workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჩავი ერნანდესი ვალიადოლიდთან მატჩის შემდეგ

ჩავი ერნანდესი ვალიადოლიდთან მატჩის შემდეგ

“ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა, ჩავი ერნანდესმა “ვალიადოლიდის” დამარცხების შემდეგ მედიასთან კომენტარი გააკეთა:

მატჩი მეტოქის ნახევარზე გავატარეთ. გუნდმა შეხვედრით ისიამოვნა. ეს სწორი წინ მიმავალი გზაა, ფეხბურთელებს უნდა მივულოცოთ. საბოლოო ჯამში, კარგი თამაში იყო, მაგრამ არა – იდეალური. ბევრი რამ ჯერ კიდევ გასაუმჯობესებელი გვაქვს, მაგრამ გუნდით ბედნიერი ვარ.
ჩემი ტაქტიკა მეტოქეზეა დამოკიდებული. ყოველ შეხვედრაში ერთსა და იმავე გეგმას არ ვიყენებ.

ლევანდოვსკი არაჩვეულებრივი ფეხბურთელია, ის ბუნებრივი ლიდერი და გოლეადორია, მაგრამ დაცვაშიც ძალიან გვეხმარება. რობერტი მთელი გუნდისთვის მაგალითია.

რაფინიამ შეხვედრაში დიდი როლი ითამაშა. 

ბალდე თამაშობს, რადგან კარგად მუშაობს და ამას იმსახურებს.
წუთებს ყველა მიიღებს. ვერ ვიტყვი, რომ ალბა სათადარიგო ფეხბურთელია, მაგრამ ბალდე ძალიან კარგად ირჯება.
დარწმუნებული ვარ, პიკე და ალბა წუთებს მიიღებენ. ჩვენ ძალიან ბევრს ვთამაშობთ, შესაძლოა ტრავმებმაც შეგვაწუხოს. კონკურენცია ჯანსაღია, რაც ფეხბურთელებისგან მაქსიმუმს გვაძლევს.
ერიკმა დიდებულად ითამაშა. გუნდში მისი ყოლა სიამოვნებაა. გარსიას ბევრს აკრიტიკებენ, მაგრამ ჩემთვის ის არაჩვეულებრივია. მას 21 წლის ასაკშიც კი შეუძლია, ლიდერი იყოს. 
გარდა გოლებისა, ლევანდოვკის მოძრაობას გამოვარჩევ. ის სწორ დროს სწორ პოზიციას არჩევს და ბურთს ფარავს. რობერტი მთელი გუნდისთვის სამაგალითოა.
ტერ შტეგენს დასვენება სჭირდებოდა. მან იცის, რას აკეთებდა არასწორად და ამაზე მუშაობს. ტერმა სამი შესანიშნავი მატჩი ჩაატარა. მასში ეჭვი არ მეპარება.
როდესაც კუნდეზე ვსაუბრობთ, ჩვენ ვსაუბრობთ ფეხბურთელზე, რომელსაც “ბარსელონაში” ეპოქის შექმნა შეუძლია. ის ყველაფერს აკეთებს: თამაშობს ფლანგზე, აქვს გამორჩეული ინდივიდუალურობა, ლიდერის თვისებები, შეუძლია ნებისმიერ დაცვით პოზიციაზე თამაში… ჩვენ დიდებული ტრანსფერი განვახორციელეთ.
სერხიო ალეგრე (მწვრთნელის ასისტენტი) დეტალების შესწავლას იმაზე მეტ დროს უთმობს, ვიდრე ძილს. ის შეპყრობილია, რომ ჩვენი სისუსტეები ძლიერ მხარედ ვაქციოთ.
sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (9)

  • nika 54
    schedule 29 აგვ 2022, 16:22
    #9

    ვერაფერს იტყვი გუნდი თამაშობს და მაინც არის შენიშვნა, როცა მოგება ახლოვდება გუნდი ტემპს აგდებს და მოწინააღმდეგეს რო იტყვიან საქმეს უადვილებს, ამას მოყვება მერე უამრავი თავსატეხი დაცისთვისაც და შტეგენისთვისაც. როცა დიდი უპირატესობა გაქვს მეტოქე უნდა მაქსიმალურად შეზღუდო რო შენს კართან არ იბლატაოს.

  • R.Gaucho
    schedule 29 აგვ 2022, 03:51
    #8

    როგორ მოხდა ტორესი რო არ აქო და ადიდა :დდ როდის ვიძახდი მე ჯერ კიდევ არგვინდა ეგ ინვალიდითქო

  • Kaifarik02
    schedule 29 აგვ 2022, 01:39
    #7

    დაიკიდეთ ძმებო ამ სიიირრრთააა ჯოგის ფანები გამოოოსსსიიიირრრეეებბბუუულლლიიი ზოგიერთი ფანობა ვის რას იტყვის ჩვენს დიდებულ კლუბზე. ჩვენი ბარსა ბრუნდება იქ სადაც მისი ადგილია და რეალის დედას არ ვტენე.

  • Albicelecte
    schedule 29 აგვ 2022, 01:27
    #6

    კონკურენცია უმაგრესი რამეა, ამ დროს მოდიხარ მოძრაობაში, აუმჯობესებ საკუტარ ტავსაც და გუნდსაც…
    აი ამიტომ ხეხავს ბატონი ჟორდი სკამს, ალალია მაგაზე

  • me da barca
    schedule 29 აგვ 2022, 01:14
    #5

    ადრე მორყეული სკამი გვქონდა, ახლა გამართული. კონკურენცია გაიზარდა, რაც მიხარია.

  • serafime
    schedule 29 აგვ 2022, 01:10
    #4

    "სერხიო ალეგრე (მწვრთნელის ასისტენტი) დეტალების შესწავლას იმაზე მეტ დროს უთმობს, ვიდრე ძილს" ასეთი შრომით წარმატება აუცილებლად მოვა. მაესტრო მჯერა არც შენ უთმობ ძილს დიდ დროს) ვფიქრობ, დღევანდელი დაცვის ხაზით ითამაშებს ხშირად. აი შეტევასა და ნახევარდაცვაში კი დროდადრო იქნება ცვლილებები ალბათ. მაგრამ არა ფორვარდის პოზიციაზე ცხადია.

  • INI8
    schedule 29 აგვ 2022, 00:17
    #3

    მთავარი გამოცდა გუნდს ოქტომბერში ელის, მთელი თვე ურთულესი თამაშები გვაქვს + კლასიკო და საინტერესოა გუნდი როგორ გაართმევს თავ მჭიდრო გრაფიკს. იქამდე მოხოდავს კიდევ უფრო გუნდს ჩვენი მაესტრო barca-1

  • rivaldo80
    schedule 29 აგვ 2022, 00:04
    #2

    კარგი ხარ მაესტრო ეგრე გააგრძელე 👌🏼

  • EL MAESTRO 6
    schedule 28 აგვ 2022, 23:58
    #1

    ჩავიმ მაგრად ათამაშა ამ თამაშში გუნდია და სწორედაც თუ ლა ლიგა გვინდა ყველა თამაშში დონე უნდა დავდოთ და მსუბუქად არ მოვეკიდოთ მეტოქეს, ამას მარჯვენა მცველიც სჭირდება აუცილებლად და მაგარი გუნდია რა

    დეპაი დარჩეს ჯობია, ეს ტორესი ცვლილებაზე შემოსაყვანიც არაა, ძაან ცუდია ყველა კომპონენტში, მოუწევს წასვლა ალბათ სეზონის ბოლოს