workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ქალთა ჩემპიონთა ლიგაზე ბარსელონას მეტოქეები ცნობილია

ქალთა ჩემპიონთა ლიგაზე ბარსელონას მეტოქეები ცნობილია

დღეს შვეიცარიის ქალაქ ნიონში ქალთა ჩემპიონთა ლიგის 2022/23 წლების გათამაშების ჯგუფური ეტაპის წილისყრა გაიმართა.

ბოლო წლების ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი “ბარსელონა” პირველ კალათში იყო განთესილი და კატალონიელებმა რთული ჯგუფი თავიდან აირიდეს. თუმცა D ჯგუფს ინტრიგა მაინც ახლავს.

“ბარსელონასთან” ჯგუფში მოხვდა გერმანიის ბუნდესლიგის მეორეადგილოსანი მიუნხენის “ბაიერნის” ქალთა გუნდი. “ბლაუგრანას” გერმანელებთან რევანში აქვს ასაღები, მაგრამ არა კაცების ფეხბურთის გამო. საქმე ისაა, რომ წინასასეზონო მზადების დროს “ბაიერნმა” “ბარსა” ამხანაგურ შეხვედრაში მოულოდნელად დაამარცხა.

ესპანური და გერმანული გუნდების გარდა D ჯგუფში მოხვდნენ შვედეთისა და პორტუგალიის საუკეთესო გუნდები, “როზენგარდი” და “ბენფიკა”.

სხვა ჯგუფები:

A ჯგუფი

  • ჩელსი
  • პსჟ
  • რეალ მადრიდი
  • ვლაზნია

B ჯგუფი

  • ვოლფსბურგი
  • სლავია
  • სანქტ პოლტენი
  • რომა

C ჯგუფი

  • ლიონი
  • არსენალი
  • იუვენტუსი
  • ციურიხი

ჯგუფური ეტაპი 19 ოქტომბერს დაიწყება და 22 დეკემბერს დასრულდება. ჯგუფებში საუკეთესო 2-2 გუნდი ასპარეზობას მეოთხედფინალში განაგრძობს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (5)

  • me da barca
    schedule 04 ოქტ 2022, 13:06
    #5

    ლიონი, ვოლსბურგი და პსჟ, ეს სამია ანგარიშგასაწევი, აქედან ყველაზე ძლიერი მაინც ლიონია.

  • nika 54
    schedule 03 ოქტ 2022, 21:11
    #4

    მოკლედ ქალებიც სისხლისმსმელები ყავთ ამ გერმანელებს.

  • CHEPE24
    schedule 03 ოქტ 2022, 17:58
    #3

    აქაც რომ ბაიერნი გვყავს ჯგუფᲨი სასაცილოც აღარაა მგონი🤔🤔 ეს რა წყევლა ავიკიდეთ ყველგან😄😄😄 მარა ესენი მაინც ამოტენიან ახალი მოსულის გაიას იმედი მაქვს მთლად პუტელასი არაა მაგრამ საკაიფოა ეგეც😄😄😄

  • ROUCH
    schedule 03 ოქტ 2022, 16:52
    #2

    ძველი მწვრთნელი დააბრუნონ ან ვინმე ნახოთ. თორე ამ დედლის იმედი არ მაქ ეხლა რო წვრთნით. გასული სეზონიც თითქოს იმ აღებული რაზგონის ინერციით ჩაიარეს სადადაც ბოლოს ლიონმა დაატორმუზათ თან მწარედ. ნუ შარშან ის 10 ნომერიც მაგრად დააკლდათ ქერა ფრანგი მარა მწვრთნელიც დედალია

  • GAUCHO 8
    schedule 03 ოქტ 2022, 16:14
    #1

    Warmatebebi gogoebs