დიდი შანსია, დღევანდელი შეხვედრა ჩემპიონთა ლიგის C ჯგუფში გადამწყვეტი გამოდგეს. ფავორიტი “ბარსელონაა” და თუ კატალონიელებმა ეს სტატუსი გაამართლეს და მოიგებს, ჯგუფიდან გასვლისკენ ძალიან დიდ ნაბიჯს გადადგამენ, “ინტერს” კი წარმატების მიღწევის მინიმალური შანსი დარჩება.
სათამაშო ფორმა
“ბარსელონა” წარმატებით თამაშს განაგრძობს და ესპანეთის ჩემპიონატში გალიდერების წყალობით დღევანდელ მატჩს კარგ ხასიათზე ხვდება.
ლა ლიგის გასულ ტურში კატალონიელებმა “მალიორკასთან” სტუმრად კი იწვალეს, მაგრამ სანაკრებო პაუზის შემდეგ მოგება ნებისმიერ შემთხვევაში დადებითად უნდა შეფასდეს. თანაც “ბარსას” სერიოზული დანაკლისი ჰქონდა, რასაც ჩავიმ თავის მხრივ როტაცია დაამატა.
მიმდინარე სეზონში “ბარსელონამ” 5 გასვლითი თამაში ჩაატარა, საიდანაც 4 მოიგო და მხოლოდ “ბაიერნთან” დამარცხდა. მიუნხენში გამართულ შეხვედრაზეც ვერ ვიტყვით, რომ “ბლაუგრანა” მეტოქეზე ცუდად გამოიყურებოდა. “ბაიენრი” ერთადერთი გუნდია, რომელთანაც “ჩავის” “ბარსამ” სტუმრად ძირითად დროში წააგო.
ჩემპიონთა ლიგაზე კი ბოლო 4 გასვლით მატჩში “ბარსას” 3 თამაში ისე აქვს წაგებული, რომ გოლიც კი არ გაუტანია. აქედან ორი “ბაიერნთან”.
“ინტერს” საქმე ცუდად მისდის. სერია A-ში ზედიზედ 7 საშინაო თამაშის მოგების შემდეგ წინა ტურში სიმონე ინძაგის გუნდი “რომასთან” დამარცხდა. ეს ჩემპიონატში გუნდის ზედიზედ მე-2 წაგება იყო და ასეთი ცუდი შედეგი “ნერაძურის” ბოლო თითქმის 3 წლის განმავლობაში პირველად აქვს. მილანელები 8 ტურის შემდეგ მე-9 პოზიციას იკავებენ. ვრცელდება ინფორმაცია, რომ დღეს წაგების შემთხვევაში სიმონე ინძაგის დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლებენ.
“ინტერს” ჩემპიონთა ლიგის ბოლო 2 საშინაო თამაში ერთნაირი ანგარიშით, 0-2 აქვს წაგებული. ამ ტურნირის ეგიდით მილანში გამართული ბოლო 9 დაპირისპირებიდან “ნერაძურიმ” მხოლოდ 2 მოიგო.
რაც შეეხება მიმდინარე გათამაშებას – აუტსაიდერ “პლზენს” ორივე გუნდმა მარტივად მოუგო, ფავორიტ “ბაიერნთან” კი ორივემ 0-2 წააგო. განსხვავება ისაა, რომ “ინტერი” “ბაიერნს” საკუთარ კედლებში დაუპირისპირდა, “ბარსელონა” კი სტუმრად.
დანაკლისი
ორივე გუნდს სერიოზული პრობლემები აქვს. სიმონე ინძაგიმ დაადასტურა, რომ დღეს რომელუ ლუკაკუ და მარსელო ბროზოვიჩი ვერ ითამაშებენ. ბელგიელ თავდამსხმელს მიმდინარე სეზონში თითქმის არ უთამაშია, აი ბროზოვიჩი კი გუნდისთვის ნამდვილად შეუცვლელი ფეხბურთელია.
