workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
აზრთა სხვადასხვაობა ფრენკი დე იონგისა და ბერნარდუ სილვას ტრანსფერებზე

აზრთა სხვადასხვაობა ფრენკი დე იონგისა და ბერნარდუ სილვას ტრანსფერებზე

“ბარსელონაში” ფრენკი დე იონგისა და ბერნარდუ სილვას ტრანსფერებთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობაა. ინფორმაციას Mundo Deportivo ავრცელებს.

კლუბის ხელმძღვანელობას, მათ შორის ლაპორტას, ნიდერლანდელის დარჩენა სურს. რა თქმა უნდა, შემცირებული ხელფასით. სპორტული დეპარტამენტი და სამწვრთნელო შტაბი კი ფრენკის გაყიდვის წინააღმდეგი არაა, მაგრამ ასეთ შემთხვევაში ბერნარდუ სილვას დამატება აუცილებელია.

ჩავი დე იონგის შესაძლებლობებს ძალიან აფასებს. ის წინააღმდეგია, გუნდმა ფრენკი გაყიდოს და სანაცვლოდ რუბენ ნევეში ან კარლოს სოლერი მოიყვანოს. მწვრთნელი მიიჩნევს, რომ ასეთ შემთხვევაში გუნდი დასუსტდება. თუმცა სხვა სიტუაციაა დე იონგის ნაცვლად ბერნარდუ სილვას მოყვანის შემთხვევაში.

ლაპორტა ბერნარდუ სილვას დამატების პერსპექტივით აღფრთოვანებული არაა. პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ პრემიერ ლიგის ფასები ძალიან გადაჭარბებულია და კლუბს პორტუგალიელ ნახევარმცველში ზედმეტის გადახდა მოუწევს.

ფრენკი დე იონგი სერჟიო ბუსკეტსის შეცვლის ერთ-ერთ ვარიანტადაც განიხილება. ყველამ იცის, რომ კაპიტანი გუნდში ბოლო სეზონს ატარებს. ლაპორტას აზრით მისი შეცვლა დე იონგს შეუძლია. პრობლემას კი ის ქმნის, რომ ჩავი ფრენკის ამ პოზიციაზე ვერ ხედავს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (12)

  • Ko Ke
    schedule 09 აგვ 2022, 17:02
    #12

    Მოკლედ განწირულები ვართ ამ ზაფხულს

  • Davita
    schedule 09 აგვ 2022, 16:15
    #11

    დეიონგთან სილვა რა შუაშია, სხვადასხვა პოზიციაა, დეიონგი უეჭველი გასაყიდია და სილვა უეჭველი მოსაყვანი.

  • nika 54
    schedule 09 აგვ 2022, 14:21
    #10

    თუ დე იონგი ამ ბუტიობას არ შეეშვება და ფულსაც და ბარსელონასაც ერთდროულად აირჩევს ლიგაზე სათამაშოდ, გაანაწყენონ კიდევ უფრო. რა, ძნელია ზაპასში გყავდეს და არ ათამაშო? ლა ლიგაში ათამაშონ ჩემპიონთა ლიგაზე კი დაასვენონ. ამაზეც ხო აღარ იჩივლებს და ვნახოთ როგორ შეირგებს იმ წამატებულ მილიონებს. რეალს ასეთი უსინდისოები ბევრი ყავდა ბეილი, ისკო, იოვიჩი, ახლა მარიანოც წაემატა ამ სიას. ხოდა ზიან წლობით და იღებენ ფულს, მაგრამ მომავალს თავისივე ხელით ინადგურებენ იმიტომ რო მცირე სათამაშო დროით დაკავებულ ფეხბურთელზე ძნელია ნათელი წარმოდგენა ქონდეს ვინმეს. ორი წლის შემდეგ კი კონტრაქტს ამოწურავს და წავა მაქსიმუმ სევილიაში. როგორც ისკო ან მლს-ში როგორც ბეილი. სახელი კი ფულზე შეყვარებულებისა დარჩებათ და არა სპორტულ მიზნებზე დაინტერესებულებისა.

