ბარსელონამ მე-2 ეკონომიკური ბერკეტი გაააქტიურა

ბარსელონამ მე-2 ეკონომიკური ბერკეტი გაააქტიურა

“ბარსელონამ” მეორე ეკონომიკური ბერკეტი გააქტიურა და ლა ლიგის სატელევიზიო უფლებების 15% საინვესტიციო კომპანია Sixth Street-ს 25 წლით გადასცა.

ინფორმაციას Sport ავრცელებს და იგივე კატალონიური გამოცემა გარიგების დეტალებსაც გვაცნობს.

Sixth Street-ისგან მიღებული თანხით “ბარსელონას” კაპიტალი 400 მილიონი ევროთი გაიზრდება. ეს დაემატება იმ 267 მილიონ ევროს, რომლითაც “ბარსას” კაპიტალი Sixth Street-ისთვის პირველი 10%-ის 207.5 მილიონ ევროდ მიყიდვით გაიზარდა.

ამ გარიგების წყალობით “ბარსელონა” შეძლებს, თავი დააღწიოს ლა ლიგისგან ტრანსფერებზე დაწესებულ შეზღუდვას, რომელიც კლუბს დაახლოებით 2 წლის განმავლობაში პრობლემებს უქმნიდა. ეს შეზღუდვა არსებობდა იმის გამო, რომ “ბარსას” 550 მილიონიანი დანაკლისი ჰქონდა, ახლა კი ეს დანაკლისი აღმოფხვრილია. ამ შეზღუდვის მოხსნის შემდეგ “ბარსას” შეუძლია, გაყიდვებიდან მიღებული შემოსავლის 100% ახალ ფეხბურთელებზე დახარჯოს.

კვლავ არსებობს შეზღუდვა ახალწვეულების, ასევე სერჟი რობერტოსა და უსმან დემებელს ახალი კონტრაქტების დარეგისტრირებაზე. ამის მიზეზი ისაა, რომ “ბარსელონა” სახელფასო ლიმიტს აჭარბებს. ამ პრობლემის მოსაგვარებლად “ბარსამ” ან მესამე ეკონომიკური ბერკეტი უნდა გაააქტიუროს, ან ფეხბურთელები გაყიდოს და მათ ხელფასებზე წლიური 100 მილიონი ევრო დაზოგოს. მაგალითად ფრენკი დე იონგის გაყიდვა “ბარსას” წლიურად დაახლოებით 40 მილიონ ევროს დაუზოგავს.

გავრცელებული ინფორმაციით “ბარსელონა” მე-3 ბერკეტის ამოქმედებაზეც ფიქრობს, მაგრამ კლუბს სურს, ეს რაც შეიძლება გვიან მოხდეს. საუბარი Barca Studios-ის 20%-ის გაყიდვაზეა.

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (22)

  • Bakero
    21 ივლ 2022, 22:11

    ციტატა: რივალდო-მესი

    ციტატა: NEYBarca
    კუნდი თუ ვერ დაითრიეს, დიდი კატასტროფა არ მგონია, როცა ბაზარზე შკრინაირი, პაუ ტორესი, ბასტონი, სალიბა და ბევ რი ტოპ დონის მცველია.


    პაუ ტორესი ძაან გაპიარებული ტუპი მგონია. კუნდეს ალტერნატივა და მართლა მაღალი დონიც მცველი შკრინიაკია მაგ სიიდან.


    2 X 2 = 4 შკრინიართან ახლოს ვერ მივა ჯერ ტაქტიკურად და მერე სქილებით

  • _OLD_
    21 ივლ 2022, 22:09

    ციტატა: MSN G.O.A.T
    რომერომ რაღაცა კალმა კუნდეო და რასგვანიშნებს ერთი


    კალმაო თუ დაწერა ზნაჩიტ ერთ ნაბიჯშია🤣🤣❤️

  • რივალდო-მესი
    21 ივლ 2022, 21:56

    ციტატა: NEYBarca
    კუნდი თუ ვერ დაითრიეს, დიდი კატასტროფა არ მგონია, როცა ბაზარზე შკრინაირი, პაუ ტორესი, ბასტონი, სალიბა და ბევ რი ტოპ დონის მცველია.


    პაუ ტორესი ძაან გაპიარებული ტუპი მგონია. კუნდეს ალტერნატივა და მართლა მაღალი დონიც მცველი შკრინიაკია მაგ სიიდან.

  • shu1987
    21 ივლ 2022, 21:45

    ამ გაყიდვებით ერთიქნად კი იხეირა გუნდმა მაგრამ 25-წელი ეგ შემოსავალი დააკლდება გუნდს და რამდენადაა გამართლებული საკითხავია მითუმეტეს შედეგები თუარ იქნება.

