workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჩავი ერნანდესი სევილიასთან მატჩის წინ

ჩავი ერნანდესი სევილიასთან მატჩის წინ

“სევილიასთან” გასამართი მატჩის წინ ჩავი ერნანდესი პრესკონფერენციას მართავს:

“სევილიასთან” ძალიან რთული მატჩი გველის. ვიცი, მათ სტადიონზე მოგება რამდენად ძნელია.

ლოპეტეგი გუნდს კარგად წვრთნის და ვფიქრობ, მათი მიერ ნაჩვენები შედეგები უსამართლობაა – ანდალუსიელებს მეტი ქულის მოპოვება შეეძლოთ. ისინი ჩემპიონთა ლიგაზე არიან.

შევეცდებით, ჩვენი ფილოსოფიით ვითამაშოთ და ბურთი დავიჭიროთ.

სატრანსფერო ბაზარზე შესანიშნავად ვიმუშავეთ და ამ შემადგენლობით ყველაფერის მოსაგებად ვიბრძოლებთ.

ალბა გუნდის წევრია და მნიშვნელოვანი ფიგურა იქნება. მისი დონე, გამოცდილება და შრომა უნდა გამოვიყენოთ. მოხარული ვარ, რომ ჟორდი გვყავს. ის სათამაშო დროს მიიღებს.

გუნდის უდიდეს შრომას ძალიან ვაფასებ. დიდებული იქნებოდა, კიდევ 1 ფეხბურთელი დაგვემატებინა, მაგრამ ვერ ვიწუწუნებ.

პიკე კარგად ვარჯიშობს, განსაკუთრებით ამ კვირაში, და დარწმუნებული ვარ, დაგვეხმარება. ერთ ოჯახი უნდა ვიყოთ და ერთად ვიბრძოლოთ. მისი პირადი ცხოვრება? ვიმედოვნებ, ჟერარი ბედნიერია.

მემფისს 3 კვირის წინ ვესაუბრე. ის მონდომებული და ნამდვილი ლიდერია. დეპაის სათამაშო დრო თავისივე პერფორმანსზე იქნება დამოკიდებული.

ალბას წასვლაზე არასდროს მიფიქრია. მინდა, ის აქ იყოს. ბალდესა და ალონსოს სხვა პოზიციებზე თამაშიც შეუძლიათ. შანსს ყველა მიიღებს.

ყველა გადაწყვეტილება ტექნიკურია. გადაწყვეტილებები იმის მიხედვით უნდა მივიღო, რასაც ვარჯიშებზე ვხედავ. როცა პიკე ითამაშებს, ხალხი კუნდეზე და არაუხოზე მკითხავს.

რთულია, წასვლის დრო განსაზღვრო… ეს მეც გამოვცადე. შესაძლებლობა მქონდა, რომ “ბარსაში” 35 წლის ასაკშიც დავრჩენილოყავი, მაგრამ ვიგრძენი, რომ წასვლა უკეთესი იქნებოდა, რადგან კლუბისთვის 100%-ს ვეღარ გავიღებდი. ამას ყველა გამოცდის, რადგან აქ სამუდამოდ არავინაა.

ბელერინი, რომელიც აქ გაიზარდა და პროფესიონალიზმოთ გამოირჩევა, კლუბს კარგად იცნობს და დაგვეხმარება. ის დიდებული ფეხბურთელია და, მარკოსის მსგავსად, უნივერსალი გახლავთ. ორივე მათგანში დარწმუნებული ვარ. ფლანგის მცველების მოყვანა მსურდა.

იმედი გვაქვს, ალონსოს რეგისტრაცია დღეს, 00:00 საათამდე მოგვარდება. გვჯერა, რომ მას ჩემპიონთა ლიგაზე დავარეგისტრირებთ.

ობამეიანგის გამო დამწუხრებული ვარ. ის ძალიან დაგვეხმარება და ექსტრაორდინალური სტატისტიკა ჰქონდა. გარდა ამისა, ობა შესანიშნავი ადამიანია. პიერი ნამდვილი საგანძური იყო. ის მოგვენატრება.

გარსია უმაღლეს დონეზეა. 21 წლის ასაკში მას უკვე კაპიტნობა შეუძლია. ერიკი სასტარტოში მოსახვედრად სხვა არაფერი სჭირდება, 90 წუთის განმავლობაში ფოკუსირებულია.

ალემანიმ ბრწყინვალედ იმუშავა. ის თავს კომფორტულად გაგრძნობინებს. მატეუს მოლაპარაკებებში დიდი გამოცდილება აქვს. ჟორდი კრუიფი კი კლუბის ერთგულია. გეგმებზე მუდმივად ვსაუბრობთ.