  • EL MAESTRO 6
    schedule 09 აგვ 2022, 11:52
    #9

    მუნდო არასანდო წყაროა და არ ვენდობი ნამდვილად, ფრენკის თუ საყრდენად განიცილავენ მაშინ ბუსკეცი სკამზე უნდა გადასვან აუცილებლად, და ასევე ბერნანდუ გვჭირდება, კესი, ბუსი, ფრენკი, პიანიჩი, ნიკო ესენი გვყავს საყრდენებად, ხოლო ცენტრში გავი, პედრი და ტორე, ბერნანდუ კი უმაღლესი დონის ნახევარმცველია რომელიც გვჭირდება გავი ჯერ ძირითადის კაცი არაა, სანამ ეგ ჭკუას არ მოეგება და უაზრო ბარათების აღებას არ შეწყვეტს ვერ ენდობი რადგან სადღაც მაინც დააღალატებს გუნდს, ჩემი აზრით ბალანსია საჭირო და ბენრანდუ გვჭირდება

  • MARI=BARCA-fan
    schedule 09 აგვ 2022, 11:24
    #8

    ციტატა: CHEPE
    მუნდო და მუდოო კიდე რომანოზე და ფაბრიციოზე მეტი სანდო წყარო არვინაა ესენი ყველა ადინ ხუია და უაზროდ იგონებენ სტატიებს…

    მარჯვენა მცველი და + სილვა მორჩა ჩვენი სატრასნფერო პოლიტიკა ამით… ნუ ალონსო გზაშიაო ისედაც… მე პირადად პენიას იმედი მაქვს რავიცი ისეთი ბურთი გამოაძრო პუმასთან რომ შტეგენი გამახსენდა ხანდახან რომ იცის მასეთი სეივები…
    მაგარი ბიჭია პენია და უნდა გამოცადოს პატარა კლუბების წინააღმდეგ + ლიგაზე და კოპა ხო თავისთავად და თუ ოფიცუალურებში წარმოაჩინა და გაიგიჟა თავი მაშინ მეკარის პრობლემა მოგვარდება ისევ ლამასიით

    ციტატა: Moriba
    ნიკო გაანათხოვრეს ვალენსიაში


    მაშინ სილვა უეჭველი მოვა თორე არ გაუშვებდნენ ვალენსიანში იმიტომ რომ დროს ფაქტიურად ვერ მიიღებს ნიკო..
    და კაროჩე ასე იქნება ეს
    ძირითადი უნდა იყოს სილვა დეიონგი პედრი
    ან 3 მცველიანში სილვა დეიონგი ბუსკეცი/კესი პედრი სხვები როტაციებში ან ტრამვების შემთხვევაშიც


    ..და გავი სად გააქრეთ!!!???

  • davidus2020
    schedule 09 აგვ 2022, 10:53
    #7

    ვერ ვხდები რა საჭიროა სილვას მოყვანა? ვინ ჯდება სკამზე? გავი თუ პედრი ? ნახევარდაცვა გვყავს ძალიან მაგარი! ერთადერთი ალბათ მარჯვენა მცველია საჭირო, თუ არ იქნება არც მაგის კატასტროფია!

  • Fc Barca Batumi
    schedule 09 აგვ 2022, 10:53
    #6

    ფრენკის შეეშვით ვააააა, რა გაახურეთ საქმე!

  • .Gladiator.
    schedule 09 აგვ 2022, 10:47
    #5

    ციტატა: totti10
    სილვას მოყვანას ფლანგის ცველი მიიყვანონ სჯობს თუ რამეზე პრეტენზია აქვს რობერტოს და ალბას იმედზე ყოფნა კარგს არაფერს მოუტანს გუნდს


    მარჯვნივ დესტის და რობერტოს იმედზე ვართ disappointed
    ასპილიკუეტა ძაან საჭირო იყო და გამაზეს
    ალონსო არ გვჭირდება და მოყავთ
    ჩელსი აბაროტს გვიღებს მგონი smile

  • Moriba
    schedule 09 აგვ 2022, 10:47
    #4

    ნიკო გაანათხოვრეს ვალენსიაში

  • gio.mm
    schedule 09 აგვ 2022, 10:34
    #3

    ვერ გაიგეს ტიპებმა რომ პორტუგალიელები ვერ ამართლებენ დეკოს მერე ბარსელონაში

  • M10 S9 D11
    schedule 09 აგვ 2022, 10:31
    #2

    რათ უნდა მაგას ბევრი ტვინის წვალება ფრენკი რჩება ბერნარდო მოდის

  • Pirat❤️💙
    schedule 09 აგვ 2022, 10:06
    #1

    ლაპორტ მიაწექი შენსას არგვჭირდება სილვა პედრიც საკმარისია რვიანზე ექვსიანზე კიდე დეიონგიც მშვენიერია და კესიც