workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ფერან ჟუტგლა: კამპ ნოუზე თამაში დაუჯერებელი იყო

ფერან ჟუტგლა: კამპ ნოუზე თამაში დაუჯერებელი იყო

აწ უკვე “ბრიუგეს” ფეხბურთელი, ფერან ჟუტგლა “ბარსელონაში” გატარებულ პერიოდს იხსენებს:

“კამპ ნოუზე” თამაში დაუჯერებელი იყო. როცა ქომაგებით სავსე სტადიონს ხედავ… მანამდე მხოლოდ 1000 ადამიანის წინაშე მქონდა ნათამაშები. 

როდესაც გავიტანე, საოცრებები მოხდა. ისეთი ფეხბურთელები, როგორებიც ბუსკეტსი, დემბელე და სხვები არიან, ჩემს გოლს აღნიშნავდნენ – ამით უდიდესი სიამოვნება მივიღე.

როცა “ბარსამ” ობამეიანგი, ფერან ტორესი და ადამა ტრაორე შეიძინა, მივხვდი, რომ საქმეები ჩვეულებრივად არ წავიდოდა – მოვლენები განსხვავებულად განვითარდა.

გასახდელ ოთახში შესვლა დიდებული გრძნობა იყო – აღფრთოვანებული ვიყავი. ნოუთბუქი მქონდა და ყველაფერს ვიწერდი, რაც პირველ გუნდში ჩემს თავს ხდებოდა. სავარჯიშო სესიებზე დიდი მოთხოვნა იყო, ბევრი რამ ვისწავლე.

საბოლოოდ, ჩავიმ დამირეკა და მითხრა, რომ დიდებული ფეხბურთელი ვარ, მაგრამ მის გეგმებში არ შევდიოდი. ერნანდესმა ყველაფერი საუკეთესო მისურვა.

ერთ დღესაც “ბარსელონაში” დაბრუნებაზე ოცნება? დიახ… არასდროს იცი, ცხოვრებაში რა მოხდება. თუ კარგად ვითამაშებ, დაბრუნების შანსი მექნება, მაგრამ ახლა მხოლოდ განვითარებაზე ვარ ფოკუსირებული. “ბარსა” მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი გუნდია.

კატალონიურმა გრანდმა ჟუტგლა 2021 წლის ზაფხულში, უფასოდ დაიმატა და მან გასული სეზონის პირველი ნახევარი პირველ გუნდში გაატარა, თუმცა, ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე ახალწვეულების მოსვლის შემდეგ, 23 წლის ფეხბურთელი სარეზერვო გუნდში დააქვეითეს, სეზონის ბოლოს კი ბელგიურ კლუბში €5 მილიონად გაყიდეს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (7)

  • nika 54
    schedule 23 აგვ 2022, 12:04
    #7

    ერთი უპრეტენზიო ადამიანი.

  • Moriba
    schedule 20 აგვ 2022, 12:23
    #6

    ისე არაფერ შუაშია მაგრამ მალკომი მომწონდა მე ძაან კაი ფეხბურთს თამაშიბდა ბარსაში მაგრამ სამწუხარიდ ნესტორამ გააფუჭა

  • azulgerana
    schedule 20 აგვ 2022, 06:37
    #5

    ციტატა: Ko Ke
    Ისე ამაში რომ 5 მლნ ავიღეთ და დეპაის უფასოდ ვუშვებთ რა ლოგიკაა?


    რა ბაზარია გაეცით პასუხი ამ კაცს

  • ROUCH
    schedule 20 აგვ 2022, 00:28
    #4

    არადა ტორესის ოდენა დრო მოგცემოდა უკეთესი შედეგი თუ არ დაგედო იმის დედა ვატირე. საბოლოდ ასეთები უფრო აკეთებენ საქმეს ვიდრე ტრილიონად მომსირებულები და არაერთხელ დამტკიცდება კიდე

  • Ko Ke
    schedule 19 აგვ 2022, 23:58
    #3

    Ისე ამაში რომ 5 მლნ ავიღეთ და დეპაის უფასოდ ვუშვებთ რა ლოგიკაა?

  • Don_Andresito
    schedule 19 აგვ 2022, 23:35
    #2

    amashi aviget 5 da depaishi? sasaciloa ki arada satirali

  • EL MAESTRO 6
    schedule 19 აგვ 2022, 23:06
    #1

    ეს კარგი ბიჭია მაგრამ ამ ბარსაში ვერ განვითარდებოდა, იჯარით პოწიალიც ფეხბურთელისთვის ცუდია ხოლმე და მისი კარიერისთვის საუკეთესი გადაწყვეყილება იყო წასვლა, ახლა კარგად უბერავს და საუკეთესოს ვუსურვებ ამ ბიჭს მართლა, იმედია გაიხარებს სადაც ითამაშებს