workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

check_circle დასრულდა
MATCHDAY
ლა ლიგა schedule 20:30

ბეტისი

ბეტისი ლოგო
2 - 5
ბარსელონა ლოგო

ბარსელონა

arrow_forward მატჩ-ცენტრი
გომესი 27'sports_soccer ეზალზული 53'sports_soccer ფ. ბერნალი 54'
იამალი 10'sports_soccer როდრი 41'sports_soccer ჟეზუსი 51'sports_soccer ე. გარსია 62'sports_soccer ოლმო 81'sports_soccer
ჟოან ლაპორტა: ლევანდოვსკის ჩვენთან გადმოსვლის სურვილი ძალიან ძლიერი იყო

ჟოან ლაპორტა: ლევანდოვსკის ჩვენთან გადმოსვლის სურვილი ძალიან ძლიერი იყო

დღეს რობერტ ლევანდოვსკი “ბარსელონას” მაისურით “კამპ ნოუზე” პირველად გამოჩნდა. კატალონიურმა კლუბმა პოლონელი ვარსკვლავი დაახლოებით 60 ათასი გულშემატკივრის თვალწინ წარადგინა.

პრეზენტაციის დროს ჩვეულზე კიდევ უფრო მეტად ემოციური იყო “ბლაუგრანას” პრეზიდენტი ჟოან ლაპორტა:

ვისკა ბარსა! მადლობა იმ ძალისხმევისთვის, რომელიც “ბარსელონაში” გადმოსასვლელად გაიღე. “ბარსა” მეტია, ვიდრე კლუბი. ვისკა ბარსა, ვისკა კატალონია!

მისთვის ჩვენთან გადმოსვლა ადვილი არ ყოფილა, მაგრამ მისი სურვილი ძალიან ძლიერი იყო. მან ყველა თქვენგანის მხარდაჭერა დაიმსახურა. მისი აგენტის, პინი ზაჰავის, ასევე მატეუ ალემანისა და ჟორდი კრუიფის ძალისხმევით, ეს მოხერხდა. მადლობა რობერტის ოჯახს მისი მეუღლით დაწყებული, რომელიც მას მუდმივად მხარს უჭერს და რომლის დამსახურებითაც ის კარგ ფიზიკურ ფორმაში. ეს ისტორიული დღეა.

მინდა, კლუბის დირექტორთა საბჭოს ყველა წევრს განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო. ისინი კონკურენტუნარიანი გუნდის მშენებლობაში გვეხმარებიან. გულშემატკივრებს კი გამპერის თასზე მოსვლისკენ მოგიწოდებთ.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (2)

  • EL MAESTRO 6
    schedule 05 აგვ 2022, 17:13
    #2

    მაგრად გაგვიტრაკა ბაიერნმა მაგრამ მაინც დავითრიეთ და ამაში თვითონ ლევანას სურვილი რომ არა არაფერი გამოვიდოდა

  • nika 54
    schedule 05 აგვ 2022, 16:18
    #1

    ესე იგი რეკორდი ვერ შედგა?