workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარსელონამ, შესაძლოა, ინიგო მარტინსი იანვარში დაიმატოს

ბარსელონამ, შესაძლოა, ინიგო მარტინსი იანვარში დაიმატოს

“ბარსელონას” ინიგო მარტინესის 2023 წლის ზაფხულში უფასოდ დამატება ჰქონდა გადაწყვეტილი, მაგრამ სიტუაცია, შესაძლოა, შეიცვალოს.

მარტინესი გამოცდილი ცაცია ცენტრალური მცველია და ჩავის ასეთი ფეხბურთელის გუნდში ყოლა სურს. ინიგოს “ბილბაოსთან” კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს უმთავრდება და “ბარსელონა” გეგმავდა, ზაფხულში ის უფასოდ დაემატებინა. თუმცა ბოლო დროს სიტუაცია შეიცვალა.

“ბარსელონაში” ტრავმების ეპიდემიაა, რასაც გუნდის 3 ცენტრალური მცველი შეეწირა – რონალდ არაუხო, ჟიულ კუნდე და ანდრეას კრისტენსენი.

Mundo Depportivo-ს ცნობით, თუ სიტუაცია არ გამოსწორდება, “ბარსა” ინიგოს იანვარში დამატებას არ გამორიცხავს. ტრანსფერი იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რამდენად შეელევა “ბილბაო” ფეხბურთელს და ასევე იმაზეც, თუ მოაგვარებს მარტინესი მუხლთან დაკავშირებულ პრობლემებს, რომლებიც მას აწუხებს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (6)

  • me da barca
    schedule 09 ოქტ 2022, 09:01
    #6

    ამას ფეხი დაუცდა და სტამბაში ჩავარდა.

  • Dani alves
    schedule 07 ოქტ 2022, 20:32
    #5

    ამის დამატების აუცილბლობას ვერ ვხედავ. 5 ცუნტრალური მცველი გვყავს თან მისი ფასი მის სათამაშო დონეს არ შეესაბამება ჩემი აზრით.

  • basa7
    schedule 07 ოქტ 2022, 14:17
    #4

    ციტატა: C.PC5
    რაოდენობიდან გამომდინარე ვიტყოდი კიდე მცველი რაღად გვინდათქო, მაგრამ ისე მიდის საქმე რომ აწი თუ უნდა მარტო მცველები მოიყვანონ თანახმა ვიქნები😂


    რეალურად ცენტრალური მცველი ორი გვყავს მარტო. კუნდე და არაუხო, და ჰაჰა გარსია. კრისტენსენი და პიკე ბალასტია. ფლანგებზე უნდა გვეყიდა ვანდერსონი და მოვიყვანეთ ბელერინი ნუ კაი ამენაე გამოდგეს იქნებ. მარცხნივ კიე ალბა და ბალდე ამ სეზონში საკმარისი იყო. ალონსოც ბალასტია რეალურად.

  • nika 54
    schedule 07 ოქტ 2022, 14:04
    #3

    უკვე დატრამვული ფეხბურთელები მოგვყავს?

  • CHEPE24
    schedule 07 ოქტ 2022, 11:09
    #2

    ხოო აბა რაა მუხლზე პრობლემიანი უმტიტივ გვყავდა და რაზე გაუშვეს მაშინ ყოფილიყო თუ ჩვენ ხელფას მაინც ვუხდით გდებულიყო სკამზე

  • C.PC5
    schedule 07 ოქტ 2022, 10:39
    #1

    რაოდენობიდან გამომდინარე ვიტყოდი კიდე მცველი რაღად გვინდათქო, მაგრამ ისე მიდის საქმე რომ აწი თუ უნდა მარტო მცველები მოიყვანონ თანახმა ვიქნები😂