workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ვენგერის ბოლო სიტყვა ჩესკის “ბარსელონაში” გადმობარგებასთან დაკავშირებით

ვენგერის ბოლო სიტყვა ჩესკის “ბარსელონაში” გადმობარგებასთან დაკავშირებით

ლონდონის “არსენალის” თავკაცმა არსენ ვენგერმა ისაუბრა ჩესკის შესაძლო ტრანსფერზე “ბარსელონაში”. ვენგერისათვის უკვე დიდი ხანია ცნობილია, რომ ჩესკს სურს სახლში დაბრუნება და ამის სანაცვლოდ “ბარსა” ლონდონელებს 45 მილიონსაც სთავაზობს. ეს პირობები ვენგერს არ აკმაყოფილებს, არსენალის ბოსები ტრანსფერის სანაცვლოდ უფრო მეტსაც ითხოვენ. “მას სურს სახლში დაბრუნება, მაგრამ ახლა ამაზე ფიქრის დრო არ არის, წინ მსოფლიო ჩემპიონატია და მხოლოდ სამხრეთ აფრიკაზე უნდა იფიქროს. მე მას შევპირდი, რომ მუნდიალის შემდეგ ისეთ გადაწყვეტილებას მივიღებდი, რომელიც მისთვის ყველაზე კარგი იქნებოდა”.

აშკარაა, რომ ვენგერი ცდილობს დრო გაწელოს.  “ბარსელონა” მუნდიალამდეც აქტიურად ცდილობდა ფაბრეგასის შეძენას, მაგრამ ეს ვერ მოახერხა. როგორც ჩანს, გუნდიდან წასასვლელად მხოლოდ და მხოლოდ სურვილი არ კმარა. ფაქტია, რომ მუნდიალამდე ეს საქმე კვლავ გაურკვეველი დარჩება და ყველაფერი მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ გადაწყდება.

წყარო: Marca.com

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward