“ბარსა” გამპერის თასზე “მონაკოს შეხვდება. იშვიათად თამაშობენ ხოლმე ეს გუნდები, ოფიციალურად მხოლოდ 1993/94 წლების სეზონის ჩემპიონთა ლიგაზე გადაეყარნენ ერთმანეთს. კრუიფის “ბარსამ” ორივე შეხვედრა მოუგო ვენგერის “მონაკოს”. იოჰანი სულ რაღაც ორ წელში შეწყვეტს მწვრთნელობას და არასდროს აღარ მიუბრუნდება, კატალონიის ნაკრების თავკაცობას თუ არ ჩავთვლით. არსენ ვენგერი კი ჯერ მხოლოდ იწყებდა თავის ვარსკვლავურ გზას.
ეს სტატია კი სულ სხვა ამბავს ეხება. გადაავლებთ თვალს ფეხბურთელებს, რომელთაც ორივე კლუბში უთამაშიათ და უამრავი რამ გაგახსენდებათ. ჰოდა, გადავწყვიტე რამდენიმე ნაწილად დავყო და უსარგებლოდან წარმატებულამდე დავიყვანო. ეჭვიც არ მეპარება რომ აზრთა სხვადასხვაობა იარსებებს, ჰოდა, შევხედოთ რა გამოვა.
უსარგებლო ფრანგები – კრისტანვალი, პეტი, ტურამი (?)
თავის დროზე ძალიან პერსპექტიული ცენტრალური მცველი იყო ფილიპ კრისტანვალი. “მონაკოში” თავი გამოიჩინა, საფრანგეთის ნაკრების წევრიც გახდა 2000-იანების დასაწყისში, რაც ურთულესი საქმე იყო, მერე “ბარსელონაში” გადავიდა და რაღაც არ გამოვიდა. კრისტანვალში იმ დროისთვის დიდძალი თანხა – 17 მილიონი ევრო გადაიხადეს. ამხელა თანხას ცენტრალურ მცველებში ძალიან იშვიათად გაისვრიდა ვინმე.
“ბარსაში” 2001/02 და 2002/03 წლების სეზონი გაატარა. სულ 46 მატჩში მიიღო მონაწილეობა. მე პირადად ყველაზე კარგად რაც დამამახსოვრდა, “ლივერპულთან” შეხვედრა იყო, სადაც ბურთი ძელს მოარტყა – ეს გამოდგა მისი ყველაზე დიდი მიღწევა.
ემანუელ პეტი
რაც შეეხება ემანუელ პეტის, ის უკვე მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი იყო, თანაც, მუნდიალის ფინალში გოლიც აქვს შეგდებული. ვენგერმა “მონაკოდან” “არსენალში” წაიყვანა სადაც ერთ-ერთ ლიდერად იქცა, ასე რომ, ვარსკვლავური სტატუსით ჩამოვიდა “ბარსელონაში”. თავად ძალიან ცუდად იხსენებს ამ პერიოდს და კარიერის ყველაზე ცუდ გადაწყვეტილებად მიიჩნევს, მართლაც, “ბარსაში” ცუდი თამაშის მერე ნაკრებშიც დაკარგა ადგილი. კაი ხანს მისტიროდა “არსენალს”, ლონდონი მოენატრა და დაბრუნდა კიდეც ამ ქალაქში, ოღონდ, ამჯერად “ჩელსის” მაისური მოირგო.
ვინ იფიქრებდა.. ლილიან
ვოცნებობდი ამ ტრანსფერზე. თავისი თაობის ერთ-ერთი საუკეთესო მცველი იყო ლილიან ტურამი. “იუვე” კალჩოპოლის სკანდალს ემსხვერპლა, დააქვეითეს და ეცნენ ზებრას ლომები, დაგლიჯეს, ნაწილ-ნაწილ წაიღეს. “ბარსას” ძამბროტა და ტურამი ერგო. მაშინ ვიფიქრე, რომ ეგ არის, ავშენდით! მაგრამ სეზონმა სულ სხვა რამ გვაჩვენა. ძამბროტა სერია ა-სთვის იყო დაბადებული, ლა ლიგის ტექნიკური ფეხბურთი მისთვის ძალიან უცხო გამოდგა. ტურამი კი უკვე ასაკში იყო, მაგრად შენელებული, ფიზიკურად აღარ იყო ის, რაც გვახსოვდა. ასე რომ, არ ყოფილა მისგან დიდი სარგებელი, შემთხვევითი არ არის, რომ “ბარსამ” ვერაფერი მოიგო.