კონკურენტუნარიანი გუნდი გვყავს და ახლა ეს უნდა დავამტკიცოთ. ამ სეზონში ჩვენი მიზანი ყველა შესაძლო ტიტულის მოგებაა.

პიანიჩი პროფესიონალია და ძალიან გვეხმარება. მისი სტილი განსაკუთრებულია.

მხოლოდ ის ფეხბურთელები ითამაშებენ, რომლებიც ფიზიკურად შესაბამის ფორმაში არიან.

კაპიტნები ძალიან გვეხმარებიან. ითამაშებენ თუ არა, მათი ძალისხმევა შეუდარებელია.

სასტარტო შემადგენლობას მატჩის ტაქტიკური ხედვის მიხედვით ვარჩევ.

როცა სეზონში მატჩების 50%-ზე ნაკლებს თამაშობ, უნდა მიხვდე, რომ წასვლის დროა. ეს პედრისაც კი შეეხება, როცა 34 წლის იქნება.

ვიცი, რომ ზეწოლის ქვეშ ვარ. როცა ვიგრძნობ, რომ კლუბისთვის პრობლემა ვარ, წავალ. მაგრამ, ახლა ამაზე საუბარი ადრეა – კარგად ვმუშაობთ და ბედნიერი ვარ. მომავალს ფეხბურთი და ბურთი გადაწყვეტს.

“ბარსელონაში” წნეხის ქვეშ მუშაობა ყოველდღიურობის ნაწილია. როცა იგებ, საუკეთესო ხარ, როცა აგებ – ქუჩაში ვერ გახვალ. თუმცა, ახლა ბედნიერი ვარ.

ბერნარდუ სილვა? ახლა მხოლოდ იმ ფეხბურთელებზე ვისაუბრებ, რომლებიც აქ არიან.

ყველა მოთამაშის გამო დამწუხრებული ვარ, რომლებმაც დაგვტოვეს. ისინი კარგად ვარჯიშობდნენ, დისციპლინით გამოირჩეოდნენ და პროფესიონალები იყვნენ.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (13)

  • INI8
    schedule 03 სექ 2022, 04:27

    ციტატა: Davita
    პიკე თუ ფორმაში იქნება ნებისმიერს დასვას სკამზე, ჩავის დიდი თავსატეხი გაუჩნდა დაცვაში თუ ვინ უნდა ითამაშოს. ფლანგებზე ალბა წესით უკონკურენტო უნდა იყოს მარცხნივ, ალონსოს ალბა ჩაყუნცული გაასწრებს, ბალდე კიდე არამგონია მზად იყოს შეუცვლელად ითამაშოს.


    უკონკურენტო რო იყოს ბალდე არ დაიწყდება სასტარტოდან წინა 2 მატჩი და არც ალონსოს მოიყვანდნენ. წელს მოუწევს სკამის გათბობა, წავიდა ქალაჩუნა ალბას დრო.

  • Liberast
    schedule 03 სექ 2022, 01:54

    Davita,
    რატომ გგონიათ რომ ალბა შეუცვლელი იქნება? დამერწმუნეთ ალბა ამ სეზონში მატჩების 50% ზე მეტს ვერ დაიწყებს ძირითადში. დაცვაში კატასტროფა იყო ამ მატჩებში, შეტევაშიც იგივე, ბალდეს არცერთ კომპონენტში მასზე ცუდად არ უთამაშია, ბევრად უკეთესად გამოიჩინა თავი. აქ საქმე იმაზე იქნება ძირითადში ვინ ითამაშებს ბალდე თუ ალონსო, ალბა იქნება ბოლო 20-25 წუთი იმ თამაშებში, რომლებიც გუნდს უპირატესობით ექნება მიწურულს. იგივე ეხება პიკესაც.

  • Ko Ke
    schedule 02 სექ 2022, 22:55

    Მჯერა უკვე ამ გუნდის, წინა მატჩიდან გამომდინარე ვხვდები რომ ჩავის გეგმა აქვს და ფეხბურთელებიც ნაწილობრივ ასრულებენ თავიანთ საქმეს, ახლა გუნდი ყველა პოზიციაზე დაკომპლექტებულია და მწამს რომ მაღალი მიზნებისთვის იბრძოლებენ

  • Davita
    schedule 02 სექ 2022, 22:24

    პიკე თუ ფორმაში იქნება ნებისმიერს დასვას სკამზე, ჩავის დიდი თავსატეხი გაუჩნდა დაცვაში თუ ვინ უნდა ითამაშოს. ფლანგებზე ალბა წესით უკონკურენტო უნდა იყოს მარცხნივ, ალონსოს ალბა ჩაყუნცული გაასწრებს, ბალდე კიდე არამგონია მზად იყოს შეუცვლელად ითამაშოს.

