სწორია, მაგრამ ძნელად წარმოსადგენი. საუკეთესო გარემარბი დემბელე რომ გყავს ეფექტურობაზე ოცნებაც არ შეიძლება.
    სჯობს ილუზიებიდან გამოვიდეთ, ჯერ კიდევ ბევრია სამუშაო როგორც ტრანსფერებზე, ისე სათამაშო ასპექტებზე.
    მენტალიტეტიც უდიდესი პრობლემაა, გოლს უშვებენ და ეგრევე ფარხმალს ყრიან.. დიდი მიზნებისთვის ბრძოლა თუ გინდა ყველაფრისთვის მზად უნდა იყო

  • Barca1980
    16 ოქტ 2022, 22:09

    ციტატა: Bakero
    ისევ კვარას ასისტით მოიგეს smile ოსიმენმა გაიტანა მესამე გოლი

    წესით კვარას სამი ასისტით უნდა დაემთავრებინა თამაში , მაგრამ პოლიტანომაც და რასპადორიმაც დააღალატეს , ზელენსკიმ კი ძელს მოარტყა , მაგარი თამაში ჰქონდა კვარას , თუმცა მძიმე თამაში იყო ნაპოლისთვის .

  • cruyff9
    16 ოქტ 2022, 22:08

    რა ანალიზი უნდა ხავი კარგი რა ნუ გახდები მეორე კუმანი,,,დემბელე,დეიონგი,რობერტო,რაფინია ბუსი აუტ აუტ!!!!!!უმაღლესი დონის იგროკები მათ ადგილად და თავისით დალაგდება ყველაფერი(((((

  • Barca1980
    16 ოქტ 2022, 22:07

    შეიძლება ვცდები , მაგრამ მე ასე მგონია და ისტორიულადაც მასე იყოო . გუნდში აუცილებელია გყავდეს ცივსისხლიანი სამხრეთელები , რომელიც მართლა სოციალური ჟუნგლებიდან , გადარჩევის გზით მივიდნენ საბოლოვოდ წარმატებამდეე , მენტალურად ძალიან ძლიერები არიან , შიში რა არის არ იციან . კაპიტანი იყო დღეს მოედანზე , რომელმაც ინტერთან ფრის მერე იქვე თქვა , რომ ჩასვრილებმა უნდა ვითამაშოთ , რომ იქნება რეალი სუნმა შეაწუხოს , თორე ისე ჩვენ მომგებები არა ვართო . ამის მერე რა გუნდს უნდა გაუძღვე და მოტივაცია მისცეე . მოხსენით სამკლაური და არაუხოს გაუკეთეთ მკლავზე , მენტალურად ცხოველია და სამხრეთში ეძებეთ ხალხი სამხრეთშიიი , ლიდერობა და ომში წასვლა მაგათი ყოველდღიურობაა .

  • Lashach1
    16 ოქტ 2022, 21:58

    ფერან ტორესში არ გაცვლიან 60 მილიონი რო დვუმატოთ კიდე 🙂 კვარა მოიყვანონ ამ ჩემისებმა

  • Bakero
    16 ოქტ 2022, 21:52

    ისევ კვარას ასისტით მოიგეს smile ოსიმენმა გაიტანა მესამე გოლი

  • GIo-GxP-FCB
    16 ოქტ 2022, 21:51

    ხვიჩა ნაპოლიმ 15 მილიონად იყიდა ჩვენ კიდე 60 მილიონად და 120 მილიონად 2 კლე

    ისე კლოპი სულ ცდილობს ჩაიბაროს არაფავორიტი გუნდი რომელსაც ასეთუ ისე აქვს ტრანსფერების ტრაკ.ი და ახწევს წარმატებებს დიდი ალბათობით ლივეს მერე ან ესპანეთში ან იტალიაში წავა. მაგრა გამისწორდება ბარცაში რო მოვიდეს

  • Lashach1
    16 ოქტ 2022, 21:44

    Chico,
    100% მაგაზე ვღიზიანდები ყველაზე მეტად, ანჩელოტი საზიზღარი ფეხბურთით ყოველთვის რომ დებს შედეგს და არავის მოსდის აზრად მაგის წინააღმდეგ
    იგივე რომ გააკეთოს

