ბარსელონამ მე-2 ეკონომიკური ბერკეტი გაააქტიურა

ბარსელონამ მე-2 ეკონომიკური ბერკეტი გაააქტიურა

“ბარსელონამ” მეორე ეკონომიკური ბერკეტი გააქტიურა და ლა ლიგის სატელევიზიო უფლებების 15% საინვესტიციო კომპანია Sixth Street-ს 25 წლით გადასცა.

ინფორმაციას Sport ავრცელებს და იგივე კატალონიური გამოცემა გარიგების დეტალებსაც გვაცნობს.

Sixth Street-ისგან მიღებული თანხით “ბარსელონას” კაპიტალი 400 მილიონი ევროთი გაიზრდება. ეს დაემატება იმ 267 მილიონ ევროს, რომლითაც “ბარსას” კაპიტალი Sixth Street-ისთვის პირველი 10%-ის 207.5 მილიონ ევროდ მიყიდვით გაიზარდა.

ამ გარიგების წყალობით “ბარსელონა” შეძლებს, თავი დააღწიოს ლა ლიგისგან ტრანსფერებზე დაწესებულ შეზღუდვას, რომელიც კლუბს დაახლოებით 2 წლის განმავლობაში პრობლემებს უქმნიდა. ეს შეზღუდვა არსებობდა იმის გამო, რომ “ბარსას” 550 მილიონიანი დანაკლისი ჰქონდა, ახლა კი ეს დანაკლისი აღმოფხვრილია. ამ შეზღუდვის მოხსნის შემდეგ “ბარსას” შეუძლია, გაყიდვებიდან მიღებული შემოსავლის 100% ახალ ფეხბურთელებზე დახარჯოს.

კვლავ არსებობს შეზღუდვა ახალწვეულების, ასევე სერჟი რობერტოსა და უსმან დემებელს ახალი კონტრაქტების დარეგისტრირებაზე. ამის მიზეზი ისაა, რომ “ბარსელონა” სახელფასო ლიმიტს აჭარბებს. ამ პრობლემის მოსაგვარებლად “ბარსამ” ან მესამე ეკონომიკური ბერკეტი უნდა გაააქტიუროს, ან ფეხბურთელები გაყიდოს და მათ ხელფასებზე წლიური 100 მილიონი ევრო დაზოგოს. მაგალითად ფრენკი დე იონგის გაყიდვა “ბარსას” წლიურად დაახლოებით 40 მილიონ ევროს დაუზოგავს.

გავრცელებული ინფორმაციით “ბარსელონა” მე-3 ბერკეტის ამოქმედებაზეც ფიქრობს, მაგრამ კლუბს სურს, ეს რაც შეიძლება გვიან მოხდეს. საუბარი Barca Studios-ის 20%-ის გაყიდვაზეა.

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (22)

  • nika 54
    22 ივლ 2022, 15:36

    ბევრი გასაშვებია გუნდში და უნდა მოიცილონ როგორმე თორემ რა გამოდის ფულს ვშოულობთ რის ვაი ვაგლახით და 100 მილიონს ზედმეტს ხელფასებში ვყრით არასაჭირო ხალხზე.

  • shu1987
    21 ივლ 2022, 22:52

    ციტატა: CHEPE

    ციტატა: shu1987
    ამ გაყიდვებით ერთიქნად კი იხეირა გუნდმა მაგრამ 25-წელი ეგ შემოსავალი დააკლდება გუნდს და რამდენადაა გამართლებული საკითხავია მითუმეტეს შედეგები თუარ იქნება.


    დიდი არაფერი შემოსავალი არაა ეგენი უბრალოდ ბართომეუსავით 1 მილიარდზე ვეღარ ავა ბიუჯეტი მაგრამ მაინც ეშველება ამ კლუბს არ დაიძირება მაგით ამეტაპზე ასე იყო საჭირო აგერ კამპნოუს რეკონსტრუქცია იწყება და სულ მალე ყველაზე მაგარი სტადიონი გვექნება ფულს აიღებენ ჩეჩქად ტურისტებიდან იმიტომ არ მგონია რომ დიდი არაფერი არაა ეგ რაც გაასხვისეს ზოგადად ყველზე მეტი თამაშის დროს შემოდის როცა კამპნოუ ივსება მითუმეტეს


    ეგ ხო მაგას თქმა რად უნდა პანდემიამ ყველაზე დიდი დარტყმა მაგ კუთხით მიაყენა გულშემატკივარი არ იყო შესაბამისად შემოსავალიც არ იყო, იმედია ეშველება და საბოლოოდ დაბრუნდება ღირსეულად ბარსა თავის ადგილას სადაც იმსახურებს.