ხვალ “ბარსელონას” ჩემპიონთა ლიგაზე მნიშვნელოვანი თამაში ელის, თუმცა ეს დაპირისპირება კიდევ უფრო მნიშვნელოვანია მეტოქისთვის. ჯგუფიდან გასვლის რეალური შანსების შესანარჩუნებლად მილანის “ინტერმა” “ბარსა” აუცილებლად უნდა დაამარცხოს.
დღეს ამ შეხვედრასთან დაკავშირებით ჟურნალისტების შეკითხვებს “ნერაძურის” მთავარი მწვრთნელი, სიმონე ინძაგი პასუხობდა.
– როგორაა ლაუტარო მარტინესი? ითამაშებს ის ხვალ?
– დღეს დილით ლაუტარომ გამოკვლევა ჩაიტარა და მას ტრავმა არ დაუდგინდა. მან ბოლო თამაში დაღლილმა დაასრულა. დღეს ის ნაწილობრივი დატვირთვით ივარჯიშებს. ექიმებს კიდევ ერთხელ უნდა დაველაპარაკო და ვნახავთ, როგორი იქნება ფეხბურთელის მდგომარეობა. ბროზოვიჩი და ლუკაკუ ვერ დაგვეხმარებიან, გალიარდინისა და ლაუტაროს შემთხვევაში კი დრო გვიჩვენებს, რა მოხდება.
– როგორ უნდა გაუმკლავდეთ შექმნილ ვითარებას?
– დღეს ჩვენ “რომასთან” გამართულ მატჩს გავაანალიზებთ, შემდეგ კი დეტალურად განვიხილავთ “ბარსელონას”. შედეგები გვიჩვენებს, რომ რთულ მდგომარეობაში ვართ. შაბათს კარგი თამაში გვქონდა, მაგრამ ორი გოლი გავუშვით. მეტი დავიმსახურეთ, ვიდრე მივიღეთ, მაგრამ ახლა არის დრო, როდესაც კიდევ უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ.
– როგორ უნდა ათამაშდეთ ისევ წარმატებით?
– გამარჯვებების გადაბმით. ხვალ დიდი შანსი გვეძლევა. ძალიან რთულ მეტოქეს ვხვდებით, რომელიც მიუნხენში ჩავიდა და დაუმსახურებლად დამარცხდა. ანგარიში არ ასახავს იმას, რაც მოედანზე ხდებოდა. მაღალი დონის მეტოქე გვყავს.
– ამ თამაშისთვის სტიმული გჭირდებათ?
– “ბარსელონა” ძალიან ძლიერი და ყოველმხრივ სრულყოფილი გუნდია. ჩვენთვის ეს შესაძლებლობაა. ვიცით, თუ რა მნიშვნელობა აქვს ამ შეხვედრას. ჩვენ “ინტერი” ვართ და მთელი ჩვენი ძალებით ვითამაშებთ.
– ხვალ ონანა ითამაშებს? როგორ გეგმავთ მომავალ თამაშებს?
– მატჩიდან მატჩამდე რეჟიმში ვგეგმავ. ხვალ ჩვენ კარში ონანა იდგება.
– ყველაზე მეტად რა გაღელვებთ “ბარსელონადან”?
– ეს არის სრულყოფილი, ძლიერი გუნდი არაერთი დადებითი თვისებით. მათ ყველაფერი იციან, ორგანიზებულები არიან. ვფიქრობ, ეს არის გუნდი, რომელიც ბურთს მეტოქის საჯარიმოსთან ყველაზე ახლოს იბრუნებს. წელს მათ ლევანდოვსკიც ჰყავთ, ის დიდებული ფეხბურთელია.
– “ბარსელონა” ფავორიტად მიგაჩნიათ? თქვენ დადებით მხარეებზე რას გვეტყვით?
– ვიცით, თუ რამდენად რთული თამაში გველის. “ბაიერნთან” დაპირისპირების დროს კარგად გამოვიყურებოდით, მაგრამ დავმარცხდით. თამაშის საკვანძო მომენტებში ვერ ვივარგეთ, უკეთ დაცვა გვმართებდა და შანსებიც უკეთ უნდა გამოგვეყენებინა. ხვალ საკმარისად კარგად უნდა ვითამაშოთ იმისათვის, რომ მეტოქე შევზღუდოთ, შემდეგ კი დარტყმა სწორ დროს მივაყენოთ.
გავიხსენოთ რეალმა შარშან როგორ მოიგო ლიგა: ყველა თამაში ბოლო 10-15წუთზე შემოატრიალა იღბლიანი გუნდია ეგ ჩემისები რეალზე ეგ როგორ უნდა თქვა მაგრამ ფაქტიც ვნახეთ.იმედია ეგ იღბალი წელს ჩვენს კენ იქნება უფფფ ერთი მანახა როგორ ავწევთ ლიგის თას 😂🫶
არაა მაგი სუპერპიპო, ძმაა;
ფეხბურთელი ის ჯობდა, მწვრბნელად ეს უფრო ქაჩავს
ეე სუპერპიპო ეგრე თუ გააგრძელე კარგად იქნება შენი საქმე,ხვალ კი გაგემებთ მარცხს.
ძალიან რთულ მეტოქეს ვხვდებით, რომელიც მიუნხენში ჩავიდა და დაუმსახურებლად დამარცხდა. ანგარიში არ ასახავს იმას, რაც მოედანზე ხდებოდა. მაღალი დონის მეტოქე გვყავს.
სასიამოვნოა მეტოქე რო ასე საუბრობს შენზე, აბა ბაიერნია გუნდი? "ისევ გავაგრძელებთ ტრადიციას ბარსასთან თამაშებშიო".
საციცოხლოდ მნიშვნელოვანია ხვალინდელი სამი ქულა! იმედია ყველაფერი გეგმის მიხედვით წავა…