  • BEQA BARCA
    16 ოქტ 2022, 21:41

    ნერვებს რატო ვიფუჭებთ ეს კულეები? უყურეთ კვარას უყურეთ ნაპოლის და ამით დამმშვიდდით… და რაც მთავარია უყურეთ ფეხბურთს და არა სამწუხაროდ ბარსას ვერშექმნილ ტიკიტაკას…

  • Chico
    16 ოქტ 2022, 21:39

    რეალმა ითამაშა უმარტივესი მატჩი, არც დაღლილა და არც უნერვიულია. ტრიბუნებიც კი წყნრად იყო. დადგნენ თავის ნახევარზე და მისცეს ბარსას, ცენტრში ბურთის გორებს საშუალება. მაგრამ როგორც ბარსას თავბრო დაეხვა თავისივე ბურთის გორებით, მიდის გრძელი პასი ვინისიუსზე და… ტერ შტეგენმა გვიხსნა, მაგრამ სად ხარ, აღმოჩნდა, რომ არავინ არ მეურვეობს ბენზემას, დარტყმა და გოლი. მერე უცბად აღმოჩნდა, რომ არავინ არ მეურვეობს ვალვერდეს, დარტყმა და გოლი. მერე კიდევ ერთხელ დაივიწყეს ბენზემა, დარტყმა და გოლი, მართალია არ ჩაუთვალეს, საჩვენებელი თითის ფრჩხილი, აბსაიტში ჰქონდა. სამი დარტყმა შორიდან და სამი გოლი. ამ დროს მილიტაო ჩამოკიდული იყო ლევანდოვსკიზე, დემბელე და რაფინია კი ნოლი იყო. ბუსკეტს ისეთი სახე ჰქონდა თითქოს ვერ გაეგო სად იყო, პედრის ჩამოეძინებოდა ხოლმე , ფრენკის ვითომ არა უშავდა, მაგრამ მხოლოდ ვითომ…. კუნდეს სერიოზული შეცდომა არ დაუშვია, მაგრამ ჩანდა რომ ფრთხილობდა ტრამვის შემდეგ. სამაგიეროდ გარსიამ ივაჟკაცა და დესერტად პენალტი აიკიდა, ტერ სტეგენს ვერ დავაბრალებთ მაგ გოლებს, მაგრამ მაგასაც და სხვა მეკარეებსაც, მასეთი დარტყმები მოგერიებული აქვთ. აი დააკვირდით, სადაც დგას, იქვე წვება და ვერ წვდება, ერთი ნაბიჯით კი მოგერიებული აქვს… თუმცა აქედან ლაპარაკი ადვილია…ასეთი საზიზღარი, ამაზრზენი, და უსურური ფეხბურთი, რაც ბარსამ ითამაშა, ნამდვილად დიდი ხანია არ მინახავს…. რეალმა მოგვიგო დაცვაში, ცენტრში, შეტევაში, ბრძოლაში და გამარჯვების ჟინში, თუმცა არც კი დაძაბულა მაინც და მაინც. სამაგიეროდ ვერ მოგვიგო უსუსურობაში, დაბნეულობაში და "რომ არ იცი რას აკეთებ" -აი ამაში. ამ დროს აღსანიშნავია, რომ რეალს არ ჰყავს ბარსაზე უკეთესი შეადგენლობა, მაგრამ რეალი თამაშობს 90 წუთი, ბარსას კიდევ 70 წუთი სძინავს… და კდევ ერთი სასწაული მოხდა, რეალმა მოადუნა დაცვა, ტორესმა კი არ ააცილა ცარიელ კარებს და გოლი გაიტანა. სასწაული!!!!! სათქმელი ბევრია, მაგრამ მხოლოდ ერთს ვიტყვი, ასეთი თამაშით ლა ლიგას ვერ მოვიგებთ და უფრო სწორედ, ყველაფერს წავაგებთ…. და ძალიან არ მინდა რომ ეს სეზონი დაემსგავსოს წინას…. ჩავის ბრალია, ლაპორტასი თუ გუნდის, ეს თვითონ გაარჩიონ, მაგრამ გუნდი – არ თამაშობს!!!!! და კიდევ ერთი სინტერესო ფაქტი, თითქოს ბარსა დომინირებდა ბურთით, მგრამ ვერ მოგართვით, ბურთის ფლობა -რეალი-53%, ბარსა-47%. აი ასე მეგობრებო…. დავდგეთ ეხლა და ვუსმინოთ ბარსას "კეთილისმსურველების" დაცინვას და ირონიას…..ვ

