ესპანეთის ჩემპიონატს რომ კვალიფიციური და სამართლიანი ორგანიზატორები ჰყავდეს, “ბარსელონა” დღეს არ ითამაშებდა. ყველანაირი ლოგიკით “სელტასთან” დაპირისპირება გუშინ უნდა გამართულიყო, მაგრამ ლა ლიგაში მოისურვეს, რომ “ინტერთან” გასამართი ძალიან მნიშვნელოვანი მატჩის წინ “ბლაუგრანასთვის” მხოლოდ ორდღიანი დასვენება მიეცათ.
ჩემპიონთა ლიგაზე მოთამაშე 32 გუნდიდან შიდა ჩემპიონატში ოცდაცხრამ თავიანთი თამაში უკვე ჩაატარა და მომდევნო შეხვედრამდე დასასვენებლად ყველას 3 დღე აქვს. გამონაკლისები მხოლოდ “ბარსა”, “ნაპოლი” და “ლივერპულია”. ინგლისელთა შემთხვევა გასაგებია – მერსისაიდელთა მეტოქე “არსენალმა” ევროპა ლიგაზე ხუთშაბათს ითამაშა, რის გამოც დღევანდელი დაპირისპირების გუშინ გამართვა შეუძლებელი იყო.
ზოგადად მიღებულია, რომ ეროვნული ჩემპიონატების ორგანიზატორები საკუთარ კლუბებს ხელს უწყობენ და ჩემპიონთა ლიგის წინ შაბათს, ანდაც პარასკევს ათამაშებენ ხოლმე. თუმცა კლუბებისთვის ხელშეწყობა ლა ლიგისთვის რომ უცხოა, ეს სიახლე არაა.
დღევანდელი მატჩის შემდეგ “ბარსას” ერთი დღე აღდგენითი ვარჯიშებისთვის ჭირდება, “ინტერთან” თამაშისთვის მოსამზადებლად კი გუნდს მხოლოდ ერთი დღე დარჩება.
სათამაშო ფორმა
სანაკრებო პაუზის შემდეგ “ბარსელონა” ფორმიდან აშკარადაა ამოვარდნილი. მართალია, ჩავის გუნდს სერიოზული დანაკლისი აქვს, მაგრამ თამაშს ჯანმრთელმა ფეხბურთელებმაც უკლეს. “მალიორკასთან” მოგება მაინც მოხერხდა, მაგრამ უფრო მაღალი დონის გუნდთან, “ინტერთან” და მსაჯთან უკვე შეუძლებელი გახდა.
შედეგების მხრივ “ბარსელონა” ლა ლიგაში საუკეთესო ფორმაში მყოფი გუნდია. კატალონიელებმა ბოლო 6 თამაში მოიგეს, რის შედეგადაც პოტენციური ლიდერები არიან. დღეს მოგების შემთხვევაში ჩავის გუნდი ცხრილს ისევ სათავეში ჩაუდგება.
“სელტა” სანაკრებო პაუზას ზედიზედ 2 მარცხით შეხვდა, მაგრამ საკლუბო ფეხბურთის განახლების შემდეგ ედუარდო კოუდეტის გუნდმა “ბეტისი” საკუთარ კედლებში დაამარცხა.
სტუმრად ვიგოელებს საქმე კარგად არ მისდით. ლა ლიგის ბოლო 5 გასვლით შეხვედრიდან “სელტამ” 1 მოიგო და 4 დათმო. მეტოქის მოედანზე გამართულ ბოლო ორ თამაშში კოუდეტის გუნდი სამბურთიანი სხვაობით დამარცხდა.
დანაკლისი
მანამდეც ტრავმირებულ რონალდ არაუხოს, ჟიულ კუნდეს, მემფის დეპაისა და ექტორ ბელერინს “ინტერთან” მატჩის შემდეგ ანდრეას კრისტენსენი და ფრანკ კესიეც შეუერთდნენ.
კარგი ამბავია ფრენკი დე იონგის დაბრუნება. ნიდერლანდელ ნახევარმცველს გუნდის დახმარება დაცვის ცენტრშიც შეუძლია.
“სელტას” ერთადერთი დანაკლისი “ბარსელონას” ყოფილი ნახევარმცველი დენის სუარესია.
