ცოტა ხნის წინ ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ ის მსაჯები დაასახელა, რომლებიც ლა ლიგის მე-3 ტურის შეხვედრებს განსჯიან.
“ბარსელონასა” და “ვალიადოლიდის” დაპირისპირების მთავარი არბიტრი 36 წლის რიკარდო დე ბურგოს ბენგოეჩეა იქნება.
ბენგოეჩეამ მსაჯობა 2009 წელს დაიწყო, 2 წლის შემდეგ ის სეგუნდა დივიზიონში, 2015 წელს კი პრიმერაში დააწინაურეს. 2018 წლიდან დე ბურგოსი FIFA-ს არბიტრია.
კარიერის განმავლობაში ბენგოეჩეა თამაშში საშუალოდ 25.6 ჯარიმასა და 0.27 თერთმეტმეტრიანს ნიშნავს, ფეხბურთელებს კი 4.7 ყვითელ და 0.15 წითელ ბარათს უჩვენებს.
დე ბურგოსს “ბარსელონას” შეხვედრაში მონაწილეობა აქამდე 21-ჯერ მიუღია. კატალონიელებმა 16 დაპირისპირება მოიგეს, 1 ფრედ დაასრულეს და 4 დათმეს. ბენგოეჩეამ კატალონიელების სასარგებლოდ 5 წითელი ბარათი აჩვენა და 7 თერთმეტმეტრიანი დანიშნა, მათ წინააღმდეგ კი 1 წითელი ბარათი და 0 თერთმეტმეტრიანი.
ამ არბიტრს “ვალიადოლიდის” შეხვედრაში 14-ჯერ უმსაჯია. კასტილია დე ლეონელებს 6 მოგება, 1 ფრე და 7 მარცხი აქვთ. დანიშნული 1 თერთმეტმეტრიანი “ვალიადოლიდის” სასარგებლოდ იყო, ისევე, როგორც ნაჩვენები ერთადერთი წითელი ბარათი.
საინტერესოა, რომ 2 გუნდი არსებობს, რომელთა მატჩშიც დე ბურგოსს მინიმუმ 10-ჯერ უმსაჯია და მათ კარში ჯერ თერთმეტმეტრიანი არ დაუნიშნავს. ეს გუნდები სწორედ “ბარსა” და “ვალიადოლიდი” არიან.
ამ მსაჯს ეძახიან მადრიდელები ბარსელონას ფანს, როცა ვერ იგებენ თავიანთ თამაშებს.
ფოტო არის იდეალური :დდდდდდდდდდ
მაგარი ფოტოა
აუ მე ამ ფოტოზე მეცინება
მეგონა ეს ტიპი სუამ შეჭამა, თურმე გადარჩა.😂
ჯეკააააააა