Sport-ის ინფორმაციით, ამ კვირაში ჩავი ერნანდესი და პაბლო ტორე ერთმანეთს შეხვდებიან.
შეხვედრის მიზანი ახალგაზრდა ფეხბურთელის მომავლის გადაწყვეტაა – ის ან “ბარსელონაში” უნდა დარჩეს და ძირითადად “ბარსა ატლეტიკში” ითამაშოს, ან იჯარით წავიდეს.
ამავე წყაროს ცნობით, 19 წლის ნახევარმცველის დამატებით სანტანდერის “რასინგი” (ტორეს აღმზრდელი კლუბი) და ჟერარ პიკეს “ანდორა” ინტერესდებიან.
ტორე გუშინ, “რეალ სოსიედადთან” მატჩის განაცხადში იყო, მაგრამ არ უთამაშია.
Mag bazari araa mara ai iset la ligis matchebshi romelsac chventvis gadamwyveti mnishvneloba ar aq (imedia mag dgec male dadgeba) an copa del Reyze.cotaxni unda itamashos toremm
Რა 30 წუთი თუ ძმა ხარ, სად გვაცალია ამათი განვითარებისთვის, ახალგაზრდებით არის სავსე გუნდი და გამიცდილმა ხალხმა უნდა მიიღოს დრო, თორემ მოგვიწევს წლობით ვითვალოთ ტალანტები და გამპერის თასები, მეტს ვერაფერს ვერ მიაღწევს ეს კლუბი ასეთი მიდგომით. Ტალანტები კაია. Თუმცა ყველა არ არის აუცილებელი რომ მოიყვანონ. Გამოცდილი ხალხიც საჭიროა
ატლეტიკში ითამაშოს და დრო და დრო პირველშიც, ან საერთოდ გააიჯარონ თორემ დაკარგავს ფორმას.
ლიგის დროულად დაწყება დაალაგებს რაღაცებს, როტაცია გახდება საჭირო, ვიღაცას ბარათი, ვიღაცას ტრამვა, ვიღაცას ცუდი ფორმა და მიიღებს სათამაშო დროს
მე ვფიქრობ რომ ჩავიმ ისეთი დავალება მისცა რომელიც არ ერგება და თავისუფლება შეეზღუდა, ამიტო სანამ ბავშვს გავაფუჭებთ ჯობია იქამდე ეს პრობლემა მოვაგვაროთ.
ძველი გავი მომენატრაა!!!
მართალია, მსგავსი დავალება კესის უფრო უხდება. ამ ტრიოში ძალიან სუსტია. თან იდეაში საყრდენის დახმარება ევალება მარა უჭირს. ბევრად უკეთ იგრძნობს თავს მაგალითად პედრის ადგილზე, იგივე ფუნცქციები რო ებაროს. თან ჯერ პატარაა, შესაბამისად დეტალურად მიყვება მწვრთნელის დავალებას, იმპროვიზაციას ვერ ბედავს. ამიტო ან ძირითადში კესიმ უნდა ჩაანაცვლოს რთულ გასვლით თამაშებში, ან პედრის ნაცვლად უნდა შემოვიდეს ხოლმე 70 წუთზე. ჯერ ჯერობით ეყოფა ეგ. ისე კი სანამ ტორეს გაუშვებენ იჯარით, აუცცილებლად უნდა დატესტონ ერთი თამაში მაინც, პედრი რო გაეშვათ ეგრე რა გამოვიდოდა? იქნებ და უფრო მაგარია ვიდრე ესენი. არადა ძალიან ნიჭიერი ჩანს. ანდორაში იჯარა ან რასინგში დაბრუნება სრული სისულელეა, აქამდე უნდა მიეცათ დრო, კარგად თუ ითამაშებდა ანდორა კი არა ლა ლიგის ბვრად უკეთეს გუნდში წავიდოდა იჯარით. და საერთოდ დარჩეს, ვინ იცის დე იონგსაც აჯობოს და კიდე ბევრს
ადგილი რომ აღარ რჩება გუნდში თორე პიანიჩი ვერ მოიშორეს გუნდიდან მეორე არდა თურანი გახდა
ისე გავიზე შევნიშნე ერთი დეტალი, თუ დააკვირდებით ადრე უფრო ერთვებოდა შეტევებში, ხისტად თამაშობდა, მაღლა იწევდა და ფლანგელებთან ხშირად პასაობდა, გოლის ეპიზოდებში ხშირად იყო ჩართული და ა.შ., ამ ორ თამაშში კი მგონია რომ გაჭედილია და წინ ვერ მიდის, სულ რამდენჯერაც ბურთი მიიღო იმდენჯერ უკან დააბრუნა რამაც შეტევის წამოწყებას ხელი შეუშალა და შესაბამისად ამ ბიჭის ცუდი თამაში არამგონია მისი ბრალი იყოს, არამედ სქემა რომ შეიცვალა დომხალი ხდება ნახევარდაცვაში და მგონია რომ გავიმ არ იცის რა უნდა გააკეთოს, არადა მაგარი პასი, ტექნიკა და მოძრაობები აქვს, გუშინ კიდე ფაქტობრივად არაფერი გაუკეთებია.
მე ვფიქრობ რომ ჩავიმ ისეთი დავალება მისცა რომელიც არ ერგება და თავისუფლება შეეზღუდა, ამიტო სანამ ბავშვს გავაფუჭებთ ჯობია იქამდე ეს პრობლემა მოვაგვაროთ.
ძველი გავი მომენატრაა!!!
კარგი ბიჭია და სათამაშო დრო სჭირდება, ან უნდა ათამაშონ ან ჯობია იჯარით გაუშვან
ტორემ უნდა ითამაშოს 20-30 წუთი შემოსავლებზე მეორე ტაიმში,ამას რიკი პუჩისავით არ მოექცევიან და არ დაალპობენ სკამზე,ტიპი სწრაფია,მოედნის ხედვა აქვს,პასებსაც ხატავს,ეს და გავი ჩემთვის ერთიდაიგივეა.აი ეხლა ხომ დგას გავი ძირითადში როგორც გუშინ,გავიც და ტორეც თითქმის ერთი წლოვანებისანი არიან და გავი თუ თამაშობს ძირითადში ტორემაც უნდა ითამაშოს