ლილიანი “მონაკოს” აღზრდილია, აქ დაიწყო თამაში და მერე იყო დიდი იტალიური მოგზაურობა.
დიდი აჟიოტაჟი და საბოლოოდ.. ვერ გაამართლეს – სავიოლა, ფაბრე, ლოპესი
შესაძლოა, ვინმე არ დამეთანხმოს ხავიერ სავიოლაზე, რადგან გადასარევი სადებიუტო სეზონი ჰქონდა და არც მერე იყო ცუდი, მაგრამ გახსოვთ ის მოლოდინი, რაც მის გარშემო შეიქმნა? აეროპორტი ხალხით გაივსო! გადაიჭედა! პრესა წერდა, რომ “ბარსამ” ახალი დიეგო მარადონა შეიძინა, მარადონა კი ამბობდა, რომ სავიოლა სავოლად დარჩებოდა. ჰოდა, ასეც მოხდა.
ტექნიკური და კრეატიული ფეხბურთელი იყო. კარგი ტრიო შეკრა რივალდოსა და კლუივერტთან ერთად, მნიშვნელოვანი გოლებიც გაუტანია, მაგალითად, “პანათინაიკოსთან” ჩემპიონთა ლიგაზე, მაგრამ იმის ნახევარიც ვერ ითამაშა, რასაც მისგან ელოდნენ.
ჩემი გადმოსახედიდან, ყველაზე კარგი მისი სადებიუტო სეზონი იყო – 2001/02 წლების სეზონი. სავიოლას პირველი და რივალდოს ბოლო სეზონი. არგენტინელმა ყველა ტურნირზე 21 გოლი შეაგდო და 12 საგოლე გადაცემა შეასრულა, რაც მშვენიერი მაჩვენებელია.
მომდევნო სეზონის სტატისტიკა არ იყო ცუდი, მაგრამ ხარისხი დაეცა. რივალდო წავიდა და იფიქრეს არგენტინული დუეტი საქმეს გააკეთებსო, მაგრამ ახალ ათიანს, ხუან რომან რიკელმეს ვან გაალმა შანსი არ მისცა, არაფერიც არ გამოვიდა. ეს ყველაზე ცუდი “ბარსა” იყო იმ წლებში. სავიოლამ მაინც შეძლო 20 გოლის შეგდება და 8 საგოლე გადაცემაც მიაყოლა. აღსანიშნია ჩემპიონთა ლიგაზე გატანილი 7 გოლი, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ტურინში გატანილი, “იუვეს” კარში, მეოთხედფნალური მატჩი 1:1 დასრულდა.
მომდევნო სეზონში ტაქტიკა შეიცვალა და სავიოლამ ფორვარდის პოზიციაზე კონკურენციაში კლუივერტს აჯობა, არადა, ფიქრობდნენ რომ რაიკაარდი თანამემამულეს ენდობოდა, ბოლოს და ბოლოს, ლიგა ჰქონდათ ერთად მოგებული, ვეტერანი რაიკაარდის პასით 18 წლის კლუივერტმა ფინალში გადამწყვეტი გოლი შეაგდო, “აიაქსი” გააჩემპიონეს, მაგრამ მიდის დრო და ბევრი რამ იცვლება. დასვეს სკამზე კლუივერტი. სავიოლა კი არ იყო ცუდი – სეზონში 19 გოლი შეაგდო და 9 საგოლე გადაცემა მიითვალა. რონალდინიოსთან ერთად თამაში დიდი სიამოვნება იყო.
ცუდია? არ არის ცუდი, მაგრამ ლაპორტას მეტი სურდა, იყიდა ფორვარდებად ეტო’ო და ლარსონი, სავიოლა კი გაანათხოვრეს. რამდენჯერმე დაიბრუნეს, რაც ეტო’ოს ტრავმებით იყო განპირობებული, მაგრამ განსაკუთრებული ვერაფერი აჩვენა, მათ შორის, ვერც “ლივერპულთან” “კამპ ნოუზე”. კარგი მომენტები ვერ გამოიყენა.
