“ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა, ჩავი ერნანდესმა “რეალ მადრიდთან” მარცხის შემდეგ მედიასთან კომენტარი გააკეთა.
საკუთარი თავები უნდა ვაკრიტიკოთ. შინაგანად ვიცით, რომ კარგად ვერ ვთამაშობთ, უარყოფით დინამიკაში ვართ და ეს უნდა შევცალოთ, მეტად ეფექტურები უნდა გავხდეთ და უფრო კონკურენტუნარიანები ვიყოთ.
გაბრაზებული ვარ, მაგრამ საბედნიეროდ ეს მხოლოდ 3 ქულაა, “ინტერთან” ფრე ბევრად უფრო მნიშვნელოვანი იყო.
ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლეთ, მაგრამ ეს ფეხბურთია.
ერთადერთი პოზიტივი, რისი დანახვაც შემიძლია, შეცვლაზე შემოსული ფეხბურთელებია, რომლებმაც კარგად ითამაშეს.
დაცვაში უფრო აგრესიულები უნდა ვიყოთ. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში ვართ, უფრო კონკურენტუნარიანები უნდა ვიყოთ.
გუნდში სახიფათო კონტრშეტევების ტაქტიკური ჯარიმებით შეჩერებაზე ვისაუბრეთ და პირველი გოლი სწორედ ასე გავუშვით…
ცუდად თამაშის მიუხედავად, შეგვეძლო, თამაში 2-2 ან 1-1 დაგვესრულებინა, მაგრამ არ გამოგვივიდა. სწორედ ასე ხდება, როდესაც “ბერნაბეუზე” შანსებს ვერ იყენებ.
გუნდი შენების პროცესშია და ჩემპიონობისთვის ვიბრძოლებთ. ჯერ მხოლოდ ოქტომბერია და რაღაცები უნდა შევცვალოთ.
მენტალიტეტი უნდა შევიცვალოთ, რომ დიდი თამაშების მოგება შევძლოთ.
არ ვფიქრობ, რომ მეტოქემ ინტენსივობით გვაჯობა. მათ იცოდნენ, უკეთ როგორ ებრძოლათ, ამ მომენტისთვის “რეალ მადრიდი” ჩვენთან შედარებით უფრო ჩამოყალიბებული გუნდია.
ფეხბურთელებს არაფერს დავაბრალებ, ეს არ მოხდება. გემის კაპიტანი მე ვარ და პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ვიღებ.
შედეგზე მეტად იმ ცუდ თამაშზე ვდარდობ, რომელიც ვაჩვენეთ.
მატჩი სამწვრთნელო შტაბთან ერთად უნდა გავაანალიზოთ. უნდა ვიპოვოთ მიზეზები, თუ რატომ ვთამაშობთ ასე.
წლებია ბარსელონას გულშემატკივარი ვარ..წლებია ელ კლასიკოს დროს ვდგები,ვტოვებ,ყველაფერს რასაც ვაკეთებ და ეკრანთან ვჯდები..ეს პირველი შემთხვევაა,როცა არაფერი გამიკეთებია..დავრჩი იქ ,იმ საქმეში რასაც ვაკეთებდი.
მოკლედ ისევ ჩასვრილები ვართ, თანაც მაგრად! ვინ გამოხოცავს?
რომ ამბობთ ჩავი გაუშვანო მერე ვინ მოგვყავს? ტუხელი თუ მოვიყვანეთ ჩათვალეთ ოთხეულშიც ვერ მპვხვდებით, მწვრთნელის შეცვლა გუნდზე ძაან ცუდად იმოქმებებს, მითუმეტეს რომ ესპანელი ლეგენდაა და უდიდესი ფიგურა და ამ ბავშვებისთვის კუმირია, ხოდა ეგ ძაან ცუდად იმოქმედებს, თან ტრამვები, თან ფეხბურთელები უკან გვხევენ და საბოლოოდ ისევ ტრანსფერებია საჭირო, ბებრები გასაშვები და მებრძოლი კლასნი ხალხი მოსაყვანი მარჯვენა მცველი, მარჯვენა ვინგერი, საყრდენი ეს არის აუცილებელი
მეც ეგრე ვფიქრობ ძმაო ინტერის დედაც აი მაგაზე მეშლება ნერვები ინტერს რა უნდა მერვედფინალში როცა ბარსაა არ გაგუმარლათ უბრალოდ ეგ იგივეა ეხა რეალს მილიტაო ალვა რო დაემტვრეს დს რუდიგერი კიდე ვალიეხო ნაჩოთი რო გამოვიდეს აცადეთ ამ კაცს. ძაან კაია ხავი ამას ნახავთ მალე)))
მემგონი არ გახსოვთ ჩავიმდელი ბარსა თავისი სეტიენებით და კუმანებით. 2 წელიწადში ასეთი სიტუაციები არ გვარდება.