  • Iniesta_8
    16 ოქტ 2022, 21:38

    არ იცის ამ კაცმა რა უნდა ქნას და შეეც.. თუ გინდა, ანჩელოტის ეს რომ მილიონი წელი ვერ აჯობებს რათ უნდა ბევრი ფიქრი, 1-2 თამაში შეიძლება მოუგოს მარა გადამწყვეტ მომენტში ყოველთვის ხახაში გადაუგდებენ. ახლა ხომ ჰყავდა ყველა არაუხოს გარდა და შემადგენლობას რას დააბრალებთ კიდევ მაინტერესებს. ახლა არ თქვათ დემბელემ, რაფინიამ ან ბუსკეცმა დაგვაღალატესო, ხავის გადაწყვეტილებით არიან ეს ფეხბურთელები ბარსას შემადგენლობაში. თუ იმის ტრაკი არ აქვს რომ ბუსკეცი სკამზე გადასვას ადგეს და გააჯვას, რაღატო გვტანჯავს ჩვენ. ვისაც არ უნდა ბაძავდეს ცუდად გამოსდის და თავისი თუ თვითონ არ შექმნა ასე იქნება ყოველთვის. ოთხივე გადამწყვეტ თამაშში ჩაისვარა გუნდმა.

  • lesane C
    16 ოქტ 2022, 21:38

    ციტატა: WhichonesPink
    lesane C,
    ?

    ვაფშე რა პრეტენზიებია ჩავის მიმართ ვერ ვხვდები. ლუის ენრიკეს მერე გუნდს დედა აღარ ყავს, ეს კაცი მოვიდა და ძლივს რაღაცა სიტუაცია გამოცოცხლდა და ბოდიში ახლა 18 წლის ფეხბურთელებით როა სავსე გუნდი. რეებს ბაზრობთ ვის აჯვამთ ვაფშე აზრზე მოდით ცოტა… გაიხსენეთ შარშან სად ვიყავით.. ეს ჩავარდნა თუ დაუკვირდებით არის სანაკრებო პაუზების მერე როცა ძაან ბევრი ფეხბურთელი გამოგვაკლდა. მანამდე ვის უკრავდით ტაშს? რა საოცარი არგუმენტები მოგყავთ იმენა საღოლ.
    ჩავი არ იყო ის ვინც ბერნაბეუზე რეალს 4-0 ჩაასვრევინა? იქ საკამათო არაფერი ყოფილა დღევანდელ შეხვედრისგან განსხვავებით


    ნაღდად არ ვაჯვავ ჩავის მარა აშკარად მაგის ბრალეულობაა ამ თამაშების წაგება, მერამდენე თამაშია იჯვავს ბუსკეცი და ისევ ძირითადშია(ამ დროს კესი და გავი სკამზე უზის), მერამდენე თამაშია ვერაფერს აკეთებს ეს რაფინია შეტევაში ისევ მაგას აყენებს,მერამდენე თამაშია დემბელე ვერაფერს შვეება მარცხენა ფლანგზე ისევ მაგეთ აყენებს(ამ დროს ფატი ყავს გუნდში), ეგ ყველაფერი ჩემი ბრალი აშკარად არაა. პლიუს მაგის მოთხოვნითაა მოყვანილი ფეხბურთელები. პლიუს სანაკრებო პაუზები ყოველ წელსაა და ჩაიჯვან მაშინ ყოველი სანაკრებოს მერე და ვუყუროთ სხვა გუნდები როგორ აწევენ თასებს.

