ელენა კონდისის ცნობით, “ბარსელონა” ფრენკი დე იონგს 2 არჩევანს სთავაზობს: ნიდერლანდელმა ან ხელფასი უნდა შეიმციროს, ან წავიდეს, რადგან მისი ანაზღაურება კლუბისთვის მიუღებელია.
“ლურჯ-ბროწეულისფერები” იმედოვნებენ, რომ, ჩავი ერნანდესის განმარტებების შემდეგ, 25 წლის ნახევარმცველის აგენტი არსებულ სიტუაციას მიხვდება.
“ბლაუგრანას” სურს, ახალწვეულები ფეხბურთელების გაყიდვით, განათხოვრებითა და მათი კონტრაქტების გადახედვით დაარეგისტრიროს. კატალონიური გრანდის მიზანია, მესამე ბერკეტის (BLM-ისა ან Barça Studios-ის გასხვისება) გააქტიურება თავიდან აირიდოს – ეს მხოლოდ გამოუვალ შემთხვევაში მოხდება.
რაც შეეხებათ მემფისსა და პიანიჩს – ტონი ჟუანმარტის ინფორმაციით, “ბარსას” სჯერა, რომ, ძლიერი კონკურენციის გამო, დეპაი წასვლას გადაწყვეტს, რადგან სათამაშო დრო მიიღოს. პიანიჩს კი კლუბი ამერიკის შეერთებული შტატებიდან დაბრუნების შემდეგ გაესაუბრება და შეატყობინებს, რომ ის ჩავის გეგმებში არ შედის.
პიანიჩიც მიაყოლონ აუცილებლად.
Don_Andresito,
რა პიანიჩი ხოარ ღადაობ?😀 დამთავრდა მაგის წლები, პიანიჩს იტოვებ გუნდში და დეიონგს აგდებ? საღოლ საღოლ😂😂
დიდი კონკურენცია ნახ დაცვაში, ბებერი პიანიჩისთვის არ სცალია არავის
დე იონგმა თუ არ დაიკლო, უნდა გაყიდონ, თუ გაყიდეს კიდე და პიანიჩი დაიკლებს დარწმუნებული ვარ და დარჩეს კიდეც 1 წელი. 6 ნახევარმცველი საჭიროა გუნდში, ბუსი პედრი გავი ნიკო კესი და პიანიჩი. კუმანიც ვირზე შეჯდა თორე შეიძლებოდა მაგის გამოყენება
მეგონა პიანიჩისთვის შანსის მიცემას აპირებდა ჩავი, რამდენიმე სიახლეც დაიწერა. იუვესთან მაინც გამოიყვანოს ნახოს რა შეუძლია
არც პიანიჩის და არც დეპაის ადგილი არაა, დე იონგს რასაც სთავაზობენ კი სამართლიანია, ან შეიმცირე ხელფასი ან წადი გუნდიდან, ასეთი პირდაპირობაა საჭირო ზუსტად ახლა