ბოლოს კი პუბლიკის განსაკუთრებულ სიყვარულს ხაზი გადაუსვა და “მადრიდში” გადავიდა, ისიც დააყოლა – აქ თამაშზე ყოველთვის ვოცნებობდიო. აი, ეგეთი კაცი გამოდგა.
უძღები შვილის ჩავარდნილი პროექტი
გახდა ესპანეთი მსოფლიო ჩემპიონი და ფაბრეგასს “ბარსას” ფორმა ჩამოაცვეს თავზე. პიკემ იკადრა ეს ამბავი, საზეიმო ცერემონიისას და ჰიმნიც სულ ძალით ამღერა. ამ დროისთვის უკვე “არსენალის” ლეგენდა იყო, გუნდს კაპიტნობდა, პატრიკ ვიეირას ნომერი მოირგო, სულ სხვა სტილის ფეხბურთელი იყო, მაგრამ თავისი გზა გაიკვალა და ვინ იცის დარჩენის შემთხვევაში რა ისტორიას დაწერდა, მაგრამ, მისი ოცნება “ბარსა” იყო, ლამასიელია, პიკესთან და მესისთან ერთად გაზრდილი. 16 წლისა უკვე “არსენალის” ძირითადში თამაშობდა, “ბარსას” ყოველთვის სურდა მისი დაბრუნება, თავადაც ხედავდა რა მონსტრად ჩამოყალიბდა მისი სანატრელი კლუბი და როგორც იქნა, დიდი წვალების მერე დაბრუნდა, მაგრადაც დაიწყო, მაგრამ მერე პეპი წავიდა, ამას დღემდე ვერ პატიობს გვარდიოლას. მის გამო მოვედი, ის კიდევ წავიდაო – იხსენებს წუხილით. სხვა რამეს დამპირდა, სულ სხვა რამ მივიღეო.
უკითხავთ მისთვის, “მონაკოში” თამაშის დროს, საუკეთესო მწვრთნელი ვინ იყო თქვენს კარიერაშიო და ფაბრემ არა ვენგერი, ან პეპი, არამედ მოურინიუ დაასახელა, ალბათ გვარდიოლას ჯინაზე.
ჟერარდ ლოპესი
ჩემთვის ყოველთვის ანომალია იყო. გასპარის “აღმოჩენა”. რამდენიმე კარგი თამაშის გამო ჩათვალეს რომ ვარსკკვლავი იყო და სწრაფად მოიყვანეს “ბარსაში”, მაგრამ “ვალენსიაში” რამდენიმე კარგი თამაში “ბარსას” სტანდარტებისთვის თვალში მოსახვედრიც არ არის. “მონაკოშიც” კი არ ყოფილა პირველი კაცი. საერთოდ, სავიოლასთან და ფაბრესთანაც არ არის სახსენებელი. ისეთივე ფიგურა იყო, როგორიც დანი. გახსოვთ დანი? არა? მაგაშია საქმე.
უსამართლოდ წასულები – ტურე, სონი, ობა
პირველ რიგში ტურეზე ვთქვათ. ბრწყინვალე ფეხბურთელი, კარგი ადამიანი და ნამდვილი პროფესიონალი. ელვის სისწრაფით განვითარდა მისი კარიერა, სპილოს ძვლის კუნძულებზე დაიწყო, მერე უკრაინაში მოხვდა დემეტრაძესთან ერთად, მერე ოლიმპიაკოსში ფოფხაძესთან ერთად, და როგორც იქნა, “მონაკომაც” იყიდა. “მონაკო” კიდევ კარგი ტრამპლინია.
დიდებული სეზონები ჩაატარა “ბარსაში”, მაგრამ სკამს არ მოუხდა, ზედმეტად დიდი იყო “კამპ ნოუს” სკამისთვის. არადა, როგორ გინდა ათამაშო იქ, სადაც ბუსკეტსია?! სერხიოს ჰქონდა უპირატესობები ტურესთან და ტურესაც ჰქონდა შესამჩნევი უპირატესობა, მაგრამ საქმე ის იყო, რომ გვარდიოლას ბუსკეტსის პლუსები უფრო მოსწონდა, ტურეს დრიბლინგი და გოლის შეგდების უნარი არაფერში სჭირდებოდა, რადგან წინ ჩავი და ინიესტა ჰყავდა, ელემენტალურად, აღარ იყო საჭირო მისი სიღრმიდან წამოღებული ბურთი. ტურე სჯობდა ბუსკეტსს ფიზიკურად, სჯობდა გოლის შეგდების, დრიბლინგის და ორთაბრძოლების თვალსაზრისით, მაგრამ პეპმა უფრო მოაზროვნე და ტაქტიკურად განსწავლული ფეხბურთელი არჩია, რომელიც იდეალურ ბალანსს ქმნიდა გუნდში – ვერ გავამტყუვნებთ.