  • MSN G.O.A.T
    21 ივლ 2022, 21:23

    რომერომ რაღაცა კალმა კუნდეო და რასგვანიშნებს ერთი

  • Nodariko Dzadzamia
    21 ივლ 2022, 20:57

    დეიონგი გუნდიდან უნდა წავიდეს 2 წლის ამის ხელფასით ბერნანდო სილვას იყიდის კაცი
    რა არის გაბერილი ხელფასი აქ ეუბნებიან შეიმცირეო არაო ეუბნებიან წადიო არაო მარჯვენას ეტყვი მარცხნივ წავა ერთი ყურში შეუშვებს მეორედან გამოუშვებს თარსი ეს დეიონგი რაც ეს არის ბარსაში ლალიგა არ მოგვიგიია ერტი წესიერი თასი ვახ

  • Davita
    21 ივლ 2022, 20:47

    ახლა მთაცარია დეიონგმა მალე ააცვას გუნდიდან რომ შეძლონ ახალწვეულების დარეგისტრირება, სილვა და კუნდეც დადონ და ეგაა, ახალი გუნდი ვიქნებით

  • La Pulga10
    21 ივლ 2022, 20:40

    ციტატა: CHEPE
    დინამო გააპეს პირველივე ტაიმში და თბილის დასცინოდა ის სიქიმა ბათუმსკი ჰალადან საქართველოს შემარცხვენელიაო… ბათუმი ხოა ლიგის პლეიოფში


    რა ჭირთ ბიჭო ვერ ამიხსნია რა?სრულიას შესაცვლელია სისტემა რა,პატრაობიდანვე უნდა დაიწყოს სერიოზული მზადება ფიზიკური,ტაქტიკური და ა.შ.სპეციალისტები ჩამპიყვანონ,ბაზები ააგონ,მარა არა ყველას დემბელეზე ჰკიდია.

  • Iniesta_8
    21 ივლ 2022, 20:19

    ამდენი აქტივის გასხვისება არ იქნება კარგი 1 წელში, ამ ფულით მოყვანილმა ხალხმა თუ არ გაამართლა ჩათვალეთ პიზდეცი აქვს გუნდს, დე იონგი აუცილებლად უნდა გაიყიდოს სანამ 75 მილიონს გვთავაზობენ, მნიშვნელოვანად გააუმჯობესებს სატრანსფერო და სახელფასო ბალანსს.

  • katalomia
    21 ივლ 2022, 20:11

    ციტატა: MSN G.O.A.T

    ციტატა: katalomia
    ნება მომეცით ბიჭებო და გოგოებო წარმოგიდგინოთ ჩვენი გუნდის ახალწვეული, გაიცანით, კუნდე!


    მოვიცადოთ ჯერ კუნდეს მაგივრად კუნძი არშეგვრჩეს

    არის ერთი პერსონა, ბარსას სპორტ დირექტორია. ალემანი არის გვარად. ხოდა, მაგ კაცს აქვს ერთი თვისება, ვისაც ებაზრა ყველა დაკერა.😃

  • NEYBarca
    21 ივლ 2022, 20:07

    კუნდი თუ ვერ დაითრიეს, დიდი კატასტროფა არ მგონია, როცა ბაზარზე შკრინაირი, პაუ ტორესი, ბასტონი, სალიბა და ბევ რი ტოპ დონის მცველია.

  • MSN G.O.A.T
    21 ივლ 2022, 20:04

    ციტატა: katalomia
    ნება მომეცით ბიჭებო და გოგოებო წარმოგიდგინოთ ჩვენი გუნდის ახალწვეული, გაიცანით, კუნდე!


    მოვიცადოთ ჯერ კუნდეს მაგივრად კუნძი არშეგვრჩეს

  • shu1987
    21 ივლ 2022, 20:00

    ფაქტია იმედიანად არიან და კუნდესგან დაბრო აქვთ თორე რამეს იმოქმედებდნენ

  • DesmondHume
    21 ივლ 2022, 19:59

    ვსო ეგაა, კუნდეზე ოფიციალური შეთავაზება გამზადდება მალე და ჩელსი კიდევ ერთხელ დარჩება მშრალზე, რაფინიას მერე კუნდესაც ავაცლით, მერე ასპის და დავანებოთ თავი, ალონსო არ დამანახოთ :დდდდდ

  • _OLD_
    21 ივლ 2022, 19:55

    კაროჩე კუნდეს რო არ უნდოდეს ბარსა უკვე ჩელსიში იქნებოდა მე ელოდები მის ტრანსფერს ბარსაში და აი დეიონგმა უნდა დატოვის ბარსა არაფრის მომცემი ეგ არარის ვაფშე და დროა წავიდეს და მიაშუროს ტენ ჰააგს ასე აჯობებს და როგორც კი ეგ ააცვამს სრაზუ ბერნარდო ვითრიოთ და მერე ნახეთ თქვენ როგორ გადახნავს ბარსა მინდორ ველებს 😉❤️💙

  • katalomia
    21 ივლ 2022, 19:53

    ნება მომეცით ბიჭებო და გოგოებო წარმოგიდგინოთ ჩვენი გუნდის ახალწვეული, გაიცანით, კუნდე!

  • Kaka
    21 ივლ 2022, 19:49

    ველოდებით ოფიციალურ შეთავაზებას barca-4 barca-4 barca-4

  • EL MAESTRO 6
    21 ივლ 2022, 19:45

    დავაი ახლა დავჩალიჩდეთ კუნდეზე, ფრენკიმ კი ან ფულზე თქვა უარი ან ბარსაზე,ოღონდ დროზე, ძაან აზარალებს გუნდს

  • La Pulga10
    21 ივლ 2022, 19:39

    სევილიას ლეწეთ შეთავაზება დროზე.ამ დე იონგმა კიდე გააჟუას ბოლო-ბოლო რა.

  • MSN G.O.A.T
    21 ივლ 2022, 19:38

    მალე გააკეთეთ შეთავაზება ბეჯო მალე