შესაძლოა, დღეს მოედანზე “ინტერის” კიდევ ერთი თავდამსხმელი, ლაუტარო მარტინესიც ვერ ვიხილოთ. მის მსგავსად საეჭვოა რობერტო გალიარდინის თამაშიც.
“ბარსელონას” იგივე დანაკლისი აქვს, რაც “მალიორკასთან” ჰქონდა – არაუხო, კუნდე, ბელერინი, დეპაი, დე იონგი. მოსალოდნელია, რომ სასტარტოში დაბრუნდებიან ის ფეხბურთელები, რომლებსაც ჩავიმ დასვენების საშუალება მისცა – პედრი, რაფინია და ერიკ გარსია.
ურთიერთშეხვედრები
სათამაშო ფორმის მსგავსად ამ კომპონენტშიც დიდი უპირატესობა “ბარსელონას” აქვს.
“ინტერთან” გამართულ 14 თამაშში “ბარსას” 8 მოგება, 4 ფრე და 2 მარცხი დაუგროვდა. კატალონიელებმა გაიტანეს 24 და გაუშვეს 11 გოლი.
ბოლო 5 მატჩში “ბარსამ” 4 მოიგო და ერთი ფრედ დაასრულა. გუნდების უკანასკნელ დაპირისპირებაში კი უმოტივაციო “ბარსამ” მოტივირებული “ინტერი” მისსავე მოედანზე დაამარცხა.
იტალიაში ჩატარებული 7 შეხვედრიდან “ბარსელონამ” 4 ფრედ დასრულდა, 2 “ბარსელონამ” მოიგო და ერთი “ინტერმა”. თუმცა ის ერთი მარცხი ძალიან მწარედ გვახსოვს. 2010 წელს გვარდიოლას “ბარსა” მოურინიოს “ინტერთან” ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალის პირველ მატჩში ანგარიშით 1-3 დამარცხდა, რის გამოც ფინალს მიღმა დარჩა. რომ არა ეს მარცხი, დიდი ალბათობით, “ბარსელონა” ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ 3-ჯერ მოგებას მოახერხებდა.
არბიტრი
შეხვედრას 42 წლის სლოვენიელი სლავკო ვინჩიჩი განსჯის.
სლავკო ვინჩიჩი FIFA-ს არბიტრი 2010 წლიდანაა. მას ჩემპიონთა ლიგაზე 21 თამაში აქვს ჩატარებული. ევრო 2020-ზე სლოვენიელს ჯგუფური ეტაპის 2 თამაშის გარდა იტალიისა და ბელგიის მეოთხედფინალური დაპირისპირებაც ანდეს. ის იყო ევროპა ლიგის წინა გათამაშების ფინალის მთავარი მსაჯიც.
კარიერის განმავლობაში საერთაშორისო მატჩებში ვინჩიჩი თამაშში საშუალოდ 26.6 ჯარიმასა და 0.13 თერთმეტმეტრიანს ნიშნავს, ფეხბურთელებს კი 3.8 ყვითელ და 0.13 წითელ ბარათს უჩვენებს.
“ბარსელონას” მატჩში ვინჩიჩს აქამდე არასდროს უმსაჯია.
“ინტერმა” სლოვენიელის მონაწილეობით 2 შეხვედრა ჩაატარა და ორივე ფრედ დაასრულა – 2014 წელს ევროპა ლიგის ჯგუფში “სენტ-ეტიენთან” სტუმრად და 2020 წელს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში “შახტართან” საკუთარ კედლებში. ამ მატჩებში ვინჩიჩს არც წითელი ბარათი უჩვენებია და არც თერთმეტმეტრიანი დაუნიშნავს.