  • La Pulga10
    schedule 02 სექ 2022, 21:47

    ხვალ კუნდე-არაუხო ერთად უნდა იდგენენ.ბელერინი დადგება მარჯვნივ.

  • Kote Bogveradze
    schedule 02 სექ 2022, 21:36

    ცუდ ფორმაშია სევილოა მათ მაგათ სტადიონზე თამაში ყოველთვის ძნელია

  • Don_Andresito
    schedule 02 სექ 2022, 21:07

    ციტატა: xavi73
    ისე გარსია მართლა მაგარი ბიჭია და იქნებ საყრდენად ეცადა ბურთით კარგად მოძრაობს და მასკერანო თუ თამაშობდა ესეც გაქაჩავს მგონი


    მეც მიფიქრია. დაჟე არაუხოც გაქაჩავდა, კაზემიროს ტიპის საყრდენი იქნებოდა მარა ბარსას საყრდენს მეტი კრეატივი მოეთხოვება

  • Chico
    schedule 02 სექ 2022, 20:57

    აი ეს არის ჩავის ოფიციალური განცხადება და არ ის, რასაც სენსაციების მოყვარულნი წერდნენ. – ალბას მოშორება უნდათ- არ უნდათ, მაგრამ მართალს ამბობს, მისი წასვლია დრო ახლოვდება და აქედან უნდა დაწყოს შემცვლელის მზადება….

  • xavi73
    schedule 02 სექ 2022, 20:32

    ისე გარსია მართლა მაგარი ბიჭია და იქნებ საყრდენად ეცადა ბურთით კარგად მოძრაობს და მასკერანო თუ თამაშობდა ესეც გაქაჩავს მგონი

  • EL MAESTRO 6
    schedule 02 სექ 2022, 20:23

    ყველაფერი ასიანი იბაზრა ჩავიმ,ოღონდ ლოპეტეგს რაც შეეხება რეალიდან მოყოლებული უბრალოდ სვარკა და უ#ვერებო მწვრთნელია, გაიტანს ერთს და ნერე უკად დგებიან, ამას სევილია არ უნდა აკეთებდეს და მითუმეტეს კადიზთან და ეგეთებთანაც ეგრე თამაშობს, უბრალოდ აუტანელია, იმედია ჩავი ამოტენის და გაუშვებენ ლოპეტეგის სევილიადან

  • Albicelecte
    schedule 02 სექ 2022, 20:12

    "როცა სეზონში მატჩების 50%-ზე ნაკლებს თამაშობ, უნდა მიხვდე, რომ წასვლის დროა. ეს პედრისაც კი შეეხება, როცა 34 წლის იქნება."
    წარმომიდგენია რა ხასიათზე დადგება ცუნცულა ამას რომ წაიკითხავს (თუ წაიკითხავს)
    პიკე ტანკშია, წავა, განაგრძობს ბიზნესებს, თუ თამაში უნდა, საკუთარი კლუბი აქვს smiley

  • Gaucho24
    schedule 02 სექ 2022, 19:43

    ციტატა: Albicelecte
    ლოპოტეგი იმაზე უკეთესი მწვღთნელია, ვიდრე სევილიაში წარმოაჩინა თავი;
    ჰყავდა ძალიან კარგი პორტუ და მერე შესანიშნავი ფურია როხა, U21 -ც და მთავარი ნაკრებიც;
    არავინ იცის რა მოხდებოდა, რომ 2018 წელს მუნდიალის წინ არ გაეშვათ, ვფიქრობ, რომ ფრანგებს ცოტა გაურთულებდნენ ტრიუმფს


    რეალში დანიშვნამ და იმ პერიოდმა დაასვა უდიდესი დაღი , წნეხს ვერ გაუძლო და სავარაუდოდ ფსიქოლოგიურადაც იმოქმედა ბოლო წლებში ვინც ჩვენ გვყავდა ბარსაში ლოპეტეგი ყველას კი ჯობს

  • Albicelecte
    schedule 02 სექ 2022, 19:13

    ლოპოტეგი იმაზე უკეთესი მწვღთნელია, ვიდრე სევილიაში წარმოაჩინა თავი;
    ჰყავდა ძალიან კარგი პორტუ და მერე შესანიშნავი ფურია როხა, U21 -ც და მთავარი ნაკრებიც;
    არავინ იცის რა მოხდებოდა, რომ 2018 წელს მუნდიალის წინ არ გაეშვათ, ვფიქრობ, რომ ფრანგებს ცოტა გაურთულებდნენ ტრიუმფს