ორკვირიანი პაუზის შემდეგ “ბარსელონა” მოედანს ხვალ უბრუნდება. “ბლაუგრანას” სანაკრებო პაუზების შემდეგ ტრადიციულად უჭირს და იოლი მატჩი არც ხვალ გველის, განსაკუთრებით ტრავმების გათვალისწინებით. სწორედ ტრავმებს დაეთმო ჩავი ერნანდესის დღევანდელი პრესკონფერენციის უდიდესი ნაწილი.
თამაში
რთული მატჩი გველის, რადგან სტუმრად ვთამაშობთ, ხავიერ აგირეს კი თავისი გუნდებით მაქსიმუმის ჩვენება შეუძლია. მარტივი არ იქნება, რადგან მეტოქე ბევრ გოლს არ უშვებს. გარდა ამისა სანაკრებო პაუზების შემდეგ ისტორიულად გვიჭირს.
ტრავმები
გეგმები აგვერია, მაგრამ პოზიტიურად უნდა ვიფიქროთ. არ გაგვიმართლა. ვცდილობთ, პრობლემას მივაგნოთ. არავის ვადანაშაულებთ, მაგრამ უნდა ვეცადოთ, ასეთი რამ აღარ განმეორდეს. დროა, ვაჩვენოთ, რომ კარგი შემადგენლობა გვყავს.
მარჯვენა მცველი
ბევრი ვარიანტი გვაქვს. უნდა ვნახოთ, როგორ იგრძნობს თავს სერჟი რობერტო, ასევე “ბარსა ატლეტიკიდან” მარკ კასადო გვყავს. შეგვიძლია, 3 ცენტრალური მცველით ვითამაშოთ, ან მარცხენა მცველი მარჯვნივ ვათამაშოთ. ამას ვარჯიშის შემდეგ გადავწყვეტთ.
უსმან დემბელე
ის 100%-ით მზადაა და თამაში შეუძლია.
ზარი ლუის ენრიკესთან
ლუისთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს. მხოლოდ ტიტესთვის არ დამირეკავს, საფრანგეთის ნაკრების მწვრთნელს და ყველა სხვა მწვრთნელსაც დავურეკე. ჩვენ მათ ჩვენი გეგმა გავუგზავნეთ და ვესაუბრეთ, თუმცა ტრავმების მხრივ უიღბლოები გამოვდექით. ესპანეთის შემთხვევაში გაგვიმართლა, რადგან ჩვენ ერთმანეთის მსგავსი სისტემით ვმუშაობთ.
ბარსა ატლეტიკი
ვინც სათამაშოდ მზადაა, ითამაშებს. ასაკს ყურადღებას არ ვაქცევთ. ბალდე მხოლოდ 18 წლისაა. “ბარსა ატლეტიკს” თვალს ვადევნებთ, რაფა მარკესთან მუდმივ კონტაქტზე ვარ. მისი გუნდი ძალიან კარგად მუშაობს.
რონალდ არაუხო
ძალიან იმედგაცრუებული ვარ, რადგან არაუხოს ტრავმა სერიოზულია. ყველაზე მეტად იმაზე ვწუხვარ, რომ მას ოპერაცია დასჭირდა. ვწუხვარ როგორც მისი, ასევე გუნდის გამოც, რადგან ის ჩვენთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია.
ჟიულ კუნდე
მხოლოდ იმაზე ვფიქრობთ, რომ ის 100%-ით გამოჯანმრთელდეს. რა თამაშიც არ უნდა იყოს, ტრავმის რეციდივის საფრთხე არ უნდა არსებობდეს.
სერხიო ბუსკეტსი
მან საჯაროდ თქვა, რომ ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი, რას იზამს სეზონის ბოლოს. ჩემთვის ის გუნდის ფუნდამენტური წევრია და როგორც ვხედავ, ლუის ენრიკესთვისაც.
მარცხენა მცველი
ყველა თამაში 3 ქულით ფასდება. როტაციას მივმართავთ, რადგან კალენდარი ძალიან მომთხოვნია. ყველა მზად უნდა იყოს.
ნახევარმცველი მარჯვენა მცველად
ბევრი ვარიანტია. სერჟი რობერტოს უფრო ნახევარმცველად ვხედავ, მაგრამ მას ამ პოზიციაზე თამაშიც შეუძლია. ასევე ამ პოზიციაზე თამაში შეუძლია ფრენკისაც, როდესაც ბურთი ჩვენ გვაქვს, მაგრამ მიმაჩნია, რომ უფრო დაცვითი პროფილის ფეხბურთელი უნდა შევარჩიოთ.
მარკ კასადო
მარკ კასადო უნივერსალია. მას მებრძოლი სული აქვს. ეს ფეხბურთელი მომწონს და სწორედ ამიტომაა ჩვენთან ერთად.
ანსუ ფატი
ამ 2 კვირის განმავლობაში ანსუ ვარჯიშებზე ძალიან კარგი იყო.
წაგებაზე ფიქრიც არ შეიძლება.
მარკ კასადო უნივერსალია. მას მებრძოლი სული აქვს. ეს ფეხბურთელი მომწონს და სწორედ ამიტომაა ჩვენთან ერთად.
==========
წინა სტატიაში ფოტოზე ისეთი ემოციური გამომეტყველება აქვს, რომ ვფიქრობ ეს იქნება "გავი კუბში"!!! ::დდდ
თითქოს მასზე ძლიერიც ჩანს, მთლიანი ფოტო ვერ იპოვეთ? ან ფიზიკური მონაცემები მაინც დაგეწერათ! ::დდდდდ
ვნახოთ, არადა წაგება ნაღდად არ გვაწყობს!