პისტოლერო
უსამართლო იყო სონი ანდერსონის გაშვებაც. “ბარსას” პირველი “პისტოლერო”. სონი “მონაკოდან” შეიძინეს, ყველგან ბევრი გაჰქონდა – “მონაკოშიც”, “ლიონშიც” “ბარსაშიც”, “ვილიარეალშიც”, დაბადებული იყო ბომბარდირად, მაგრამ ვან გაალმა თავისი საყვარელი ფეხბურთელი, პატრიკ კლუივერტი მოიყვანა გუნდში და მიუხედავად იმისა, რომ სონი უფრო გამტანი ფორვარდი იყო, პატრიკთან შანსი აღარ ჰქონდა. ვან გაალს ნიდერლანდელის შეცდომებიც კი მოსწონდა, ამბობდა რომ ამ შეცდომების მიღმა გენიალური ჩანაფიქრები იმალებოდა, სონის კი თუნდაც გოლი შეეგდო, ლუის არაფრად მიაჩნდა. რთულია ასე კლუბში ყოფნა, ჰოდა, წავიდა.
ობა
მესამე კი მოდი ობა იყოს. ძალიან სურდა დარჩენა, მაგრამ ფინანსურ კრიზისს შეეწირა. კარგი პერიოდი დაჰყო “ბარსაში”, მცირე, მაგრამ ნაყოფიერი. გვახსოვს “მადრიდთან” ჩატარებული მატჩებიც, გვახსოვს “ბერნაბეუზე” გოლები. დიდი მადლობაც გადავუხადეთ, მაგრამ მაინც ნაწყენი დარჩა, არადა, გახსოვთ რამდენი იწვალა “ბარსაში” გადმოსასვლელად?
სულ სხვა ფრანგები – ანრი, ჟიული, აბიდალი
აი, ეს სულ სხვა ამბავია. ამ ხალხმა ისტორია დაწერა “ბარსაში”. მართალია ანრი ისეთი ლეგენდალური ფიგურა არ არის ჩვენთვის, როგორც “არსენალისთვის”, მაგრამ მაინც დიდებული იყო მისი ყურება. პირველ სეზონში იყო ტრავმები და შიდა არეულობა, ეგ სეზონი ჩავარდა, ხმებიც გავრცელდა ანრის გაყიდვის თაობაზე, მაგრამ საბოლოოდ დარჩა კლუბში და პეპიც მოვიდა. მერე კი სულ სხვა ისტორია იწყება. ბრწყინვალე ტრიო – მესი, ანრი, ეტო’ო. ტრიპლეტი და დიდი სანახაობა. მესამე სეზონი კი გამოსამშვიდობებელი გამოდგა, პეპმა პედრის გამოუცხადა ნდობა.
დაბალი, სწრაფი, ხისფეხა
პირდაპირ “მონაკოდან” გადმოვიდა ლუდოვიკ ჟიული, და ნამდვილად ვერ ვიფიქრებდი, რომ გარემარბის პოზიციაზე ასე კარგად ითამაშებდა. მართალია ტექნიკასთან ნაჩხუბარი იყო, რონალდინიოსა და ეტო’ოსთან შედარებით ძალიან ნათლად ჩანდა ეს, მერე კი მესი გამოჩნდა და ჟიული აბა ვისღა გაახსენდებოდა, მაგრამ რაც ითამაშა ძალიან კარგი იყო და ჩემპიონთა ლიგის მოგებაშიც დიდი წვლილი მიუძღვის. დასაფასებელი ამბავია.
“ბარსას” ფანებს ჯერ კიდევ ტრანსფერამდე შეუყვარდათ, რადგან ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალიდან პერესის “გალაქტიკო” დაიფრინა.