ურთიერთშეხვედრები
ეს ამ გუნდების 129-ე დაპირისპირება იქნება. წინა 128 თამაშიდან “ბარსელონამ” 70 მოიგო, 31 ფრედ დაასრულა და 27 დათმო. კატალონიელებმა გაიტანეს 281 და გაუშვეს 148 გოლი.
საინტერესოა, რომ 2014 წლის შემდეგ ამ გუნდების დაპირისპირებაში ზედიზედ 2 მოგება არცერთს აქვს. დროის ამ მონაკვეთში 18 შეხვედრა გაიმართა და მხოლოდ ერთხელ მოხდა, რომ წინა მატჩის შედეგი განმეორდა – 2017 და 2018 წლებში გუნდებმა ზედიზედ 2 ფრე ითამაშეს.
წინა სეზონში “ბარსელონამ” “სელტასთან” არ წააგო. ვიგოში გუნდებმა 3-3 ითამაშეს, ბარსელონაში კი მასპინძლებმა 3-1 მოიგეს.
კატალონიაში გუნდებს 64 თამაში აქვთ გამართული. “ბარსას” 48 მოგება, 12 ფრე და 4 მარცხი დაუგროვდა.
არბიტრი
ესპანელ მსაჯებს სულ ვაკრიტიკებთ, მაგრამ “ინტერთან” მომხდარის შემდეგ მათ აშკარად შეუძლიათ, გვითხრან: “თურმე ძაან მაგრები ვყოფილვართ, თქვენ კაი ხალხო”.
შეხვედრას 39 წლის ხოსე ლუის მუნუერა მონტერო განსჯის.
მონტერომ ესპანეთის მე-3 ლიგაში მსაჯობა 2010 წელს დაიწყო, 3 წლის შემდეგ ის მეორე ლიგაში დააწინაურეს, 2016 წლიდან კი პრიმერა დივიზიონში მსაჯობს.
კარიერის განმავლობაში მუნუერა მონტერო თამაშში საშუალოდ 25.2 ჯარიმასა და 0.31 თერთმეტმეტრიანს ნიშნავს, ფეხბურთელებს კი 4.3 ყვითელ და 0.29 წითელ ბარათს უჩვენებს.
მუნუერა მონტეროს სტატისტიკა “ბარსელონასა” და “სელტას” თამაშებში:
| ბარსელონა | სელტა | |
| თამაში | 21 | 16 |
| მოგება | 15 | 5 |
| ფრე | 2 | 2 |
| წაგება | 4 | 9 |
| მოგების % | 71% | 131% |
| სასარგებლოდ დანიშნული პენალტი | 3 | 2 |
| საწინააღმდეგოდ დანიშნული პენალტი | 5 | 1 |
| სასარგებლოდ ნაჩვენები წითელი | 1 | 3 |
| საწინააღმდეგოდ ნაჩვენები წითელი | 1 | 5 |
სტატისტიკა
- “ბარსელონას” ლა ლიგის ბოლო 6 თამაში მოგებული აქვს;
- “ბარსელონას” ლა ლიგის ბოლო 5 თამაშში გოლი არ გაუშვია;
- ამ გუნდების ბოლო 6 თამაშში 3 ან მეტი გოლი გადიოდა;
- ამ გუნდების ბოლო 3 თამაშში გოლი ორივე კარში გადიოდა;
- ამ გუნდების ბოლო 6 თამაშში “ბარსელონა” გოლის გატანას ახერხებდა;
- ამ გუნდების ბოლო 6 თამაშიდან ხუთში გოლის გატანას ორივე გუნდი ახერხებდა;
- ამ გუნდების ბოლო 6 თამაშში ანგარიშს “ბარსელონა” ხსნიდა;
- ამ გუნდების ბოლო 6 თამაშიდან ხუთში “ბარსელონა” პირველი ტაიმის მოგებას ახერხებდა;
- ამ გუნდების ბოლო 7 თამაშიდან ექვსში მსაჯები 5 ან მეტ ბარათს აჩვენებდნენ;
- “ბარსელონასა” და “სელტას” ბოლო 6 თამაშიდან ხუთში გუნდები 10 ან ნაკლებ კუთხურს აწვდიდნენ;
- “ბარსელონა” ბოლო 8 თამაშიდან ექვსში ანგარიშის გახსნას ახერხებდა;
- “სელტას” ბოლო 8 თამაშიდან შვიდში გუნდები 10 ან ნაკლებ კუთხურს აწვდიდნენ;
- ტოტალიზატორები “ბარსელონას” მოგებას კოეფიციენტს 1.29 ანიჭებენ, რაც მოგების 78%-იან შანსს უდრის, “ბარსა” კი ასეთი თამაშების 68%-ს იგებს.
