“ბარსელონა” და მარტინ ბრეითუეიტი თანამშრომლობას წყვეტენ. კონტრაქტის შეწყვეტის შესახებ ინფორმაცია “ბარსელონამ” ოფიციალურად რამდენიმე წუთის წინ დაადასტურა.
გავრცელებული ინფორმაციით დანიელი თავდამსხმელი “ესპანიოლში” გადადის, თუმცა ოფიციალური ინფორმაცია ამ საკითხზე არ გავრცელებულა. ბრეითუეიტს არსად ეჩქარება – ვინაიდან ის თავისუფალი აგენტია, შეუძლია, ახალ გუნდში მაშინ გადავიდეს, როდესაც მოუნდება, თუნდაც სატრანსფერო ფანჯარა დახურული იყო.
მარტინ ბრეითუეიტი “ბარსელონაში” 2020 წლის თებერვალში “ლეგანესიდან” 18 მილიონ ევროდ გადმოვიდა. “ბლაუგრანას” მაისურით მან 58 თამაში ჩაატარა, 10 გოლი გაიტანა და 5 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.
კიდევ ერთი გამონათება გუნდის სახელფასო უწყისში. მადლობა და წარმატებები.
Იდეაში სუამ მიიღო მძიმე 6 თვიანი ტრავმა და მაგიტომ მოიყვანეს, ოღონდ 5 წლიანი რატომ გააფორმეს ეგ არ მესმის
არ მჯერა, რომ ამაში 18 მილიონი გადაიხადეს და 5 წლიანი კონტრაქტი გაუფორმეს. 2 წლიანზე არ დათანხმდებოდა ნეტა?!
:::დდდდდ
აუ რაღამც ეს წავიდა რა, ასეთი უკლასო შემტევი ბარსაში არ მახსოვს
ხალხო აზრზე ხართ რამდენი ხარახურა გავუშვით? (ობას და ნიკოს არ ვათვლი)
1. ტრინკაუ, მინგესა, პუჩი, უმტიტი, ლენგლე, ნეტუ, ბრეიტა, დესტი, ობა, აბდე, კოლიადო, ნიკო, ლ. დეიონგი, ტრაორე
(დეპაი, ალბა, პიანიჩი?)
2. პიკე და ალბა სკამზე გადაჯდნენ, სავარაუდოდ ბუსიც მიყვება
3. შტეგო, რობერტო, გარსია, ბალდე – პროგრესირებენ
4. წასულებთან შედარებით 10ჯერ მაგარი ფეხბურთელები დავიმატეთ.
5. ალონსო, სილვა და ბელერინი – ყველაფერი წინაა
ამაზე დიდი სატრანსფერო ფანჯარა მგონი არასდროს გვქონია
კლასი არ აქვს თორე პროფესიონალიზმით ვის ჩამოუვარდება ბრაიტა?! სადაც არ უნდა წავიდეს კიდევ ეს სახელი გაყვება. წარმატებები ჯიგარო✊
ადიოს… წარმატებები; "რუსკი კარაბლისთვის" ვერ გაგიმეტებთ მაინც