workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბერნარდუ სილვა ბარსელონას უახლოვდება

ბერნარდუ სილვა ბარსელონას უახლოვდება

ჟერარ რომეროს ინფორმაციით, “ბარსელონასა” და “მანჩესტერ სიტის” შორის, ბერნარდუ სილვას თაობაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს. 

პორტუგალიელი ფეხბურთელი “ბარსაში” გადმოსვლაზე ოცნებობს, ჩავი ერნანდესს უკვე ესაუბრა და კლუბის პროექტი ძალიან მოსწონს – ტრანსფერზე, მისი აგენტი, ჟორჟე მენდეში მუშაობს.

აშრაფ ბენ აიადის ცნობით, სარფიანი შემოთავაზების მიღების შემთხვევაში, პეპ გვარდიოლა ბერნარდუს გაშვების წინააღმდეგ არ იქნება.

მომავალ კვირაში სილვასთვის ბარსელონაში სახლის ძიება უკვე დაგეგმილია.

აღსანიშნავია, რომ პორტუგალიელმა Twitter-ზე “ქალაქელთა” ქომაგებს მიმართა და, ერთი შეხედვით, ჩანს, რომ მათ დაემშვიდობა:

დიდებული პერფორმანსი გუნდისგან და ფანტასტიკური ატმოსფერო! მინდა, სტადიონზე მყოფებს მადლობა გადავუხადო ასეთი სიყვარულისა და მხარდაჭერისთვის 💙

ამას ემატება ჟოან ლაპორტას სიტყვებიც:

კონკრეტულ სახელებს არ ვიტყვი, მაგრამ, მინდა, იცოდეთ, რომ ჩვენთვის სატრანსფერო ფანჯარა ჯერ არ დახურულა.
sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (9)

  • M10 S9 D11
    schedule 15 აგვ 2022, 15:41
    #9

    რა ვერ მოგვიახლოვდა ესეც კიდე

  • nika 54
    schedule 15 აგვ 2022, 15:26
    #8

    ეგ კაი ხანია გვიახლოვდება, არ აგვცდეს სხვა მიმართულებით არ გაიაროს.

  • ROUCH
    schedule 15 აგვ 2022, 10:54
    #7

    ზედმეტი გადაყრილი ფული ვერ გამოიყენებენ ისე როგორც სხვა იყენებს კოუტინიო გაიჩითება დიდ თანხად ტრაკში შეთხრილი. ასეთი შემტევი ნახევარმცველი არ გვინდა ინიესტა კი იყო შემტევი მარა ბურთოს გაკონტროლება არანაკლებ შეეხლო ცარელა შემტევი მგომია რო ჩაიჯვავს. თუ მაინდამაინც ტორე გყავ და ის ათამაშე. ამაში რო მაგდენი არ მიცე და ვიღაც ჭუჭუ მარჯვენა მცველი არ დაიმატო იაფად. ის იყიდე ბარემ კაი და დავისვენოთ მერამდენე შლანგი უნდა მოვიყვანოთ მაგ ფლანგზე და მერე ვაჩუქოთ სხვას

  • MARI=BARCA-fan
    schedule 15 აგვ 2022, 01:32
    #6

    ვან დერ ვაატი: "ბარსელონაში" თამაში სირცხვილია"
    ==========
    rage rage rage
    მაგ სიტყვებისთვის თუ იცი რისი ღირსი ხარ??.. ვიგინდარა..

  • Ko Ke
    schedule 14 აგვ 2022, 23:57
    #5

    Ძაან კაი ტრანსფერი იქნება მაგრამ არ ვიცი ეს და პედრი ერთად როგორ ითამაშებენ

  • shu1987
    schedule 14 აგვ 2022, 23:47
    #4

    რატომღაც მგონია გადავსებულია გუნდი, ამის მოყვანა სიმართლე გითხრათ იმ პრობლემებს ვერ აღმოფხვრის რაც გუშინ გამოიკვეთა, ბუსკეცია ძაან უსუსური და საყრდენი ზონა კიდე ინერტული ასე რომ მანდაა დასალაგებელი და დაცვასაც დიდი დაწოლა არ ექნება ასევე წინაც იმედიანად იმოქმედებენ, საკვანძო ზონა რაცაა დამაკავშირებელი დაცვასა და შეტევას შორის ისაა შენელებული კიარა დამდგარი და პლიუს მოწინააღმდეგის ყველა მცდელობა ტემპში გადის, ბერნარდო ტიპიური ნახევარმცველი არაა არც ტიპიური ვინგერია მაშინ ჩავის ფორმაციის შეცვლა მოუწევს. ფრენკი აუცილებლად უნდა დაიტოვონ და ბუსკეცს სკამზე მიუთითონ.

  • La Pulga10
    schedule 14 აგვ 2022, 23:30
    #3

    იმ სლეიონგის თამაში მე მომეწონა გუშინ,ეგრე თუ გააგრძელა დარჩეს,ოღონდ ხელფასი დაიკლოს.ბერნარდოს მოსვლით ვიღაც უნდა წავიდეს და პიანიჩის დატოვება არმგონია ჭკვიანური იყოს.გავის გაშვება არ ღირს.

  • Don_Andresito
    schedule 14 აგვ 2022, 21:22
    #2

    ისეთი პირი უჩანს, გავიც გასაიჯარებელი არ გახდეს, ნიკოს არ მიყვეს. პედრი ძირითადის კაცია, ფრენკი ჯერ არ ვიცით, ის რო გუშინ დასვენებული შემოვიდა და ცხენივით ირბინა ბევრს არაფერს ნიშნავს ჩავისთვის, ჯიუტია ეგეც, მარტო ისინი უნდა ვინც ევასება და ვსიო. ბუსკეცს არ ამოაგდებს სულ რო ჩვენ კარში გატანა დაიწყოს. რა გამოდის? 1 ვაკანტური ადგილი ძირითადში და კესი გავი ფრენკი სილვა კანდიდატები. პიანიჩზე აღარაფერს ვამბობ. ამდენი ნახევარმცველის საჭიროება არაა. დაჟე ბუსი წელსვე გაეშვა მლს ში არ იქნებოდა ურიგო.

  • EL MAESTRO 6
    schedule 14 აგვ 2022, 20:18
    #1

    დე იონგიც და ბერნანდუც საჭიროა, გუშინ გამოჩნდა ეგ ყველაფერი, აი მარჯვენა მცველი კი საჭიროა ბერნანდუს მერე აუცილებლად, არც ალონსო მეხატება გულზე მარცხნივ რომ მოჰყავთ