  • Moriba
    16 ოქტ 2022, 21:34

    დღეს რაფინიაზე და დემბელეზე მეტი ფერანმა გააკეთა დდ დააყენოს მარჯვნივ იქნება ქნას მართლა რაღაცა დდ არ მინახავს არასდროს ასეთი ბრაზილიელი რომელსაც კაცის მოტყუება არ შეუძლია და გამოჩნდა რაფინია დდ დემბელე შიბაქია ფერანს 1 1 როარ გაუკეთა პასი რაც შეეხება ვარს ლევანას მომენტი არ გადაამოწმეს და როდრიგოზე დედა მეიხნეს და გადაამოწმეს თან როდრიგო ოფსაიდში იყო მაგას არ მიაქციეს ყურადღება მეტი რაღა გინდა გამოდის ტებასი და იძახის მადრიდისტა ვარო ლა ლიგა როგორ უნდა გიყვარდეს ამის მერე 😆

  • Andria
    16 ოქტ 2022, 21:34

    Don_Andresito,
    ეგ კლოპის ლივერპული *ვერებში ამოიდო ნაპოლიმ ;))

  • Robert lewandovski
    16 ოქტ 2022, 21:33

    ციტატა: Don_Andresito
    რჩება ამ ტიკი ტაკების დრო. სწრაფი და ძალისმიერი კლოპის ლივე, რეალი და ა.შ. თავზე ატყ..ვენ ჩავის მისაბაძ გვარდიოლას და თითონ ჩავისაც. ჩაუდეს დღეს გვარდიოლას, გათხარეს უკან ჰოლანდი. მაჰრეზი და 120 მილიონიანი გრილიში დაალპო სკამზე აგებდა და 1 ზამენა გააკეთა. ისიც 83 წუთზე. ეს ჩოილარი კიდე დგას და ცდილობს დააკოპიროს კლოპის და რეალის ბულკი გვარდიოლას ტაქტიკები.


    სახში ი.არენ ზატო, სიტი რო ძლიერია ძაან მაგის არ დანახვა სისულელეა, რეალიე ბულკიო, ეგ რ3ალი ორი მატჩის ჯამში ი.არა, ახა მახრეზმა და ფოდენმა ორი მეტრიდან რი გამაზეს რა მაგიე ბრალია?

  • Don_Andresito
    16 ოქტ 2022, 21:29

    რჩება ამ ტიკი ტაკების დრო. სწრაფი და ძალისმიერი კლოპის ლივე, რეალი და ა.შ. თავზე ატყ..ვენ ჩავის მისაბაძ გვარდიოლას და თითონ ჩავისაც. ჩაუდეს დღეს გვარდიოლას, გათხარეს უკან ჰოლანდი. მაჰრეზი და 120 მილიონიანი გრილიში დაალპო სკამზე აგებდა და 1 ზამენა გააკეთა. ისიც 83 წუთზე. ეს ჩოილარი კიდე დგას და ცდილობს დააკოპიროს კლოპის და რეალის ბულკი გვარდიოლას ტაქტიკები.

  • WhichonesPink
    16 ოქტ 2022, 21:28

    lesane C,
    ?

    ვაფშე რა პრეტენზიებია ჩავის მიმართ ვერ ვხვდები. ლუის ენრიკეს მერე გუნდს დედა აღარ ყავს, ეს კაცი მოვიდა და ძლივს რაღაცა სიტუაცია გამოცოცხლდა და ბოდიში ახლა 18 წლის ფეხბურთელებით როა სავსე გუნდი. რეებს ბაზრობთ ვის აჯვამთ ვაფშე აზრზე მოდით ცოტა… გაიხსენეთ შარშან სად ვიყავით.. ეს ჩავარდნა თუ დაუკვირდებით არის სანაკრებო პაუზების მერე როცა ძაან ბევრი ფეხბურთელი გამოგვაკლდა. მანამდე ვის უკრავდით ტაშს? რა საოცარი არგუმენტები მოგყავთ იმენა საღოლ.
    ჩავი არ იყო ის ვინც ბერნაბეუზე რეალს 4-0 ჩაასვრევინა? იქ საკამათო არაფერი ყოფილა დღევანდელ შეხვედრისგან განსხვავებით

  • lesane C
    16 ოქტ 2022, 21:23

    ეს თუ კიდე ვერ ხვდება რატო ვერ ვთამაშობთ კარგად, არ ყოფილა ბარსას საქმე კარგად. კიდე რამდენი ჩაჯმაა საჭირო ამის მისახვედრად?!