სიკვდილზე გამარჯვება
მესამე ფრანგი ასევე ისტორიული ფიგურა, ერიკ აბიდალია. ბოლო დროს გაგვაბრაზა, ბართომეუს დირექტორთა საბჭოს წევრი იყო და კონფლიქტიც ჰქონდა ლეო მესისთან, ეს უპატიებელი ამბავია, მაგრამ მაინც გვიყვარს ეს ოხერი. სიმსივნე დაამარცხა ჩვენს თვალწინ, ურთულესი ოპერაცია გადაიტანა, კარლეს პუიოლმა მკლავი გაუკეთილშობილა და თასიც ააწევინეს. ამ პირადი ტრაგედიის გარდაც, ძალიან მაგარი მცველი იყო, გინდა ფლანგზე, გინდა ცენტრში.
მოლოდინს გადააჭარბეს – მარკესი, გუდიონსენი
ორი კაციც ვახსენოთ და დავიშალოთ. ერთი რაფა მარკესია, მის ტრანსფერს ხმაური არ მოჰყოლია. ეჭვის თვალით უყურებდნენ მექსიკელ მცველს, საბოლოოდ კი რაიკაარდისა და პეპის “ბარსელონას” შეუცვლელ წევრად იქცა. მერე იყო ტრავმა “ჩელსისთან” ნახევარფინალში, აქ დაკარგა რეალურად პოზიცია, თორემ, დიდი კონკურენცია იყო პიკესა და პუიოლთან. მაინც, უფრო რაიკაარდის “ბარსასთან” ასოცირდება, როგორც დაცვის ცენტრში, ისე საყრდენზე. გამოარჩევდა ყველა მის პირველ პასსა და დიაგონალურ გადაცემებს. ნამდვილად ვერ ვიფიქრებდი, რომ ასეთი მაღალი დონის ფეხბურთელთან გვექნებოდა საქმე.
ეიდურ დიდი
მეორე კაცი, რომელმაც ჩემს მოლოდინებს გადააჭარბა გუდიონსენია. მოიყვანეს როგორც თავდამსხმელი, ეტო’ოს შემცვლელი უნდა ყოფილიყო, უფრო სწორად ლარსონის შემცვლელი სკამზე. ასე ხედავდა რაიკაარდი, გვარდიოლამ კი გაცილებით სიღრმეში დახია და რვა ნომრად გადააკეთა, ამ პოზიციაზე თუ გუდიონსენი გაიხსნებოდა რას ვიფიქრებდი?! უმაღლესი დონის შეხვედრები აქვს ჩატარებული, როგორღაც არ დაიჩრდილა ვარსკვლავურ “ბარსელონაში” და ძალიან კარგადაც მახსენდება.
აი, ეს იყო “ბარსა” – “მონაკოს” გაცვლა-გამოცვლა. რაც გავიხსენე ეს იყო, და შესაძლოა, ვინმე გამომრჩა კიდეც, რა ვიცი..




ფაბრეგასი დამენანა, როგორც მახსოვს ტრანფერში თავისი ფულიც ჩადო, რო არსენალიდან წამოსულიყო, მაგრამ ისე მოუვიდა როგორც ბევრ ახალწვეულს. სათამაშო ადგილს რო ვერ ურჩევენ მწვრთნელები.
ატლეტიკოც წელს სერიოზულად გახლიერდა და არაფერს დათმობს. შარშან 6 მილიონად ნაყიდი ფეხბურთელი 40 ად გაყიდეს, თანაც 1 თამაშიც არ უთამაშია ძირითად გუნდშიო. ბარსა კი ოქროს ვერ ყიდის
მიყვარდა ლიუდოვიკი❤️ მილანთან რონალდინიოს პასი და მაგის სხოდუ დარტყმა და გოლი ბედნიერად მახსოვს✊
მეც მაგრად მიყვარდა ❤️
rivaldo80,
რას ამბობ, ბურთს ვერ იჩერებდა ხანდახან 😃 მაგის ტექნიკა არ გაიშვას
გილოცავთ გენო პეტრიაშვილის ოქროს!
