ნიდერლანდების ნაკრებმა მონტენეგრო 4-0 დაამარცხა (ვიდეო)

ნიდერლანდების ნაკრებმა მონტენეგრო 4-0 დაამარცხა (ვიდეო)

ცოტა ხნის წინ დასრულდა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევნი ეტაპის G ჯგუფის შეხვედრა ნიდერლანდებისა და მონტენეგროს ეროვნულ ნაკრებებს შორის, რომელიც მასპინძლებმა 4-0 მოიგეს.

მატჩის პირველი ორი გოლი "ბარსელონას" თავდამსხმელის, მემფის დეპაის ანგარიშზეა. 38-ე წუთზე მან თავისივე მოპოვებული პენალტი გამოიყენა, 62-ე წუთზე კი თავი კიდევ ერთხელ გამოიჩინა.  70-ე წუთზე თავისი გოლი ჯორჯინიო ვეინალდუმმაც გაიტანა. საბოლოო ანგარიში კი 76-ე წუთზე ულამაზესი დარტყმით კოდი გაკპომ დააფიქსირა.

ფრენკი დე იონგმა თამაში ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო და მოედანზე 84 წუთი გაატარა.

G ჯგუფში 11 ქულით პირველ ადგილზე თურქეთის ნაკრებია, მეორე და მესამე ადგილებს ნიდერლანდები და ნორვეგია იკავებენ, რომელთაც 10-10 ქულა აქვთ, თუმცა "ნარინჯისფრების" გოლების შეფარდება უკეთესია. მესამე, მეოთხე და მეხუთე ადგილებს, შესაბამისად, მონტენეგრო (7ქულა), ლატვია (4 ქულა) და გიბრალტარი (0 ქულა) იკავებენ.

ნიდერლანდების ეროვნულ ნაკრებს შემდეგი შეხვედრა 7 სექტემბერს თურქეთის წინააღმდეგ ელის.

[media=https://youtu.be/UE3iXC4Cq4o]

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 8 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #8 8 სექტემბერი 2021 20:22
    0
    მოკლედ თურქეთსაც მოუგო და პირველიც პრაქტიკულად გაინაღდა.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #7 8 სექტემბერი 2021 20:09
    0
    ციტატა: DE PE FA
    ციტატა: azulgerana
    ბუსკეცზე

    კლუბის ლეგენდაზე როარ დავიკიდოთ რამდენი გამოდემბელელეგლევებული გვყავს უმტიტის ჩათვლით შე კაი კაცო🙃

    ბუსიც ერთერთია. კუს მოძრაობები აქვს
    --------------------
    THUGS
    ფანი [?]
    #6 5 სექტემბერი 2021 19:19
    1
    ციტატა: azulgerana
    ბუსკეცზე

    კლუბის ლეგენდაზე როარ დავიკიდოთ რამდენი გამოდემბელელეგლევებული გვყავს უმტიტის ჩათვლით შე კაი კაცო🙃
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 5 სექტემბერი 2021 17:07
    0
    ციტატა: DE PE FA
    ციტატა: პეპ გუარდიოლა
    დემბელეზე

    ლენგლეზე😅

    ბუსკეცზე
    --------------------
    THUGS
    ფანი [?]
    #4 5 სექტემბერი 2021 11:47
    0
    ციტატა: პეპ გუარდიოლა
    დემბელეზე

    ლენგლეზე😅
    Culé [?]
    #3 5 სექტემბერი 2021 09:27
    7
    ბიჭო დეპაი რა კლასნია, კიდევ კარგი ეგ მაინც დავითრიეთ წელს.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 5 სექტემბერი 2021 03:00
    2
    ნიდერლანდელი მწვრთნელი გვყავს, ველით რომ გრავენბერხს ან გაკპოს დაეჩალიჩება, ეს კიდევ ვეინალდუმს და ლუკ დე იონგს დასდევს ))
    --------------------
    Rest In Peace Muhammad, black butterfly
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 5 სექტემბერი 2021 02:44
    5
    Magari penali gaitana depaim meore golic aranaklebi iko
    --------------------
    THUGS