ფიგუ: "კლასიკოს შედეგის გამოცნობა ძალიან რთულია"

ფიგუ: "კლასიკოს შედეგის გამოცნობა ძალიან რთულია"

"რეალისა" და "ბარსელონას" ყოფილმა ნახევარმცველმა, ლუიშ ფიგუმ თავისი აზრები გაუზიარა ჟურნალისტებს ესპანური "კლასიკოს" შესახებ, სადაც თავისი ყოფილი კლუბები ხვდებიან ერთმანეთს. იტყობინება გავლენიანი ესპანური გამოცემა "მარკა".

 

პორტუგალიელის თქმით, ძალიან რთულია წინასწარ გამოიცნო შედეგი: "ძალიან ძნელია გამოიცნო "კლასიკოს" შედეგი. რეზულტატს მცირე დეტალები განაპირობებენ. შედეგი დამოკიდებულია გუნდების ხასიათსა და სათამაშო სტილზე. თუ წელს ჩვენ კიდევ 4 "კლასიკოს" ვიხილავთ, ეს უბრალოდ ისტორიული მოვლენა იქნება. ყველა ეს თამაში ძალიან საინტერესო იქნება".

 

შეგახსენებთ, რომ ეს კლუბები შეიძლება კიდევ 2–ჯერ შეხვდნენ წლევანდელ სეზონში. ისინი ერთხელ ესპანეთის ჩემპიონატში ხვდებიან ერთმანეთს და ერთხელაც ესპანეთის თასზე. ამას გარდა, გუნდები 99%–ით კიდევ 2–ჯერ დაიპირისპირდებიან ერთმანეთს ჩემპიონთა ლიგაზე. "რეალმა" პირველი შეხვედრა 4:0 მოიგო, ხოლო "ბარსელონამ" 5:1.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.