Barca for life, სრულიად გეთანხმები . ლეაომ მართლაც გვითრია მთელი დაცვა. როგორი სურათი იყო იცი ? შევადარებდი უბანსი ერთი რომ ფეხბურთელია და როცა უნდა ამიშინ მთელ უბნის ბიჭებს რო
ათრევს. ზუსტად მასე გვითრია ფულბექები . ფეხბურთელი თუ არ მოიყვანე აბა რითი გინდა მოიგო თასები და რითი უნდა შემოვიდეს ფული. ახალი ფეხბურთელი ახალი შემოსავალია იქ მაისურრბი იქ დასწრება იქ შანსი რომ მაქსიმალურად წინ წახვიდე. ვალებს ესე უცებ ვერ დაფარავ და თუ დეიონგი და გუნდო გაიყიდება და თუნდაც 100 მ მონსტრ ვინგერში გავისვლით მინუსში არ წსცალთ რასგან მსგ ორის დაჯამებული ხელფასი ევროპაში არავის აქვს . მოკლედ გეთანხმები ყველაფერში. დიასი არ მინდა. მარტინელი ნიკო კვარა ლეაო ამ ოთხიდან ერთერთი
მიყვარდა ლიუდოვიკი❤️ მილანთან რონალდინიოს პასი და მაგის სხოდუ დარტყმა და გოლი ბედნიერად მახსოვს✊
✅ SIGNINGS:
🇪🇸 Pau Víctor: €2.7m + % of Future Sale.
🇪🇸 Dani Olmo: €55m + €7m.
❌ DEPARTURES
🇲🇽 Julián Araujo: €10m.
🇲🇦 Chadi Riad: €9m-€10m.
🇪🇸 Marc Guiu: €6m.
🇪🇸 Estanis Pedrola: €3m.
🇪🇸 Jorge Cuenca: €1.3m.
🇺🇸 Sergiño Dest: % of Future Sale.
🇪🇸 Marcos Alonso: End of Contract.
🇪🇸 Oriol Romeu: Loan.
🇪🇸 Sergi Roberto: End of Contract.
🇫🇷 Jean-Clair Todibo: €8m.
ჯამში არაფრისგან 38 მილიონი გაგვიკეთებია. ცუდი არაა.
კიდევ მიემატებიან ვიღაცეები:
1. სავარაუდოდ ტორესი/ფატი რომელიმე დაგვტოვებს. 30/30 მილიონი
უფრო ფატიზე იწერება რომ ფლიკსაც აუცრუვდა გულიო და პრესეზონზე შანსის მიცემას კი აპირებდა მარა რაც ტრავმა მიიღო მაგის მერე ძალიან ცოტა შანსია რომ დაიტოვონო.
მემგონია რომ იჯარით სევილიაში გაუშვებენ რადგან პიმიენტა არ ეშვება.
ტორესი კიდე გამორიცხული არაა რომ გაყიდონ, ვნახოთ.
2. მცველებიდან ლენგლე უეჭველი წავა (უფასოდ ან ისევ იჯარით), გარსია/ფაიდან რომელიმეს გაყიდიან. 25/15მ
რაც იწერება ისაა რომ ფაის დატოვება უნდა ფლიკსო, ხოლო გარსიამ გუშინ თქვა რომ მომავალ სეზონში ბარსაში ვიქნებიო. ჩემი აზრით სკამის ხეხვას ურჩევნია ისევ ჟირონაში გადავიდეს, ჩვენ კიდე მინიმუმ 25ს გავაკეთებთ.
სხვათაშორის მომატებული აქვს და სამომავლოდ უფრო სარფინადაც შეიძლება გაიყიდოს თუკი ახლა ჟირონაში გაიჯარდება და მომდევნო წელს გაიყიდება, ამიტომ ვნახოთ რას გადაწყვეტენ.
3. დეიონგის გაყიდავა უნდათ და მინიმუმ 60ად შეელევიანო.
ასევე გავრცელდა ინფო რომ თავისუფალი აგენტის სტატუსით უნდა გაპარვა და გამორიცხული არაა ამიტომაც უშვებდნენ. მოკლედ რაღაც უეჭველი მოხდება.
4. გიუნდოგანს ბეშიქთაში აწვება – 25ად.