ბიჭო რო ამბობთ ესა ისაო. უბრალოდ გაიგეთ რა წარმატებები ერთი ხელის მოსმით არ მოდის,თქმით რო ამბობთ ადვილია თანაც თვითონაც დამწყები მწვრთნელია
ჩაჯმული ბავშვებივით იყვნენ!! სირცხვილია 🤮 ბევრი კლასიკო მაქვს ნანახი მარა ეს …
ამ მოკლე პასების გადამკიდე გრძელიპასებს ვეღარ ხედავენ.. არადა მცველებს უკა პასი თავისუფლად შეიძლებოდა მითუმეტეს როცა სწრაფივინგერები გვყავს…
ბიჭო გაიგეთ რა გვაკადრაა შეგვეძლო 2-2 ან 1-1 გვეთამაშაო ანუ რაზე ყომარობდა ნახეეთ სირცხვილია ეს ფარჩამი მერე რა რო ლეგენდა იყო, ეგრე პირლოც ლეგენდა იყო და ლამპარდიც მაგრამ რო ვერ ივარგეს ტრენერებად გააჯმევინეს
ხავის მასტერკლასი :)))
ყველა ვინც დღე ძირითადში ვნახეთ ხავის შერჩეულია, ვისაც ხელი დაადო მოიყვანეს და ვინც ისურვა ეხვეწნენ და დატოვეს….
ბავარია, ინტერი, ინტერი2, რეალი ყველა ძირითადი თამაში წააგო…
მიესალმეთ მეგობრებო ესპანელ შოთა არველაძეს✌🏼
ხავიმ გააგრძელებინა კონტრაქტი დემბელესს და რაფინიაც ხავის შეკვეთით მოიყვანეს. რავი ბუსკეტს ათამაშებს რომელიც კვდება ძირითადში. კესიე და დე იონგი დაალპო სკამზე. უარი თქვა სტერლინგზე და ჟეზუსზე. ობამა არ დაიტოვა პლიუს. 7 მილიონად გაყიდეს უტვინოებმა.
შენი ბრალია დღევანდელი წაგება ხავი, ჩემი აზრით (ხავის ჭკუას არ ვასწავლი და გაცილებით ნაკლები მესმის) ძაან არასწორი სასტავი დააყენე. 1. შეცდომა ნახევარდაცვა ძაან ნელი, ჯობდა ბუსკეტსი დაგესვა (ისედაც ჩასვრილი იყო ინტერის შემდეგ) და ან კესი დაგეყენებინა დე იონგის გვერდით ან გავი. 2. არასწორი დაცვის ხაზი, მე ლიჩნად დავაყენებდი კუნდეს მარჯვენა კრაიზე, შუაში პიკეს (კლასიკოებში ყოველთვის ზემოტივირებულია და თან თუ ბესკეტსი დააყენე ინტერის შემდეგ) და გარსიას, მარცხენა მცველად არც არ უნდა იყოს ალბას (ესეც მოტივირებულია კლასიკოებში და თან ვალვერდეს სისწრაფეში არ ჩამოუვარდება). 3. ამ დაცვის და ნახევარდაცვით მივიღებდით შეტევის დროს 3-4-3-ს ხოლო დაცვის დროს 4-3-3-ს. 4. თავდასხმაში ჯობდა რაფინიას დასვენება და დემბელეს მის მარჯვენა კრაიზე თამაში და ფატის დაყენება მარცხენა კრაიზე.
