workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

check_circle დასრულდა
MATCHDAY
ლა ლიგა schedule 23:30

ბარსელონა

ბარსელონა ლოგო
5 - 2
რაიო ლოგო

რაიო

arrow_forward მატჩ-ცენტრი
რაფინია 19'sports_soccer იამალი 21'sports_soccer ლეჟენი 51'sports_soccer(ა.გ) რაფინია 71'sports_soccer იამალი 90'sports_soccer
კამელიო 12'sports_soccer კამელიო 59'sports_soccer
მესი ისტორიაში საუკეთესოა, მარადონა – მეორე [FourFourTwo]

მესი ისტორიაში საუკეთესოა, მარადონა – მეორე [FourFourTwo]

ცნობილმა საფეხბურთო ჟურნალმა, FourFourTwo-მ ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელების ასეული შეადგინა და რა გასაკვირია, რომ პირველ ადგილს ლიონელ მესი იკავებს. მეტიც, მეორეადგილოსანიც ყოფილი “ბარსელონელია” – დიეგო მარადონა.

ავტორიტეტული გამოცემის ვერსიით ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელების ათეული ასე გამოიყურება:

  1. ლიონელ მესი
  2. დიეგო მარადონა
  3. კრიშტიანუ რონალდუ
  4. პელე
  5. ზინედინ ზიდანი
  6. იოჰან კრუიფი
  7. ჯორჯ ბესტი
  8. ფრანც ბეკენბაუერი
  9. ფერენც პუშკაში
  10. რონალდო

როგორც ხედავთ, ათიდან ოთხს “ბარსელონაში” უთამაშია, რაც გუნდებს შორის საუკეთესო შედეგია.

ისტორიაში საუკეთესო ასეულში სხვა ყოფილი “ბარსელონელებიც” მოხვდნენ: რომარიო (მე-18 ადგილი), ანდრეს ინიესტა (20), ჩავი (24), რონალდინიო (26), ლუის სუარეს მირამონტესი (36), მიკაელ ლაუდრუპი (39), ტიერი ანრი (49), იოჰან ნეესკენსი )65), რონალდ კუმანი (70), დანი ალვესი (73), ალან სიმონსენი (87), სერხიო ბუსკეტსი (88), ხრისტო სტოიჩკოვი (89), ლუიშ ფიგუ (94), გეორგე ჰაჯი (100).

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (6)

  • mesi_10
    schedule 12 ოქტ 2022, 13:48

    ახლა რომ ვთქვა მეოცე საუკუნის ლეგენდების თამაშები მაქ ნანახითქო მოვიტყუები ვინაიდან მათი თამაშის ფრაგმენტებით ვერ დავალაგებ სათანადოდ ასეულს თუმცა 21 ე საუკუნეში მეტნაკლებათ ყველას თამაშსი მაქ ნანახი და ზუსტად შემიძლია ათეული ჩამოვთვალო.. ამ მომენტში მარტო იმიტომ არ შევიყან ცვლილებას ამ სიაში რომ პირველზე ვინც უნდა იყოს ის არის და დანარჩენიც იმედია სამართლიანად არის დალაგებული კომპეტენტური ადამიანებისგან ყველა საფეხბურთო კრიტერიუმის გათვალისწინებით…

  • Bedouin
    schedule 12 ოქტ 2022, 09:35

    დიეგო სხვა სიღრმე იყო მოედანს გარეთ, მარა ორჯერ ორია, რო არასდროს არცერთ ფეხბურთელს თამაშზე იმხელა გავლენა არ ჰქონია, რამხელაც ლეოს აქვს 👌🏻

  • Gigazakaradze
    schedule 11 ოქტ 2022, 19:16

    Sua?

  • nika 54
    schedule 11 ოქტ 2022, 16:39

    მესიც და მარადონაც მოედანზე სპექტაკლებს დგამდნენ, მე მგონი ეს მაყურებლების გამოკითხვა უფროა, ადამიანს რო ფეხბურთი უყვარს ფეხებზე კიდია ვინ რამდენ პენალტს გაიტანს, ყველას ფეხბურთში მისი სილამაზე ეფექტური ფინტები, ლამაზი დრიბლინგი და ამას მოყოლილი ულამაზესი გოლი მოსწონს და არა კარის წინ ჩასაფრებული "ბომბარდირების" მიერ ბურთის ცარიელ კარში შეგორება.

  • ლაშა ჭელიძე
    schedule 11 ოქტ 2022, 16:38

    ზუსტად ასე ვალაგებ ხოლმე მეც ჩემს სამეულს

  • kanja
    schedule 11 ოქტ 2022, 16:29

    ეჭვიც არ მეპარება კვლევის შედეგებზე!.. სამართალმა პური ყველგან უნდა სჭამოს!