საუდის არაბეთის “ალ ნასრის” პრეზიდენტი მუსალი ალ მუამარი კატეგორიულად უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს მისი გუნდი მირალემ პიანიჩის დამატებით იყოს დაინტერესებული.
გავიღვიძე და ტელეფონზე 324 შეტყობინება დამხვდა.
ალაჰს ვფიცავ, “ბარსელონასთნ” არანაირი კავშირი არ მაქვს და ალაჰს ვფიცავ, პიანიჩის ტრანსფერთან არაფერი მაკავშირებს.
ჩვენი გუნდი სრულადაა დაკომპლექტებული.
– დაწერა ალ მუამარიმ Twitter-ზე.
გუშინ და დღეს გავრცელებული ცნობებით “ალ ნასრი” მზად იყო, მირალემ პიანიჩი იჯარით აეყვანა და ფეხბურთელის ხელფასის 70% გადაეხადა, თუმცა “ბარსა” 100%-ს ითხოვდა.
Არადა ახლა პიანიჩის წასვლა გაასწორებდა, მაგისთვისაც კაია და ჩვენთვის მითუმეტეს
ისე ამ ჟურნალისტებსაც ძალიან უყვართ ბევრი ტლიკინი ფაქტების გარეშე.