სტატისტიკა
- ჩემპიონთა ლიგაზე “ინტერის” ბოლო 6 თამაშში 2 ან ნაკლები გოლი გადიოდა;
- ამ გუნდების ბოლო 11 თამაშიდან “ინტერმა” მხოლოდ 1 მოიგო;
- “ბარსელონას” “ინტერთან” 5-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს;
- ამ გუნდების ბოლო 7 თამაშში “ბარსელონა” გოლის გატანას ყოველთვის ახერხებდა;
- ამ გუნდების ბოლო 3 თამაშში “ინტერი” გოლის გატანას ყოველთვის ახერხებდა;
- ამ გუნდების ბოლო 8 თამაშიდან ექვსში მსაჯები 4 ან ნაკლებ ბარათს აჩვენებდნენ;
- ბოლო 8 თამაშიდან ექვსში “ბარსელონა” მინიმუმ 3 გოლის გატანას ახერხებდა;
- როგორც “ბარსელონამ”, ასევე “ინტერმა” თავისი ბოლო 7 თამაშიდან ექვსში ანგარიშის გახსნა მოახერხა;
- როგორც “ბარსელონამ”, ასევე “ინტერმა” თავისი ბოლო 7 თამაშიდან ხუთში პირველი ტაიმის მოგება მოახერხა;
- ტოტალიზატორები “ბარსელონას” მოგებას კოეფიციენტს 1.83 ანიჭებენ, რაც მოგების 55%-იან შანსს უდრის, თუმცა “ბარსა” ასეთი თამაშების მხოლოდ 29%-ს იგებს.
ჩავი მატჩის წინ
სავარაუდო შემადგენლობები
UEFA
ინტერი: ონანა, შკრინიარი, დე ვრეი, ბასტონი, დარმიანი, ბარელა, ასლანი, მხითარიანი, დიმარკო, ჯეკო, მარტინესი.
ბარსელონა: ტერ შტეგენი, რობერტო, პიკე, გარსია, ალონსო, ბუსკეტსი, გავი, პედრი, დემბელე, ლევანდოვსკი, რაფინია.
Sport
ინტერი (3-5-2): ონანა, შკრინიარი, აჩერბი, ბასტონი, დუმფრისი, ბარელა, დიმარკო, ასლანი, ჩალჰანოღლუ, მარტინესი, ჯეკო.
ბარსელონა (3-4-3): ტერ შტეგენი, გარსია, კრისტენსენი, ალონსო, რობერტო, ბუსკეტსი, პედრი, გავი, რაფინია, ლევანდოვსკი, დემბელე.
Mundo Deportivo
ინტერი (3-5-2): ონანა, დე ვრეი, შკრინიარი, ბასტონი, ბარელა, დუმფრისი, გალიარდინი, ჩალჰანოღლუ, დარმიანი, მარტინესი, ჯეკო.
ბარსელონა (3-4-3): ტერ შტეგენი, კრისტენსენი, გარსია, ალონსო, რობერტო, ბუსკეტსი, გავი, პედრი, დემბელე, ლევანდოვსკი, რაფინია.
Marca
ინტერი (3-5-2): ონანა, შკრინიარი, აჩერბი, ბასტონი, დუმფრისი, ბარელა, ასლანი, ჩალჰანოღლუ, დიმარკო, ჯეკო, მარტინესი.
ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი, რობერტო, კრისტენსენი, გარსია, ალონსო, ბუსკეტსი, პედრი, გავი, დემბელე, ლევანდოვსკი, რაფინია.
AS
ინტერი (3-5-2): ონანა, შკრინიარი, დე ვრეი, ბასტონი, დარმიანი, ბარელა, ასლანი, მხითარიანი, დიმარკო, მარტინესი, ჯეკო.
ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი, რობერტო, კრისტენსენი, გარსია, ალონსო, ბუსკეტსი, გავი, პედრი, დემბელე, ლევანდოვსკი, რაფინია.
პროგნოზი
- WhoScored: 1-2
- Sportsmole: 1-2
- Goal: 1-1
- Sportskeeda: 1-3
1-3 ჩვენია ეს იგრა
ინტერს თბილისის დინამომაც კი მოუგო მილანში უეფას თასზე. ისე რო გოლიც კი არ გავიშვია არც სახლში არც სტუმრად.
მე მგონი შეიძლება მოვუგოთ კიდეც დღეს, თუ ასეთ ცუდ დღეშია.