არ ვიცი ვნახოთ იმედია სიტუაცია ნელ-ნელა დალაგდება, თან მითუმეტეს წინ მსოფლიო და გველის და ვინ რა ფორმაში დაბრუნდება მსოფლიოს შემდეგ კაციშვილმა არ იცის. იმედია ის ბარსა დაბრუნდება, რომელიც საწყის ტურებში გვქონდა, რომელსაც მართლაც შეეძლოსამივე ტიტულისთვის ბრძოლა და რაც მთავარია გუნდს ჭირდება ლიდერი და ეს ლევანას უნდა ეკისრა, მაგრამ ჯერ-ჯერობით ვერ ქაჩავს ლიდერობას.
პირველი შემთხვევაა რომ მკაცრად ლაპარაკობს და არა ერთი და იგივე ნაგავს რომ კარგად ვითამაშეთ და ასე შემდეგ, მართლა ბევრი რამეა გამოსასწორებელი, მეც ვთქვი რომ ბუსკეცმა ჯარიმაც კი ვერ აიღო კროოსზე და თან ჩავისაც დაულარებია ეგეთ დროს აიღეო, ვითომ ყვითელი არ ღირდა მაგ მომენტში? კი ღირდა, მეორე გოლი ვაფშე გარისამ მოიგონა მაგრამ რა გინდა რომ ქნა მეტი მცველი არ გვყავს, შემტევებმა ცუდად ითამაშეს და ამის მერე რაღა ქნას ამ კაცმა, თვითონ ვერ შევა მოედანზე და ვერ ითამაშებს ახლა დარწმუნებული ვარ რომ ბუსკეცი შემდეგ თამაშში აღარ იქნება რადგან კრიტიკა მას ეხება პირდაპირ, ასევე გარსიასაც ვეღარ ვიხილავთ რაც კრისტენსენი და არაუხო დაბრუნდებიან და ასევე ბელერინიც რომ დაბრუნდება, კესიეს და ფატის უფრო ხშირად ვიხილავთ ისევე როგორც ტორესს, რადინია და ვაფშე არ ითამაშებს, მითუმეტეს დეპაი რომ დაბრუნდება
არ დავიწყებ ჩავის გაკრიტიკებას,სანაკრებო პაუზამ,ტრამვებმა ხელი შეუშალა ყველაფერში,დიდი იმედი მაქ მაგას მიხვდება რო ბუსკეტსი სათადარიგოზე გადასვას და რაფინიაც გვერძე მიუსვას
ნუ გამოშტერდით ვინ გინდათ რომ მოიყვანოთ რა წავიდეს. მოხუცებით თუა სავსე კამანდა და უაზრო ფეხბურთრლებით ჩავიმ რა გააკეთოს. დაცვა არაფრად გვივარგა და არც თავდასხმა. ლევანამ რა გააკეთოს მარტო… დემბელე რაფინია ტორესი არცერთი არაფრის მაქნისი უბრალოდ გასაყრელია. გარსია პიკე სერხი რობერთო ბუსკეცი გასაშვებია.
მაგარი პენსიონერები ვიცი კურაკაოს მე-3 ლიგაში ჩავი, სულ 60-77 წლისები, აბა შენ იცი, მოყარე ზამთრის ფანჯარაზე ყველა და დაცხე მერე შენებურ კატარზისული ტიკიტაკათი ახალი მეორე ნახევარი
კაი გაგვიტრუხდა უკვე ერთიდაიგევეს თქმა ყოველი თამაშის ბოლოს, მაგრამ მაინც მჯერა რომ წელს ჩვენი ბედი სანაკრებო პაუზამ გადაწყვიტა და ჩავის ამის გამო ზედმეტად ბევრი ხვდება
getsby,
ხო და ეგრევე საუკეთესო გუნდი გავხდებით რო წავა
შენი თავით უნდა იყო უკმაყოფილო
წადი ჩავი წადი შენ ბარსას ლეგენდა ხარ და ჯობს ისტორიაში შენი თამაშით შეხვიდე ვიდრე ცუდი მწვრთნელობით იმედია მოხვდება ამას ჯერ კიდეა დრო რო მალევე წავიდეს და უფრო ღრმად არ შეტოპოს