ლეგენდარული ესპანელი ფეხბურთელი, დავიდ ვილია თავის ყოფილ კლუბზე, “ბარსელონაზე” საუბრობს:
როგორც “ბარსას” ქომაგი, შემიძლია, ვთქვა, რომ კვლავ გახარებული ვარ. მცირე ილუზიები გასულ სეზონშიც მქონდა, როცა გუნდი ჩავიმ ჩაიბარა.
ახალ მწვრთნელთან ერთად, მოედანზე კვალიფიციური ფეხბურთელები საჭიროა, “ბარსელონამ” კი ნამდვილად ფანტასტიკური ტრანსფერები განახორციელა.
ვილია “ბლაუგრანაში” 2010-2013 წლებში ასპარეზობდა. ლურჯ-ბროწეულისფერი მაისურით მის ანგარიშზე 119 მატჩი, 48 გოლი და 24 ასისტია.



მშვენიერი იყო სანამ ტრამვას მიიღებდა, მაგან ფეხი კი არა თეძო მოიტეხა თორემ არ გაუშვებდნენ. ძველი ფორმა ვეღარ დაიბრუნა სამწუხაროდ.
ტეხავს ეს კაცი მაინც დაუფასებელი რომ დარჩა, არადა არავიზე ნაკლები არ იყო კლასი ჰქონდა
ვილია ბურთს ვერ წევდა მაღლაო პირველად მესმის 🤦🏻♂️ რეალს ნაკლები გაუტანა?