workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჩავი პირადი რეკორდის გამეორებასთან ახლოსაა

ჩავი პირადი რეკორდის გამეორებასთან ახლოსაა

ჩავი ერნანდესს კარგი შანსი აქვს, პირადი რეკორდი გაიმეოროს და ლა ლიგაში ზედიზედ მე-7 თამაში მოიგოს. ამისთვის ხვალ “კამპ ნოუზე” “სელტას” დამარცხებაა საჭირო.

“ბარსას” ლა ლიგის სტარტი წარუმატებელი გამოუვიდა – კატალონიელებმა “რაიოსთან” გამართულ საშინაო შეხვედრაში ქულები დაკარგეს. თუმცა შემდეგ იყო ზედიზედ 6 მოგება “რეალ სოსიედადთან”, “ვალიადოლიდთან”, “სევილიასთან”, “კადისთან”, “ელჩესთან” და “მალიორკასთან”.

თუ ხვალ “ბარსელონა” მოიგებს, ეს იქნება ჩავის მეორე შვიდმატჩიანი მოგებათა სერია. პირველად ეს მიმდინარე წლის თებერვალ-აპრილში მოხდა, როდესაც “ბარსამ” ერთმანეთის მიყოლებით “ვალენსია”, “ბილბაო”, “ელჩე”, “ოსასუნა”, “რეალ მადრიდი”, “სევილია” და “ლევანტე” დაამარცხა.

რეკორდის გამეორების შემთხვევაში მისი გაუმჯობესების შანსი ჩავის 16 ოქტომბერს, “რეალ მადრიდთან” გასვლით შეხვედრაში ექნება.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (3)

  • me da barca
    schedule 09 ოქტ 2022, 10:16
    #3

    სანახაობრივ თამაშთან ერთად გვპირდებოდით მოგებებს, თუმცა ჯერ ამ სანახაობას ვერ ვხედავ.

  • nika 54
    schedule 08 ოქტ 2022, 18:27
    #2

    ალბათ გააუმჯობესებს, მაგრამ მთავარი მაინც ლიგის ჯგუფიდან გასვლაა.

  • El pistolero 9
    schedule 08 ოქტ 2022, 12:42
    #1

    იმედია წამოვა რეკორდი. კლასიკოში ფრეც გვაწყობს. ისე რაარი რანაირი კალენდარია. ეს ტრავმებიც ყველაზე ცუდ დროს დაგვემთხვა