ჩავი მატჩის წინ
სავარაუდო შემადგენლობები
წინ ისეთი თამაშები გველის, დღეს ჩავი როტაციას აუცილებლად მიმართავს. ოთხიდან ორი ესპანური გამოცემა მიიჩნევს, რომ სერხიო ბუსკეტსის დასვენების დროა. ოთხივე სასტარტოში ელის ლევანდოვსკის, მაგრამ შესაძლოა, ვეტერანმა პოლონელმა მაინც დაისვენოს. მან კლუბსა და ნაკრებში ბოლო 4 თამაში სრულად ჩაატარა და მართალია, ეს გადაღლისთვის საკმარისი არაა, მაგრამ იმის გათვალისწინებით, თუ რა თამაშები გველის წინ, რობერტს დასვენების საშუალება კიდევ დიდი ხანი აღარ ექნება.
Sport
ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი, რობერტო, პიკე, გარსია, ალბა, დე იონგი, გავი, პედრი, რაფინია, ლევანდოვსკი, ფატი.
სელტა (4-4-2): მარჩეზინი, მალიო, აიდუ, ნუნიესი, გალანი, ოსკარი, ვეიგა, ბელტრანი, ჩერვი, ასპასი, ლარსენი.
Mundo Deportivo
ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი, რობერტო, პიკე, გარსია, ბალდე, დე იონგი, გავი, პედრი, რაფინია, ლევანდოვსკი, ფატი.
სელტა (4-1-3-2): მარჩეზინი, მალიო, აიდუ, ნუნიესი, გალანი, ბელტრანი, ოსკარი, ვეიგა, ჩერვი, ასპასი, ლარსენი.
Marca
ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი, რობერტო, პიკე, გარსია, ალბა, ბუსკეტსი, პედრი, გავი, რაფინია, ლევანდოვსკი, ტორესი.
სელტა (4-1-3-2): მარჩეზინი, მალიო, აიდუ, ნუნიესი, გალანი, ბელტრანი, ოსკარი, ვეიგა, ჩერვი, ასპასი, ლარსენი.
AS
ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი, რობერტო, პიკე, გარსია, ბალდე, ბუსკეტსი, გავი, პედრი, დემბელე, ლევანდოვსკი, რაფინია.
სელტა (4-4-2): მარჩეზინი, მალიო, აიდუ, ნუნიესი, გალანი, ბელტრანი, ვეიგა, ოსკარი, ჩერვი, ასპასი, ლარსენი.
პროგნოზი
- WhoScored: 3-0
- Sportsmole: 3-1
- Goal: 3-0
- 90min: 3-1
- Squawka: 2-0
გატანის რა გითხრა და გაშვება კი მოვახერხეთ.
გავთამამდები და ვიტყვი, რომ 3 და მეტი გოლის სხვაობით უნდა მოვიგოთ. ადრე მოვიგებდით თუ არა ის იყო საკამათო.
თუ როკეს მართლა მუხლის ტრამვა აქვს მაშინ მორჩა როკეს ფეხბურთი ტყუილად გადავყარეთ 60 მილიონი რონალდო გავს კი ოღონდ ტრამვით მაგ ფული შეგვენახა და ალვარეზზე გვეჩალიჩა გაისად აჯობებდა იმედია მარტპ კოზი იქნება და ქრონიკულიც არ იქნება ზამენის ფეხბურთელი მაინც რო იყოს
რას ფიქრობთ პირველ ტაიმში 2 ბურთს ვერ გავიტანთ?
მოიგონ და გინდა 1-0, მთავარია ლიდერობა აღარ დავკარგოთ.