გიუნდოგანმა დარჩენა მინდაო და მთლად ბარსასაც არ უნდა მისი გაშვება, თუმცა ის ფაქტი რომ მომავალ წელს უფასოდ წავა და თან ახლა 20 მილიონს აკეთებს, გამოდის რომ გუნდს 45მ დაუჯდება მისი დატოვება, ამიტომ ფინანსურად სჯობს რომ წავიდეს, თან ოლმოს მოყვანამ შანსები უფრო გაზარდაო.
5. როკეს უეჭველი უშვებენ, ან იჯარით ან 40მილიონად. იმედია გამოვა ეს ამბავი.
საბოლოოდ თუ აქედან ყველა მოვიშორეთ დაახლოებით 220 მილიონი გაკეთდება, ხოლო თუკი ამათგან ვიღაცები გაიჯარდებიან და წელს მხოლოდ რამდენიმეს მოვიშორებთ 100მ მაინც გაკეთდება.
ნუ ჩემი აზრით აქედან ადრე თუ გვიან ყველა მაინც დაგვტოვებს.
ახლა გადავიდეთ მოყვანაზე:
1. მოკლედ თუ ესენი წავლენ ერთი ნახევარმცველი მოსაყვანი იქნება და დღეს დაიწერა რომ ჩუკვემეკაზე ფიქრობენო.
ნუ მე პირადად ბაენას ან მერინოს მოვიყვანდი. (ადრე დაინტერესებულებიც იყვნენ ამ ორით)
2. ვინგზე უილიამსის თემა ჯერ კიდევ არაა მკვდარიო და ვნახოთ, ხოლო ბ გეგმად კომანიყავთო რომელიც არ მგონია კარგი ვარიანტი ტრავმების გამო.. ნუ მე პირადად თუკი დეიონგი გიუნდოს გაყიდვიდან 100მს შევკრავდი, მაშინ მაგ თანხად ლეაოზე ან კვარაზე გავიწევდი. თან 1:1 წესს ვუბრუნდებით და თავისუფლად მოვიყვანდით..
თუკი ყველაფერი ასე დალაგდა, ასეთი გუნდი იკვრება:
მეკარე: ტერშტეგენი, პენია, ასტრალაგა
მარცხენა ფულბექი: ბალდე, მარტინი, ვალიე
მარჯვენა ფულბექი: კუნდე, ფორტი
ცენტრალური მცველები: არაუხო, კრისტენსენი, კუბარსი, ფაი, მარტინესი
საყრდენი: ბერნალი, კასადო
რვიანები: გავი, პედრი, ტორე, (ბაენა/მერინო)
ათიანები: ლოპესი, ოლმო
მარჯვენა ვინგი: იამალი, რაფინია
მარცხენა ვინგი: (ლეაო/კვარა), დანი როდრიგესი
ცენტრფორვარდი: ლევანა, პაუ ვიქტორი
ხოლო თუკი ამ სეზონზე ყველაფერი კარგად დალაგდა, მაშინ მომდევნო წელს მხოლოდ ცენტრფორვარდი გვეყოლება მოსაყვანი, თუ არადა დრო გვიჩვენებს რა და როგორ.
ჩემი აზრით ეს წელი ბარსას აღორძინების წელი იქნება და დაველოდოთ.
100 მილიონეს დებილი გადაიხდის მარტო ლეაოში მეორე ფელიშია ხასიათებით მაგიტომაც არავის არ აინტერებს და ამ ევროპაზეც ერთ ერთი სუსტი იყო.ვალებში იხრჩობა გუნდი რა დროს 100 მილიონიანი გარემარბებია მეგობარო.
კარგია სტატია მაგრამ ჟიული ტექნიკასთან რა ნაჩხუბარი 🙄😂 ძალიან ტექნიკური იყო და უდიდესი როლი ითამაშა ბარსას აღორძინებაში
ხოდა მე დავდგები ეხლა მარჯვენა ფლანგის მცველად ველოდები როდის მიყიდიან (((
მარჯვენა მცველს ყიდულობენ ისედაც თუ არ ჩაიშალა
მაგარი სტატიაა❤️რაფა მარკესი კი უდიდესი მცველი იყო
ხოდა მე დავდგები ეხლა მარჯვენა ფლანგის მცველად ველოდები როდის მიყიდიან (((
ხულიან არაუხო გავყიდეთ 10 მილიონად ბორმუთში 🙌🏽