workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ანტუან გრიზმანით ორი ევროპული გრანდი დაინტერესდა

ანტუან გრიზმანით ორი ევროპული გრანდი დაინტერესდა

ანტურან გრიზმანის მომავალი ისევ გაურკვეველია. “ბარსელონა” და “ატელტიკო” ვერ თანხმდებიან და არავინ იცის, სად იქნება ფრანგი ვარსკვლავი 2023 წლის ზაფხულში.

გრიზმანი “ბარსელონადან” “ატლეტიკოში” 2 წლითაა განათხოვრებული. კლუბებს შორის არსებული შეთანხმების მიხედვით თუ გრიზმანი მადრიდული გუნდის თამაშების ნახევარზე მეტში მიიღებს მონაწილეობას, “როხიბლანკოს” მისი 2023 წელს 40 მილიონ ევროდ გამოსყიდვის ვალდებულება ექნება. დედაქალაქელები ყველანაირად ცდილობენ, ეს პუნქტი არ გააქტიურდეს, რითაც თავადაც ზარალდებიან, ფეხბურთელიც, “ბარსელონაც” და საფრანგეთის ნაკრებიც.

ბოლო კვირებში გავრცელებული ცნობებით კლუბები ახალ ფასზე მოლაპარაკებებს აწარმოებენ, მაგრამ შეთანხმება ჯერ კიდევ არ არსებობს.

სიტუაცია, შესაძლოა, სხვა გუნდების მხრიდან წამოსულმა დაინტერესებებმა შეცვალოს. იტალიური La Gazzetta dello Sport-ის ცნობით “იუვენტუსი”, ხოლო The Sun-ის ცნობით “მანჩესტერ იუნაიტედი” 31 წლის შემტევის დამატებით არიან დაინტერესებულნი. თუ “ბარსა” ამ ორი კლუბიდან რომელიმესთან სარფიანად მოლაპარაკებას მოახერხებს, კატალონიელებს, შესაძლოა, “ატლეტიკოსთან” შეთანხმება აღარც დასჭირდეთ.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (5)

  • GIo-GxP-FCB
    schedule 27 სექ 2022, 15:57
    #5

    მანჩესტერს რაში ჭირდება

  • me da barca
    schedule 26 სექ 2022, 23:09
    #4

    არ მგონია ეს ვინმემ წაიყვანოს. ეს თუ სიმართლეა, დაინტერსების იქეთ საქმე არ წავა.

  • romani23
    schedule 26 სექ 2022, 18:07
    #3

    გააააააააათრიეეეეეეეეთ!!!!!

  • nika 54
    schedule 26 სექ 2022, 16:48
    #2

    ბე დატოვონ და ისე დავიბრუნოთ, მერე რო ატლეტიკოსავით გადაგდება არ მოგვინდომონ.

  • La Pulga10
    schedule 26 სექ 2022, 15:58
    #1

    ეხ ანტუან,ანტუან.მოგვშორდი რა თუ ძმა ხარ.რა გინდოდა რას მოდიოდი ეჰ.