workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჩავის პრესკონფერენცია ინტერთან თამაშის წინ

ჩავის პრესკონფერენცია ინტერთან თამაშის წინ

“ინტერთან” ხვალინდელი საჩემპიონთალიგო დაპირისპირების წინ “ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა, ჩავი ერნანდესმა დღეს პრესკონფერენცია გამართა, რომლის თარგმანსაც ჩვენს მომხმარებლებს ვთავაზობთ.

“ინტერი” ძალიან განსხვავებული გუნდია იმ გუნდებისგან, რომლებსაც მიმდინარე სეზონში ვეთამაშეთ. ყველა გუნდი არ თამაშობს ორი ცენტრფორვარდით.
განსხვავებულ თამაშს უნდა მოვერგოთ. ასეთი რამ წინა წელს არ მომხდარა, მაგრამ ამისთვის მზად ვართ.
ეს გადამწყვეტი თამაში არაა, მაგრამ ის პოზიტიურად უნდა დავასრულოთ და მოტივირებულები დავრჩეთ.
სასტარტო თერთმეტეული უკვე გადაწყვეტილი მაქვს.
როგორც ადრე უკვე ვთქვი, ძალიან კმაყოფილი ვარ იმით, თუ როგორ უმკლავდებიან ჩემი ფეხბურთელები მეტოქის შეტევებს, მაგრამ მიუნხენში გამართულმა თამაშმა აჩვენა, რომ იდეალურები არ ვართ.
ჩვენთვის ძალიან კარგია, რომ როგორც იქნა, ლა ლიგაში პირველ ადგილზე გადავედით. ბიჭებმა ეს დაიმსახურეს და ისინი ძალიან ბედნიერები არიან.
სერჟი რობერტო ძალიან უნივერსალური ფეხბურთელია და ის გასახდელშიც გვეხმარება. მიხარია, რომ მან კონტრაქტი განაახლა.
ლევანდოვსკის ჩვენი გოლების ნახევარი გააქვს? ეს მხოლოდ რიცხვებია. ის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია, რაც უკვე დამტკიცებული აქვს.
“ინტერთან” ნახევარფინალი 2010 წელს? ამაზე არ ვფიქრობ. გიჟური თამაშები იყო, მაგრამ ახლა მხოლოდ ხვალინდელ შეხვედრაზე ვფიქრობ.
ვფიქრობ, პრესკონფერენციას მსაჯებიც უნდა ატარებდნენ და საკუთარ აზრს გამოხატავდნენ. ასეთ შემთხვევაში მათ უფრო ადამიანურად მივუდგებით. მე მათი გულწრფელობის ყოველთვის მჯერა და ამას ყოველთვის ვამბობ.
ლეო მესი ჩემი მეგობარია, მას ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებ, მაგრამ ახლა მასზე საუბრის დრო არაა.
ხვალინდელ თამაშში დომინანტები უნდა ვიყოთ და გოლები გავიტანოთ.
პედრის გამო ძალიან ბედნიერი ვარ. მას გოლი ყოველთვის ვერ გააქვს, მაგრამ ამ თამაშში უფრო მნიშვნელოვანი რაღაცებიც არსებობს.
ჩვენ შეგვიძლია, ვითამაშოთ 4, ან 3, ან 5 მცველით. ასევეა ნახევარმცველების შემთხვევაშიც. მარკოს ალონსოს დამატებით ძალიან კმაყოფილი ვარ, მან ჩვენს გუნდს მოქნილობა შემატა.
ლაუტარო ძალიან კარგი ფეხბურთელია. თუ ის ხვალ მოედანზე არ იქნება, ჩვენი დანაკლისი დაბალანსდება.
რასაც გავი მოედანზე აკეთებს, გასაოცარია. ის ყველას აზღვევს და ყოველთვის ბოლომდე იხარჯება.
უნდა გავრისკოთ. ეს ჩვენი ფილოსოფიაა. თუ დომინირებისთვის დაგვჭირდება, რომ ნახევარდაცვაში ფეხბურთელი დავამატოთ, ამას გავაკეთებთ.
ხვალ ვეცდებით, ვაჩვენოთ, რომ ასეთ სტადიონებზე მოგება შეგვიძლია.
sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (9)

  • Barca1980
    schedule 04 ოქტ 2022, 10:46
    #9

    ვისაც რამდენი ხანი უნდა იმდენი ილაპარაკოს მსაჯელონაზე , მთავარია ისტორიას ახსოვს და ემახსოვრება ინიესტას საოცარი დარტყმა და გამო…..ული სტემფორ ბრიჯი თავის რუს ოლიგარქთან ერთად და ბარსელონას მილიონობით გახარებული გულშემატკივარი .

  • ბექსონ 77
    schedule 04 ოქტ 2022, 09:17
    #8

    ჩვენი დღეა ძმებო უეჭველი დღეს აუცილებელად უნდა ავიღოთ+3 ქულა აქეთ ბარსა გაგვახარებს იქეთ კი დარწმუნებული ვარ რომ კვარა ორმაგად გაგვახარებს..უმნიშვნელოვანესი დღეა❤️🫶

  • Nodariko Dzadzamia
    schedule 03 ოქტ 2022, 23:12
    #7

    ციტატა: La Pulga10

    ციტატა: Nodariko Dzadzamia

    ციტატა: nika 54
    "ინტერთან" ნახევარფინალი 2010 წელს?
    ეს რა შეკითხვაა? თითქოს პატიოსნად მოგვიგეს. აქ რო მესის გოლი არ ჩაუთვალეს და ოფსაიტი დაუფიქსირეს ამ დროს ბურთი მეტოქისგან მიუვიდა. იმ მსაჯმაც აღიარა მერე, მაგრამ რა ხეირი.

