workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

check_circle დასრულდა
MATCHDAY
ლა ლიგა schedule 20:30

ბეტისი

ბეტისი ლოგო
2 - 5
ბარსელონა ლოგო

ბარსელონა

arrow_forward მატჩ-ცენტრი
გომესი 27'sports_soccer ეზალზული 53'sports_soccer ფ. ბერნალი 54'
იამალი 10'sports_soccer როდრი 41'sports_soccer ჟეზუსი 51'sports_soccer ე. გარსია 62'sports_soccer ოლმო 81'sports_soccer
ოფიციალურად: რობერტ ლევანდოვსკი ბარსელონას ახალი 9 ნომერია

ოფიციალურად: რობერტ ლევანდოვსკი ბარსელონას ახალი 9 ნომერია

ის, რაც აქამდეც ვიცოდით, დღეს ოფიციალურად დადასტურდა – რობერტ ლევანდოვსკი “ბარსელონას” ახალი 9 ნომერი იქნება.

ცოტა ხნის წინ “ბარსამ” “კამპ ნოუზე” შეკრებილ პუბლიკას პოლონელი ვარსკვლავი სწორედ 9 ნომრიანი მაისურით წარუდგინა, მალევე კი კლუბის ოფიციალურ ვებგვერდზე შესაბამისი ინფორმაციაც გაჩნდა.

ამ ამბავში უცნაური ისაა, რომ ჯერ კიდევ “ბარსელონაში” ირიცხება მემფის დეპაი, რომელიც აქამდე სწორედ 9 ნომრით თამაშობდა. მისი ნომრის ცვლილებაზე კი ოფიციალური ინფორმაცია არ გავრცელებულა. ეს ნიშნავს, რომ ამ წუთისთვის “ბარსელონას” ორი 9 ნომერი ჰყავს და კლუბის მაღაზიაში მაისურები ასეც იყიდება – მემფისის აქამდე დაბეჭდილ და ლევანდოვსკის ახალ მაისურებს 9 ნომერი ამშვენებს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (2)

  • EL MAESTRO 6
    schedule 05 აგვ 2022, 17:17
    #2

    ანუ დეპაი მიდის თუ სხვა ნომერს იღებს?

  • nika 54
    schedule 05 აგვ 2022, 16:15
    #1

    ისე "ა" და "ბ" მაინც მიუწერონ 9 ნომერს. ა რობერტისა და ბ დეპაისა.