workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარსელონა და იუვენტუსი დეპაის ტრანსფერზე შეთანხმდნენ

ბარსელონა და იუვენტუსი დეპაის ტრანსფერზე შეთანხმდნენ

Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, “ბარსელონა” და “იუვენტუსი” მემფის დეპაის უფასო ტრანსფერზე შეთანხმდნენ.

“ბარსასთან” არსებული კონტრაქტის გაწყვეტის სანაცვლოდ, ტურინული კლუბი €5-მილიონიან ბონუსზე უარს იტყვის, რომელიც 2020 წელს, არტური-პიანიჩის ბარტერის დროს გაფორმებულ ხელშეკრულებაში ჩაიდო და რომელიც კატალონიურ გრანდს უნდა გადაეხადა.

მიუხედავად იმისა, რომ კლუბებმა საერთო ენა გამონახეს, ტრანსფერი ჯერ დასრულებული არაა, ვინაიდან, მემფისს გასულ წელს გადავადებული ხელფასის მიღება სურს – “ბარსელონამ” დეპაის დაახლოებით €2 მილიონი უნდა გადაუხადოს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (21)

  • nika 54
    schedule 23 აგვ 2022, 12:06
    #21

    2 მილიონზე ნუღა ალაპარაკებთ სირცხვილია, მითუმეტეს ეკუთვნის.