    ბარსას მინიმუმ 6-7 ლიგა უნდა ჰქონდეს რეალს კი მაქსიმუმ 9-10 ბარსა ბევრ შემთხვევაში მსაჯების გამო აგებს და რეალის ფანებს არა მარტო ისინი მსაჯელონას გვეძახიან და მათმა კლუბმა(რეალმა) 4 ლიგა მსაჯებით მოიგო მაგარი სასაცილოა

    ეგ მსაჯელონა დაიწყო ჩელსისთან მოგების დროს.ხალხს მარტო ბოლო თამაში ახაოვს,არადა პირველ მატჩშიც ზუსტად იგივე ნაგავი მსაჯობა იყო,თანაც ბარსას წინააღმდეგ.

    პიკეს კვერც#ში რო ამოარტყეს წითელი არ მისცეს და უამრავი სხვა მაგრამ იმათ პროფესორები ყავთ

  • F.C.BARCELONA
    schedule 03 ოქტ 2022, 23:01
    #6

    ბალაკი რო არ გააგდო და პენალტი არ დანიშნა ჩელსის კარში ნოუ კამპზე 2009 ეგ რა გასახსენებელია მთავარი მაინც ბოლო 5 წუთია ის 5 წუთი რომელიც სტემფორთ ბრიჯზე ვნახეთ იმ ბალაკის შესრულებით რომელსაც არ უნდა ეთამაშა წეასით და რიგით ეგ თამაში წითლის გამო მაგრამ ეგეც არაა გასახსენებელი როგორც ვთქვი მარტო ის ბოლო 5 წუთია დასამახსოვრებელი რომელიც მადრიდის რელის ზოგიერთ საკალელ ქომაგებს უნდა😀

  • ჯიმიბარსა
    schedule 03 ოქტ 2022, 21:27
    #5

    ინტერი არაა ახლა სასურველ ფორმაში და თან ლუკაკუც არ ჰყავთ, მოსაგებია ეს თამაში, ჯგუფიდან გასასვლელად მოგება ძალიან საჭიროა.

  • Robert lewandovski
    schedule 03 ოქტ 2022, 21:18
    #4

    ის სი.ი ვულკანიც მაშინ ამოიფრქვა და ავტობუსით მგზავრობა მოუწიათ ბიჭებს მაშინ, უიღბლო გუნდია ბარსა.

  • La Pulga10
    schedule 03 ოქტ 2022, 21:12
    #3

    ციტატა: Nodariko Dzadzamia

    ციტატა: nika 54
    "ინტერთან" ნახევარფინალი 2010 წელს?
    ეს რა შეკითხვაა? თითქოს პატიოსნად მოგვიგეს. აქ რო მესის გოლი არ ჩაუთვალეს და ოფსაიტი დაუფიქსირეს ამ დროს ბურთი მეტოქისგან მიუვიდა. იმ მსაჯმაც აღიარა მერე, მაგრამ რა ხეირი.

    ბარსას მინიმუმ 6-7 ლიგა უნდა ჰქონდეს რეალს კი მაქსიმუმ 9-10 ბარსა ბევრ შემთხვევაში მსაჯების გამო აგებს და რეალის ფანებს არა მარტო ისინი მსაჯელონას გვეძახიან და მათმა კლუბმა(რეალმა) 4 ლიგა მსაჯებით მოიგო მაგარი სასაცილოა

    ეგ მსაჯელონა დაიწყო ჩელსისთან მოგების დროს.ხალხს მარტო ბოლო თამაში ახაოვს,არადა პირველ მატჩშიც ზუსტად იგივე ნაგავი მსაჯობა იყო,თანაც ბარსას წინააღმდეგ.

  • Nodariko Dzadzamia
    schedule 03 ოქტ 2022, 21:09
    #2

    ციტატა: nika 54
    "ინტერთან" ნახევარფინალი 2010 წელს?
    ეს რა შეკითხვაა? თითქოს პატიოსნად მოგვიგეს. აქ რო მესის გოლი არ ჩაუთვალეს და ოფსაიტი დაუფიქსირეს ამ დროს ბურთი მეტოქისგან მიუვიდა. იმ მსაჯმაც აღიარა მერე, მაგრამ რა ხეირი.

    ბარსას მინიმუმ 6-7 ლიგა უნდა ჰქონდეს რეალს კი მაქსიმუმ 9-10 ბარსა ბევრ შემთხვევაში მსაჯების გამო აგებს და რეალის ფანებს არა მარტო ისინი მსაჯელონას გვეძახიან და მათმა კლუბმა(რეალმა) 4 ლიგა მსაჯებით მოიგო მაგარი სასაცილოა

  • nika 54
    schedule 03 ოქტ 2022, 20:52
    #1