workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

“ბარსელონას” ახალწვეული, ჟიულ კუნდე, რომელმაც სადებიუტო მატჩი გუშინ ჩაატარა, კატალონიური კლუბის YouTube არხის რუბრიკაში – MY TOP 4 – თითოეულ პოზიციაზე თავის ფავორიტ ფეხბურთელს ასახელებს. 

მეკარე – დიდა

დიდა ფენომენალური მოთამაშე იყო. ასევე, ბავშვობაში “მილანი” მომწონდა, რადგან დიდებული გუნდი ჰყავდა.

მცველი – მარიუს ტრეზორი

ტრეზორი “მარსელში”, “ბორდოსა” და საფრანგეთის ნაკრებში თამაშობდა. ის ჩემი მწვრთნელიც იყო და მიუხედავად იმისა, რომ მარიუსის თამაშები არ მინახავს, რადგან ის საკმაოდ ასაკოვანია, მისი ვიდეოები და რჩევები ძალიან დამეხმარა.

ნახევარმცველი – ზინედინ ზიდანი

ამას ბევრი ახსნა არ სჭირდება. დიდებული მოთამაშე, რომელიც 1998 წელს მსოფლიო ჩემპიონი გახდა. 

თავდამსხმელი – ტიერი ანრი 

ანრის სტილი ძალიან მომწონდა. მას სისწრაფე და შესანიშნავი ტექნიკა ჰქონდა, რითაც უამრავი გოლი გაჰქონდა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (6)

  • 7coutinho7
    schedule 30 აგვ 2022, 07:44

    Clever liar,
    და არიყო უდიდესი კლუბი??
    და შიდა ცუდი მეკარე იყო??

  • Ko Ke
    schedule 30 აგვ 2022, 00:00

    Მგონი ისევ კესის ტოპ 4 ჯობდა

  • Albicelecte
    schedule 29 აგვ 2022, 23:16

    ძალიან პატრიოტი რომ ყოფილა ჯიგარი…
    შენ ათამაშდი, ლიგის და ლა ლიგის მოგებაში დაეხმარე გუნდს და ბაყაყებს ჩემი, საკუთარი ხელით შეგიწვავ მაყალზე smiley smiley barca-2 barca-5

  • Clever liar
    schedule 29 აგვ 2022, 20:48

    ციტატა: riva
    კლასიკური ბაყაყიჭამია.


    😀

    კაი ჰა მარიუს ტრეზორის ვცდილობ გავიგო, ჩემი მწვრთნელი იყოო და ბლა ბლა.. ზიდანი უკომენტაროდ. ტიერი ანრი მესმის, რატომაც არა, მარა მილანი უდიდესი კლუბი იყოო, ბავშვობაში მომწონდაო და იქედან დიდა აირჩია როჟამ, რა ფენომენია რაუნდა ამას არ მესმის 😀

  • riva
    schedule 29 აგვ 2022, 18:38

    კლასიკური ბაყაყიჭამია.

  • nika 54
    schedule 29 აგვ 2022, 17:58

    ეტყობა ფრანგი როა.