ამ წუთებში, “ბარსელონას” ახალწვეული, ჟიულ კუნდე გუნდთან ერთად პირველად ვარჯიშობს.
ალბათ გახსოვთ, აწ უკვე თანაგუნდელებს შორის მომხდარი ინციდენტი, როცა ფრანგმა მცველმა, “სევილიაში” ასპარეზობის დროს, ჟორდი ალბას ბურთი სახეში ესროლა და წითელი ბარათი მიიღო.
ამ მომენტში, კუნდესა და ალბას შორის ფიზიკური ორთაბრძოლა შედგა, შემდეგ ეს უკანასკნელი ჟიულს კიდევ ერთხელ დაეჯახა და, დიდი ალბათობით, რაღაცა მიაძახა, ფრანგმა კი თავი ვეღარ გააკონტროლა და…
ახლა კი, “ბარსას” მიერ გავრცელებული ვიდეოდან ჩანს, რომ კუნდე და ალბა შერიგდნენ – ესპანელი ახალ თანაგუნდელს მეგობრული ჟესტით მიესალმა, შემდეგ კი მთლიანად გუნდმა მას ტრადიციული დახვედრა მოუწყო:
რაც ლეოს რამოსმა დამართა, მე მინიმუმ სამი წითელი მახსოვს. და ურტყა ფეხებსი ეს ამბავი იმასთან რა მოსატანია. შერიგდებოდნენ აბა გაბუტულები ხო არ გამოვიდოდნენ მინდორზე ერთად. ამ კვირას იყო პსჟ რო სუპერთასზე თამაშობდა ლეომაც და რამოსმაც გაიტანეს და მაგრადაც ეხვეოდნენ ერთმანეთს მილოცვებში. მითუმეტეს მატჩამდე რამოსმა ვარჯიშზე ისეთი ვარდნა გაუკეთა რო მესი კაი ხანი გამწარებული იყო სანამ არ დაამშვიდეს.
სადაც მესი და რამოსი ვნახე ხელიხელგადახვეულები რომ დადიოდნენ იქ უკვე აღარაფერი გამიკვირდება🤣
აუ კუნდე რა მაგარი ტიპაჟია 😆😆😆😆 ყველა გუნდს უნდა ყავდეს ერთი ასეთი რა 😂
😀😀😀😀😀😀
კაი შებერტყილია ალბა) იქ "ტრადიციულ დახვედრაში" დაუთქაშუნებდა ერთ მამაპაპურს მაინც😃 ძაან არ გაიგებს ვისი ხელი მოხვდა ასე მწარედო.
მალადეც ალბას, არ ველოდი… ძაან კი მაინტერესებდა ამათი შეხვედრა 😀
არაუხო და ბავშვები …..რამხელაა

მოუყომარა ძია ალბამ 🤣🤣🤣