“ბარსელონას” ყოფილი ნახევარმცველი მირალემ პიანიჩი, რომელსაც მისი ექსმწვრთნელი რონალდ კუმანი წარსულში არაერთხელ გაუკრიტიკებია, ამას ისევ აკეთებს.
პიანიჩი “ბარსაში” სწორედ კუმანის დროს ირიცხებოდა. ნიდერლანდელი სპეციალისტი მირალემს სათამაშო დროს თითქმის არ აძლევდა, რის გამოც ბოსნიელ შუახაზელს “ბლაუგრანას” დატოვება და “ბეშიქთაშში” იჯარით გადასვლა მოუწია. ის ამჟამად არაბეთის გაერთიანებული საემიროების გუნდში, კერძოდ, “შარჯაში” თამაშობს.
კუმანის სავარჯიშო სესიები ძალიან მაკვირვებდა. ვარჯიშები ინტენსიურობის, ტაქტიკების, იდეების გარეშე იმართებოდა და ძალიან ხანმოკლე იყო. თამაშებისთვის კარგად არ ვემზადებოდით.
ახლა ჩავის ხელმძღვანელობით ყველაფერი სრულიად სხვაგვარადაა. ის გუნდს ძალიან კარგად წვრთნის. ფეხბურთელები ბევრად უფრო მეტს მუშაობენ.
პედრი საოცარი ფეხბურთელია. ვფიქრობ, “ბარსას” მისი სახით მომდევნო 10 წლის განმავლობაში ჩინებული ნახევარმცველი გარანტირებული ჰყავს.
– პიანიჩის ამ სიტყვებს Cadena SER ციტირებს.
გასკრიტიკებელი კი არა მოსაკლავია. რა გვიყო ჩემპიონობის შანსი გაგვიჩნდა და ეგეც დაკარგა.