ჩვენ მომხმარებლებს საშუალებას ვაძლევთ შეაფასონ მატჩის მონაწილე ფეხბურთელები, ჩავი ერნანდესი და მთლიანად “ბარსელონა”.
ამისთვის უბრალოდ საჭიროა, რომ თქვენი პოზიცია ქვემოთ მოცემული ფორმით დააფიქსიროთ. 10-ბალიანი სისტემით მიანიჭეთ სასურველი ქულა ფეხბურთელებს, მწვრთნელსა და გუნდს.
თუ რომელიმე ფეხბურთელისთვის ქულის დაწერა გიჭირთ, შეგიძლიათ, გამოტოვოთ.
Loading…
შეფასება 10-იანი ეკუთვნოდათ რო არა ის დებილურად გაშვებული გოლი.
ისე მეზიზღება ბაიერნი, რომ დიდად არც ლევანას ვწყალობდი. თუმცა ვხედავდი, რომ მაღალი კლასი იყო და არც საქციელი ქონდა გამაღიზიანებელი, როგორც რონალდუს მაგალითად, არც ენას ატლიკინებდა ზედმეტად. მიუხედავად ამისა არ ვაღიარებდი, რადგან ჩემთვის საზიზღარ გუნდში თამაშობდა და ეს მიშლიდა ხელს. ახლა კი ჩვენია და იმ დადებითმა თვისებებმა და პროფესიონალიზმა გაიღვიძა ჩემში და ძალიან ვაფასებ.
შეფასება ისე რომ შეგვეძლოს როგორც სხვადასხვა სპორტულ გამოცემებს კაი იქნებოდა, მაგალითად რომ შეგვეძლოს დაწერა 6,3 ან 8,4. აი დღეს დემბელეს ეკითვნოდა 8,9 მაგრამ მომიწია დამეწერა 9 ლევანდოვსკის ეკუთვნოდა 9,2 მაგრამ დავუწერე 9. უკეთესი იქნება თუ მეტი სიზუსტის საშუალება გვექნება რომ ჩვენი აზრი სწორედ ისე მოვიტანოთ თქვენამდე როგორც რეალურად გვინდა.
როგორც წესი ასეთ გუნდებთან ზედმეტი თავის გამოდება არ მიყვარს. საქმე და სარბენი წინ აქვთ
ლევანა არ ვიცი რა, ეს ყოფილა კაცი და პიროვნება, მთელ გუნდს ეს ათამაშებს, ყოველთვის სწორ გადაწყვეტილებას იღებს და აი ლიდერი რასაც უნდა შვებოდეს ზუსტად იმას აკეთებს. სიამოვნებაა ამ კაცის ყურება.
ნუ მშვენიერი თამაში იყო,ეს ამ გუნდის მაქსიმუმი არაა და პროგრესი უნდა განაგრძონ, როგორც გუნდმა ისე ფეხბურთელებმა
იმედია დარწმუნდა ჩავი რო პედრი გავის დუო ადრეა ჯერ
ლევანაზე ათი რატოა????
Შესანიშნავი მატჩი ვიხილეთ ბარსას შესრულებით