  • Barca for life
    16 ოქტ 2022, 21:21

    ციტატა: ნოდო ბარდაველიძე
    ბიჭო რო ამბობთ ესა ისაო. უბრალოდ გაიგეთ რა წარმატებები ერთი ხელის მოსმით არ მოდის,თქმით რო ამბობთ ადვილია თანაც თვითონაც დამწყები მწვრთნელია


    ბაზარი არაა წამში არ მოდის, წამში ვერც დემბელეს გადავაქცევთ მესიდ და ვერც გარსიას პუიოლად, მაგრამ გუნდი რომ ჩაჯმული მენტალიტეტით აგორავებს ბურთს და 82 წუთი რო მიდის, მეკარეს რომ აქვს მოსაწოდებელი და ამ დროს მოზოზინებს, ისე თითქოს არ უნდა, გეგონება გარანტირებულად ეგენი იგებენ, იქამდე მთელი თამაში გეგონებოდა რომ დრო პირიქით ამათ გაყავდათ და ა.შ. აი ამას რა მოგვარება უნდა? ელემენტარული ფიზიკის ამბავია. ვერ ქაჩავს ვინმე? დასვი, ბავშვები მაინც ამოწიე ბ გუნდიდან, სხვა თუ არაფერი სრაფი და მოხოდილი თამაში მაინც წავა და ამათზე მეტს რაღას დააშავებენ?
    პროსტა ამ ყველაფერს ჭირდება ტრაკის ქონა და ჩავის ეგ არა აქვს.
    ბაიერნთან წააგე? კაი, რატო წააგე – ცვლილებების დაგვიანების გამო.
    ინტერთან წააგე? კაი, რატო წააგე – მსაჯისა და უხარისხო თამაშის გამო
    რეალთან წააგე? რატო? მენტალურად განადგურებულები თამაშობდნენ ზოზინა ფეხბურთელები, არ იცოდნენ რა უნდა ექნათ ხოდა აგერ უკვე 1 თვეა ერთი და იმავე პრობლემას რომ დავტრიალებთ და არაფერი იცვლება, სწორედაც რომ მწვრთნელის ბრალია.
    ელემენტარული ტაქტიკა არ ჩანს, შესაბამისად ისიც არ ჩანს რომ რაიმე მიზანი აქვთ, რომ შეკრულები არიან, თვეებია ასეა და არა 1 წამი და ფაქტია არაფერი იცვლება.
    ამიტო გვეშლება ნერვები, სხვა კი არაფრის გამო, ელემენტარული ცვლილება არ ჩანს, საერთოდ უიმედოდ ვართ.

  • vato
    16 ოქტ 2022, 21:17

    ხავის გაშვებაზე საუბარიც კი არ შეიძლება. ტუხელის დებილი დედავატირე. პროსტა უიმედობას ის მიჩენა, რომ ამ გუნდს ჭირდება ლიდერი, რომელიც საჭირო დროს თავის თავზე აიღებს ყველაფერს და ეს ლიდერი გუნდში არ ჩანს, მეგონა ლევანა იკისრებდა მაგრამ არ გამოვა მაგისგან ლიდერი. ისევ ფატის იმედად თუ ვიქნებით, მაგრამ ეს ფატი შორსაა იმ მონაცემებისგან, რომელიც ადრე ჰქონდა, ვნახოთ იმედია დაიწყებს ნელ-ნელა ფორმის დაბრუნებას, ძველი ფატი ჰაერივით ჭირდება ბარსას.