workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

error დღეს თამაშია!
MATCHDAY
ჩემპიონთა ლიგა schedule 23:00

პსჟ

პსჟ ლოგო
--:--
ბარსელონა ლოგო

ბარსელონა

arrow_forward მატჩ-ცენტრი
ბროზოვიჩის ბარსელონასთან თამაში თითქმის გამოირიცხა

ბროზოვიჩის ბარსელონასთან თამაში თითქმის გამოირიცხა

მილანის “ინტერის” ნახევარმცველის, მარსელო ბროზოვიჩის “ბარსელონას” წინააღმდეგ თამაში თითქმის გამორიცხულია.

ხორვატმა ნახევარმცველმა კუნთის ტრავმა გუშინ ეროვნულ გუნდში გამართულ შეხვედრაში მიიღო. ევროპულ მედიაში გავრცელებული ცნობებით დაზიანება სერიოზული არ ჩანს და ბროზოვიჩი მსოფლიო ჩემპიონატზე, დიდი ალბათობით, ითამაშებს, თუმცა იმავეს ვერ ვიტყვით ჩემპიონთა ლიგის მომდევნო ტურებზე.

დეტალური სამედიცინო შემოწმება ჯერ არ ჩატარებულა და არც მკურნალობისთვის საჭირო დროა დადგენილი. მედიაში რამდენიმე ვერსია ვრცელდება და მინიმალურ ვადად 2 კვირაა დადგენილი. La Gazzetta dello Sport კი იტყობინება, რომ 29 წლის ფეხბურთელს დაახლოებით ერთი თვე გაუცდება.

იმ შემთხვევაშიც კი, თუ ხორვატი “ინტერს” 2 კვირაში დაუბრუნდება, ის “ბარსელონასთან” 4 ოქტომბერს გასამართ დაპირისპირებას გამოტოვებს. დიდი ალბათობით მას მოედანზე ვერც 12 ოქტომბერს გასამართ განმეორებით შეხვედრაში ვიხილავთ.

მარსელო ბროზოვიჩი “ინტერისთვის” მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. მიმდინარე სეზონში ის “ნერაძურის” ყველა შეხვედრაში სასტარტო შემადგენლობაში იყო, 5-ჯერ კი ხორვატმა მატჩი სრულად ჩაატარა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (3)

  • EL MAESTRO 6
    schedule 26 სექ 2022, 19:32
    #3

    ჩვენ ისეთი დანაკლისი გვექვს რომ ბროზოვიჩი ვინ ჩემი ფეხებია

  • Tedeksaaa
    schedule 26 სექ 2022, 17:40
    #2

    ბროზოვიჩი ვინ ჩემი ფეხებია აქედან ისეთი ხალხი გამოტოვებენ მაგ თამაშს )))))))))

  • nika 54
    schedule 26 სექ 2022, 13:58
    #1

    იმედია დღეს გერმანიის ნაკრების ბაიერნელი ფეხბურთელები მიიღებენ ტრამვას. იასნია შტეგენის გარდა.